სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, სადაც 2 ახალშობილს კორონავირუსისგან დამცავი ფარები უკეთია. ფოტოს სხვადასხვაგვარი გამოხმაურება მოჰყვა. ზოგი მიიჩნევს, რომ ასეთ აღჭურვილობაში მყოფი ბავშვები საყვარლები არიან, ზოგი კი ფიქრობს რომ ფოტო შემზარავია.
ტაილანდში კორონავირუსით 2,473 ადამიანია ინფიცირებული, გარდაცვლილთა რაოდენობა 33-ია, გამოჯანმრთელებულია 1,013 ადამიანი.
ბოლო 24 საათის განმავლობაში, ტაილანდში 54 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 21 ბანგკოკში. ინფორმაციას ამის შესახებ Mirror ავრცელებს.
