პარასკევი, მაისი 9, 2025

კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების კონკურსის „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ გამარჯვებულები გამოავლინა

 

კომუნიკაციების კომისია მედიაწიგნიერების კონკურსის „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ რიგით მესამე დაჯილდოების ღონისძიება ჩაატარა. მედიაწიგნიერების კონკურსში „ნამდვილი თუ მოგონილი?!“, რომელიც მოზარდებში მედიაწიგნიერების, კრიტიკული აზროვნების, ანალიზისა და ფაქტების გადამოწმების უნარების განვითარებას ისახავს მიზნად, მონაწილეობა მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეების რეკორდულმა რაოდენობამ მიიღო. 185 მაღალი ხარისხის და საინტერესო ნაშრომიდან, მაღალი კონკურენციის პირობებში, კომპეტენტურმა ჟიურიმ სამი გამარჯვებული გამოავლინა, კონკურსის ერთ-ერთ მონაწილეს კი, სპეციალური პრიზი გადაეცა. გამარჯვებულებს კომუნიკაციების კომისიამ ულტრათანამედროვე პრიზები გადასცა.
კორონა ვირუსის პანდემიით გამოწვეული ვითარებიდან გამომდინარე, კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით, ღონისძიებას მხოლოდ ჟიურის წევრები და კონკურსის გამარჯვებულები ესწრებოდნენ, რომლებმაც საკუთარი ნაშრომები თავად წარადგინეს. კონკურსის პირობების თანახმად, მოსწავლეებს უნდა აღმოეჩინათ ქართულ მედიასივრცეში გავრცელებული ყალბი ინფორმაცია („Fake News“), რომელიც ეხებოდა საქართველოში მომხდარ ამბავს და აქამდე არ ყოფილა დადასტურებული, როგორც ყალბი ინფორმაცია. მოსწავლეებს უნდა წარმოედგინათ ინფორმაციის აღმოჩენის გზა, შესაბამისი წყარო და პარალელურად, დაედგინათ რეალური ფაქტები და ამბავი.
კონკურსში „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ პირველი ადგილი ლაშა გულუაშვილმა დაიკავა, რომლის საკონკურსო ნაშრომშიც განხილულია Newpost.ge-ზე გამოქვეყნებული სტატია. სტატიის მიხედვით, ჩინურმა კომპანიამ საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საგზაო სამუშაოების განხორციელების პროცესის შეფერხების გამო, 37 მილიონი დოლარის გადახდა სთხოვა. შეფერხების მიზეზი სამუშაოების ტერიტორიაზე მდებარე კერძო პირის საკუთრება გახდა, რომლის დანგრევაზე მესაკუთრემ უარი განაცხადა. ლაშა გულუაშვილმა სტატიით გავრცელებული ინფორმაცია ყველა სავარაუდო წყაროსთან გადაამოწმა, შესაბამისი დოკუმენტაცია მოიძია, ასევე, გადამოწმების მიზნით, დაკავშირება სცადა ინტერნეტ-გამოცემის რედაქციასთან, თუმცა უშედეგოდ. ჩატარებული მოკვლევის შედეგად, კონკურსანტმა დაადგინა, რომ გავრცელებული ინფორმაცია ყალბია და არ შეესაბამება სიმართლეს. პირველი ადგილის გამარჯვებულს კომუნიკაციების კომისიისგან საჩუქრად iPhone 11 Pro გადაეცა.
მეორე ადგილზე მარიამ ნამიჭეიშვილი გავიდა, რომლის საკონკურსო ნამუშევარიც ყალბი ონლაინ გაყიდვების საიტებს და ფეიკ პროდუქციას ეხება. ნაშრომში აღნიშნულია, რომ სხვადასხვა ვებ-გვერდზე სხვადასხვა ფეიკ პროდუქციის რეკლამირების მიზნით, ერთი და იგივე მომხმარებლისა და „ექიმის“ ფოტოები სხვადასხვა სახელებითა და გვარებით არის გამოყენებული. ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, ნაშრომის ავტორმა მოიძია შესაბამისი წყაროები, გამოიყენა გუგლის საძიებო სისტემა, კრიტიკულად შეაფასა ინფორმაცია და დაადგინა, რომ გავრცელებული ინფორმაცია ყალბია. მარიამ ნამიჭეიშვილს კომუნიკაციების კომისიისგან უახლესი მოდელის iPad გადაეცა.
მესამე ადგილის მფლობელი ნენე ჟვანია გახდა, რომლის საკონკურსო ნაშრომში განხილულია Euronews.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაცია სათაურით “5G-ის ანტენების მიმდებარედ ფრინველები იხოცებიან?” გამოქვეყნებული სტატია, ისევე როგორც ამ საკითხთან დაკავშირებული სხვადასხვა ინფორმაცია, – თითქოს 5G ტექნოლოგია მართვის, თვალთვალის, კონტროლისა და ხელოვნური ინტელექტის სამართავი საშუალებაა, „მეცნიერების დასკვნის“ საფუძველით ვრცელდება. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კონსპირაციულ თეორიას და ინფორმაციის სიყალბეს ნაშრომის ავტორი სწორედ მეცნიერთან გადამოწმების საფუძველზე და ინფორმაციის კრიტიკული შეფასებით ადასტურებს. ნენე ჟვანიამ მესამე საპრიზო ადგილისთვის კომუნიკაციების კომისიისგან Beats Studio 3-ის თანამედროვე უსადენო ყურსასმენი მიიღო.
ჟიურის სპეციალური პრიზი გადაეცა ჰასმიკ ბაღდასარიანს, რომლის საკონკურსო ნაშრომი ეხება კორონა ვირუსთან დაკავშირებით სოციალურ მედიაში გავრცელებულ სხვადასხვა ტიპის ყალბ ინფორმაციას, მათ შორის, შესაძლებელია თუ არა განმეორებითი ინფიცირება, როგორ ხდება ვირუსის გადაცემა, მოქმედებს თუ არა 5G ტექნოლოგია, ან ამინდი ვირუსზე და სხვა. ნაშრომის ავტორმა აღმოაჩინა, რომ ეს მოსაზრებები არ ეფუძნება წყაროებს და ფაქტების გადამოწმებით თავად დაადგინა, რომ გავრცელებული ინფორმაციები სიმართლეს არ შეესაბამება. ჰასმიკ ბაღდასარიანს კომუნიკაციების კომისიისგან iPhone SE გადაეცა.
კონკურსი „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ კომუნიკაციების კომისიამ და მედიააკადემიამ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან თანამშრომლობით უკვე მესამედ ჩაატარა. კონკურის პარალელურად, კომისიამ ფაქტების გადამოწმებისა და ყალბი ინფორმაციის აღმოჩენის შესახებ, თბილისისა და რეგიონების სკოლებში სასწავლო სესიები ჩაატარა. BBC Academy-ის მასალების გამოყენებით, ინტერაქტიული სესიების ფარგლებში, მოზარდებმა ისწავლეს, როგორ მოახდინონ მედიაში გავრცელებული ყალბი ინფორმაციის ანალიზი და გადაამოწმონ ფაქტები. აღნიშნული შეხვედრები მოსწავლეებს საკონკურსო ნაშრომის მომზადებაშიც დაეხმარა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ქუთაისში, რიონში, 19 წლის გოგოს ცხედარი იპოვეს

