პარასკევი, მარტი 6, 2026

კომუნიკაციების კომისია ტელემაუწყებლებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

კომუნიკაციების კომისია ტელემაუწყებლებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კომუნიკაციების კომისია, როგორც მაუწყებლობის სფეროს მარეგულირებელი, დამოუკიდებელი სახელმწიფო უწყება, პასუხისმგებელია, უზრუნველყოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებების თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება, მედიაპლურალიზმი და სტაბილური მედიაგარემო საქართველოში.

ამასთან, კომუნიკაციების კომისია მოუწოდებს საქართველოში მოქმედ ყველა მაუწყებელს, შესაბამის საკანონმდებლო ნორმებს კიდევ ერთხელ ყურადღებით გაეცნონ და ობიექტურობის სტანდარტების დაცვა უზრუნველყონ.

„გაერთიანებული სამეფოს მიერ ორი ქართული ტელეკომპანიის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება, რომელთაგან ერთ-ერთი საქართველოში ყველაზე მაღალრეიტინგული მაუწყებელია, მიმართულია როგორც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს შორის სამართლიანი კონკურენციის შეზღუდვისკენ, ისე ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობის შეფერხებისკენ, რამაც საფრთხე შეიძლება, შეუქმნას მედიაპლურალიზმსა და სიტყვის თავისუფლებას ქვეყანაში.

მასობრივი ინფორმაციის საშუალებების თავისუფლების შეზღუდვა მხოლოდ მტკიცებულების მაღალი სტანდარტით, განსაკუთრებული საფუძვლითა და საგანგებო კანონისმიერი პროცედურით არის დასაშვები. ამ ფონზე აღსანიშნავია, რომ საკითხებზე, რომლებიც ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებებს დაედო საფუძვლად, კომისიაში საჩივარი არავის შემოუტანია.

საქართველოში მოქმედებს კანონი „მაუწყებლობის შესახებ“ და კომისიის მიერ დამტკიცებული „მაუწყებელთა ქცევის კოდექსი“, რომლებიც პროგრამების შინაარსობრივი რეგულირების თვალსაზრისით გაერთიანებული სამეფოს კანონმდებლობას ეფუძნება და მედიის თავისუფლების საერთაშორისო სტანდარტებს შეესატყვისება. აღნიშნული აქტები კომუნიკაციების კომისიას მედიაში ობიექტურობის სტანდარტების დაცვის ვალდებულებას ანიჭებს. რაც შეეხება მედიის შინაარსობრივი რეგულირების საკითხს, მიუხედავად კანონის არსებობისა, კომისია თითქმის ერთი წელია მხოლოდ საჩივრებზე რეაგირებს და თავად მაუწყებლების მიმართ ამავე კანონით ადმინისტრაციული წარმოება არ დაუწყია.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებითა და მედიაგარემოში არსებული გამოწვევების ანალიზის საფუძველზე, აუცილებლად მიგვაჩნია, მომდევნო კვირიდან კომისიამ პრაქტიკაში აამოქმედოს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონითა და „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ დადგენილი ნორმები. რათა მაუწყებელთა ობიექტურობა სათანადო პროცედურის საფუძველზე და მაღალი სამართლებრივი სტანდარტით შეფასდეს. აქვე ხაზგასასმელია, რომ ეს გადაწყვეტილება ნებისმიერ შემთხვევაში უნდა მიღებულიყო სწორი და დაბალანსებული მედიაპრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, დღევანდელმა მოცემულობამ კი საკითხი და მისი გადაწყვეტის აუცილებლობა კიდევ უფრო აქტუალური გახადა.

აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოში მოქმედ ყველა მაუწყებელს, შესაბამის საკანონმდებლო ნორმებს კიდევ ერთხელ ყურადღებით გაეცნონ და ობიექტურობის სტანდარტების დაცვა უზრუნველყონ. კომუნიკაციების კომისია იმოქმედებს მაღალი პასუხისმგებლობით, რათა დაიცვას მასობრივი ინფორმაციის საშუალებების თავისუფლება, სამართლიანი კონკურენცია, გამოხატვის თავისუფლება და მედიაპლურალიზმი საქართველოში“, – აღნიშნულია კომუნიკაციის კომისიის განცხადებაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირანის საელჩოში სამძიმრის წიგნში ჩანაწერები გაკეთდა-ვიმედოვნებთ, რომ სამხედრო მოქმედებებს დიპლომატია ჩაანაცვლებს

