კომპანია „ენკა“ საქართველოს სახელმწიფოთან არსებულ ხელშეკრულებას წყვეტს – 800-მილიონიანი ჰიდროელექტროსადგური აღარ აშენდება, – ინფორმაცია ამის შესახებ კომპანიის თურქულ ოფიცილურ ვებგვერზე გავრცელდა.
ამის მიზეზად დასახელებულია კონტრაქტში გათვალისწინებული პირობების დარღვევა და ფორსმაჟორული ვითარება.
„ენკას“ ქართულ წარმომადგენლობაში კომენტარს არ აკეთებენ, ასევე ჯერჯერობით უცნობია, ეკონომიკის სამინისტროს პოზიციაც. მანამდე კი შეფასება გაკეთდა მმართველ პარტიაში, სადაც თქვეს, რომ ეს ფაქტი ცუდი სიგნალი იქნება ინვესტორებისთვის, თუმცა ხელისუფლებას, ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის მიმართულებით დიდი გეგმები აქვს.