ქუთაისში, მდინარეში ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს. მეხანძრე-მაშველებმა ცხედარი მდინარე რიონში ნახეს. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. სამუშაოებში ჩართული იყვნენ მყვინთავები.19 წლის გოგოს ძებნა გუშინ, ღამით, ბალახვნის ხიდის მიმდებარედ დაიწყო და ძებნა მიმდებარე პერიმეტრზე გაგრძელდა.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა.სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი სამეგრელოში იყო.მათივე ცნობით, ბიძგების სიმძლავრემ 3.8 მაგნიტუდა შეადგინა.დამატებითი ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ვოლოდიმირ ზელენსკი – დონალდ ტრამპთან საუბრისას დავადასტურე, რომ უკრაინა მზადაა მოლაპარაკებებისთვის ნებისმიერ ფორმატში, მაგრამ ამისთვის რუსეთმა უნდა აჩვენოს ომის დასრულების განზრახვის სერიოზულობა

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.ზელენსკის თქმით, სატელეფონო საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ომის დასრულება სურს.„განვიხილეთ მშვიდობისთვის შემდგომი ძალისხმევის აუცილებლობა, კერძოდ კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება, გადაიდგას. პრეზიდენტი ტრამპი დაინტერესდა ბრძოლის ველზე არსებული სიტუაციით და მე მოკლედ მივაწოდე მას ინფორმაცია. ასევე გავაცანი, რომ უკრაინა მზადაა 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტისთვის, თუნდაც დღეიდან. ჩვენ ველოდებით რუსეთისგან ამ წინადადებაზე თანხმობას. მე ასევე დავადასტურე, რომ უკრაინა მზადაა მოლაპარაკებებისთვის ნებისმიერ ფორმატში, მაგრამ ამისთვის რუსეთმა უნდა აჩვენოს ომის დასრულების თავისი განზრახვის სერიოზულობა, დაიწყოს სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტით“, – წერს ზელენსკი.უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბრისას დაადასტურა, რომ სურს ამ ომის დასრულება, მზადაა დასახმარებლად და მხარს უჭერს ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობას. ამასთან, ლიდერები მიესალმნენ უმაღლესი რადას მიერ ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმების რატიფიცირებას.

აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ “რადიო თავისუფლებისთვის” გამოყოფილი თანხების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება გააუქმა

აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ “რადიო თავისუფლებისთვის” გამოყოფილი თანხების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება გააუქმა. ამის შესახებ ინფორმაციას “რადიო თავისუფლება” ავრცელებს. კერძოდ, აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც “რადიო თავისუფალი ევროპა / რადიო თავისუფლების” (RFE/RL) ძალისხმევებს შეუწყობს ხელს, მიიღოს კონგრესის მიერ გამოყოფილი თანხები, რომლებიც მომდევნო კვირებში საქმიანობის გაგრძელებისთვის სჭირდება. აღნიშნული გადაწყვეტილება იგივე სასამართლოში რამდენიმე საათით ადრე სამი მოსამართლისგან შემდგარი პანელის გადაწყვეტილებას აპაუზებს. აშშ-ის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეების სრული 11-კაციანი შემადგენლობით მიღებულმა გადაწყვეტილებამ პანელის გადაწყვეტილება “ადმინისტრაციულად შეაჩერა”.

ქუთაისში, მდინარე რიონში 19 წლის გოგოს ეძებენ

ქუთაისში, მდინარე რიონში, ე.წ. ბალახვანის ხიდის მიმდებარედ 19 წლის გოგოს ეძებენ.ინფორმაციას „ინფო იმერეთი“  ავრცელებს.ადგილზე მობილიზებული არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები.მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ოპერაცია.

ბოლო სიახლეები