ირანის საელჩოში სამძიმრის წიგნში ჩანაწერები გაკეთდა-ვიმედოვნებთ, რომ სამხედრო მოქმედებებს დიპლომატია ჩაანაცვლებს ,,თქვენო აღმატებულებავ, როგორც ქართველი ხალხისა და საქართველოს წარმომადგენელს, მადლობას მოგახსენებთ, რომ დღეს მობრძანდით საელჩოში და სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთეთ. მეგობარი გაჭირვებაში იცნობა.ვუსამძიმრებთ ირანელ ხალხსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას, სადაც მიმდინარე სამხედრო მოქმედებებმა მრავალი ადამიანის, მათ შორის უზენაესი სულიერი ლიდერის, აიათოლა ხამენეის, სხვა პოლიტიკური ლიდერების, უამრავი უდანაშაულო სამოქალაქო პირისა და ათობით ბავშვის სიცოცხლე შეიწირა. ვიმედოვნებთ, რომ მალე აღდგება მშვიდობა და სამხედრო მოქმედებებს დიპლომატია და პოლიტიკური დიალოგი ჩაანაცვლებს''-ამის შესახებ ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი საქართველოში სეიედ ალი მოჯანი სოციალურ ქსელ  facebook- ზე წერს.

კეროლაინ ლევიტი – აშშ ირანში სამხედრო ოპერაციის მიზნებს სავარაუდოდ 4-6 კვირაში მიაღწევს

თეთრი სახლის პრესსპიკერმა კეროლაინ ლევიტმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ირანში სამხედრო ოპერაციის მიზნებს სავარაუდოდ 4-დან 6 კვირაში მიაღწევს.თეთრი სახლის პრესსპიკერის თქმით, ოპერაციის მიზნებია: ირანის სარაკეტო პროგრამის და საზღვაო ფლოტის განადგურება, ირანის მიერ ბირთვული იარაღის შეძენის თავიდან აცილება, ასევე, რეგიონში შეიარაღებული დაჯგუფებების მხარდაჭერის შეწყვეტა.„სულ რაღაც ექვსი დღის შემდეგ, ირანიდან ბალისტიკური რაკეტებით განხორციელებული საპასუხო დარტყმები 90 პროცენტით შემცირდა. ბოლო ექვსი დღის განმავლობაში ჩვენ ვხედავდით, რომ „ჰეზბოლა“ და ჰუსიტები თითქმის არ იბრძოდნენ“, – აღნიშნა ლივიტმა.ირანის მომავალ ხელმძღვანელობასთან დაკავშირებით კითხვაზე ლევიტმა განაცხადა, რომ „ამერიკის ინტერესებშია, ირანი აღარ იმართებოდეს რადიკალური ტერორისტული რეჟიმის მიერ“ და რომ დონალდ ტრამპი „აქტიურად განიხილავს, ვინ გახდება ირანის მომავალი ლიდერი“.„პრეზიდენტი, როგორც შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, როდესაც დაადგენს, რომ ირანი აღარ წარმოადგენს საფრთხეს შეერთებული შტატებისთვის და ოპერაცია „ეპიკური მრისხანების” მიზნები სრულად შესრულებულია, ირანი უპირობო დანებების მდგომარეობაში აღმოჩნდება, თუნდაც, თავად ასე არ თქვას. გულახდილად რომ ვთქვა, მათ ამის სათქმელი ადამიანიც თითქმის აღარ ჰყავთ; შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ყოფილი ტერორისტული რეჟიმის 50-ზე მეტი ლიდერი გაანადგურა, მათ შორის თავად უზენაესი ლიდერი“, – განაცხადა ლევიტმა.

ჯარიმა 100 ლარი და მინუს 20 ქულაა“ – მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენით - მუხლობრივად განიხილა და მხარი დაუჭირა “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებს, რომლის ამოქმედების შედეგად, საგზაო-სატრანსპორტო წესების დარღვევაზე არსებული ჯარიმები იზრდება და პასუხისმგებლობა მკაცრდება.საუბარია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონის პროექტზე, რომელიც პარლამენტს გასული წლის ნოემბერში წარედგინა. მეორე მოსმენის ფარგლებში გარკვეული მუხლები დაკორექტირდა.საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის თანახმად:100 ლარამდე იზრდება ჯარიმა სატრანსპორტო საშუალების გზაზე მანევრირების წესების დარღვევისთვის. ამავდროულად, ამ სამართალდარღვევისთვის მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა 20 ქულით შემცირდება.50-დან 100 ლარამდე იზრდება სანქცია 15 კმ/სთ-ზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 40 კმ/სთ-ის სიჩქარის გადაჭარბებისთვის.50 ლარამდე იზრდება სანქცია ავტომობილით მოძრაობისას მძღოლის ან მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობისთვის. ამავდროულად, ამ სამართალდარღვევისთვის მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა 10 ქულით შემცირდება.50 ლარამდე იზრდება სანქცია ავტომობილის მართვის დროს მძღოლის მიერ მობილურით სარგებლობისთვის.დგომა-გაჩერების წესების დარღვევისთვის თბილისის მსგავსად, 50 ლარამდე იზრდება ჯარიმის ოდენობა ქუთაისის, ბათუმის, მცხეთის, რუსთავის, გორის, თელავის, ფოთის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში და საქართველოს კურორტებზე. ამასთან, როგორც კომიტეტის სხდომაზე ითქვა, აღნიშნულ მუნიციპალიტეტებს ახალციხე და ოზურგეთი დაემატება.დამატებით პასუხისმგებლობა დგინდება “BUS LANE“-ზე სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გარდა, სხვა სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობისთვის, რაც გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.გარდა ამისა, ახალ სამართალდარღვევად განისაზღვრება სატრანსპორტო საშუალების ტროტუარზე ან ქვეითთა გადასასვლელზე დგომა-გაჩერება, რაც გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. ამავდროულად, ამ სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში, კანონით განსაზღვრული პირობების არსებობისას, სატრანსპორტო საშუალება სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანას დაექვემდებარება.

აზერბაიჯანის სუს-ში აცხადებენ, რომ აღკვეთეს ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ დაგეგმილი ტერორისტული პროვოკაციები, მათ შორის ბაქო-ჯეიჰანის მილსადენზე თავდასხმა

აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ აღკვეთეს ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ მიერ დაგეგმილი ტერორისტული პროვოკაციები და სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვების პროცესი ქვეყნის ტერიტორიაზე.როგორც აზერბაიჯანული მედია წერს, დაგეგმილი თავდასხმების სამიზნეებს შორის იყო ბაქო-ჯეიჰანის სტრატეგიული მილსადენი, აზერბაიჯანში ისრაელის საელჩო, მთიელი ებრაელების რელიგიური თემის ერთ-ერთი ლიდერი და „აშქენაზის” სინაგოგა.აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ქვეყნის ტერიტორიაზე სამი ასაფეთქებელი მოწყობილობა შეიტანეს, თუმცა უსაფრთხოების სამსახურმა ისინი გაანეიტრალა და სხვა პირებისთვის გადაცემა აღკვეთა.

თურქი მსახიობები ნესლიჰან ათაგიული და ქა­დირ დო­გუ­ლუ შვილის ახალ ფოტოებს გვიზიარებენ

ნესლიჰან ათაგიული ახალ ფოტოს გვიზიარებს-მსახიობები ნესლიჰან ათაგიული და ქადირ დოღულუ 8-წლიანი ლოდინის შემდეგ მშობლები გახდნენ და მათ ვაჟი ეყოლათ.სე­რი­ა­ლის "სტამ­ბუ­ლის ორი სა­ხის" გა­და­ღე­ბის დროს გო­გო­ნა ქა­დირ დო­გუ­ლუს შეხ­ვდა. გრძნო­ბე­ბი ორ­მხრი­ვი აღ­მოჩ­ნდა. ახალ­გაზ­რდებს ბევ­რი რამ ჰქონ­დათ სა­ერ­თო: ქა­დი­რი ასე­ვე ღა­რიბ ოჯახ­ში გა­ი­ზარ­და, მო­ზარ­დო­ბი­სას მუ­შა­ობ­და წყლის დამ­ტა­რებ­ლად და მისი ოც­ნე­ბა ბარ­მე­ნო­ბა იყო. მაგ­რამ ერთ დღეს ახალ­გაზ­რდა სე­რი­ალ­ში "პა­ტა­რა სა­ი­დუმ­ლო­ე­ბე­ბი" მი­იწ­ვი­ეს. ასე და­ი­წყო მისი სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რა. 2016 წელს შეყ­ვა­რე­ბუ­ლებ­მა იქორ­წი­ნეს.ნესლიჰან ათაგიული და ქადირ დოღულუ 8-წლიანი ლოდინის შემდეგ მშობლები გახდნენ და მათ ვაჟი ეყოლათ.

ბოლო სიახლეები