სამშაბათი, აპრილი 1, 2025

კომისიამ პრაქტიკულად უკვე გამოაჩინა, რომ “ნაცმოძრაობა”, როგორც რეჟიმი, უკვე არ უნდა არსებობდეს, თუმცა, ამას ექნება სამართლებრივი პროცედურები კომისიის დასრულების შემდგომ – გურამ მაჭარაშვილი

საგამოძიებო კომისია 2003-12 წლებში, ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების შესაძლო დანაშაულების გამოძიებას მომავალი კვირიდან განაგრძობს. 2008 წლის აგვისტოს ომი და იქამდე ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება და ბიზნესრეკეტი – ეს ის ძირითადი მიმართულებებია, რომელსაც კანონმდებლები პარლამენტში შექმნილი კომისიის ფარგლებში იძიებენ.

დატვირთული იყო გასული კვირაც. საგამოძიებო კომისია სწავლობდა რატომ მივიდა ქვეყანა 2008 წლის ომამდე, ვინ გასცემდა ბრძანებებს და ვისი დავალებით მოქმედებდნენ სამხედრო და პოლიტიკური მაღალჩინოსნები – კომისიის წევრებმა ეს შეკითხვები ბოლო დღეებში ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებსა და სამხედროებს დაუსვეს.

შეფასებები თემაზე მმართველ გუნდში კეთდება – უმრავლესობაში აცხადებენ, რომ “ნაცმოძრაობა”, როგორც რეჟიმი, უკვე არ უნდა არსებობდეს, თუმცა იმასაც აღნიშნავენ, რომ საგამოძიებო კომისიის დასრულების შემდეგ, აუცილებლად წარიმართება სამართლებრივი პროცედურები.

“საზოგადოებამ კარგად ნახა, თუ რას წარმოადგენს “ნაციონალური მოძრაობა” როგორც რეჟიმი, რომელიც მართავდა 2003-2012 წლებში საქართველოს სახელმწიფოს, ალბათ საკითხი არ არსებობს, სადაც დანაშაულები არ აქვთ ჩადებული, არა მარტო განზრახ შეცდომებზეა საუბარი. საზოგადოებამ დაინახა ის თუ როგორ იყო ბიზნესის რეკეტი, საპატიმროებში როგორ ხდებოდა სახელისუფლებო უწყებებიდან, მათ შორის ბიზნესის დახმარებით, იგივე “თი ბი სი ბანკის” და ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმე, რომელიც პირდაპირ დაასახელეს და მტკიცებულებებიც არის ამასთან დაკავშირებით ბიზნესის რეკეტში. ომის თაობაზე, სადაც სამწუხაროდ საზოგადოებამ დაინახა ის თუ როგორ უგულებელყოფდა პოლიტიკური ხელმძღვანელობა საზოგადოების, მოსახლეობის უფლებებს.

რა თქმა უნდა, პოლიტიკური პასუხისმგებლობა პოლიტიკურ ხელმძღვანელებს აუცილებლად ექნება, ამ კომისიამ ეს პრაქტიკულად უკვე გამოაჩინა, რომ “ნაცმოძრაობა”, როგორც რეჟიმი, უკვე არ უნდა არსებობდეს. თუმცა, ამას, რა თქმა უნდა, ექნება სამართლებრივი პროცედურები კომისიის დასრულების შემდგომ”, – აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “ხალხის ძალა” თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

მე კატეგორიულად არ ვთანამშრომლობ და არ ვითანამშრომლებ არც ერთ ოფიციალურ სტრუქტურასთან – ელენე ხოშტარია

რატომ არ ითხოვს ელენე ხოშტარია, მისი თანაგუნდელები ან ადვოკატი წინასწარი დაკავების იზოლატორიდან ვიდეოჩანაწერებს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ სამი დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ხოშტარია დააკავეს და მან სოციალურ ქსელში სამართალდამცველების მხრიდან არაადამიანურ მოპყრობაზე ისაუბრა."ქართული ოცნების" შეფასებით, დადასტურდა, რომ ელენე ხოშტარიამ და მისმა მხარდამჭერებმა სიცრუე გაავრცელეს, რაც ვიდეომასალის ნახვის შემდეგ ცხადი გახდებოდა.საკითხთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ კომენტარი გააკეთა თავად ელენე ხოშტარიამაც - მისი განცხადებით, ის არცერთ ოფიციალურ სტრუქტურასთან არ ითანამშრომლებს."ადამიანის ღირსების დამამცირებელი მოპყრობის ფაქტი არ უარყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ საკუთარ განცხადებაში. მათ სცადეს, რომ ეს აეხსნათ რაღაცა ნივთიერების, ჩემი გამოწერილი წამლის სადღაც ექსპერტიზაზე წაღებას. მე კატეგორიულად არ ვთანამშრომლობ და არ ვითანამშრომლებ არც ერთ ოფიციალურ სტრუქტურასთან, არც სასამართლოსთან, არც შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, არც პარლამენტთან, არც კომისიასთან", - აცხადებს პარტიის "დროას" დამფუძნებელი, "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია.29 მარტს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა რომელშიც ნათქვამია, რომ იზოლატორში მოთავსების პროცედურები აღბეჭდილია ვიდეო-სამეთვალყურეო კამერებზე. დაინტერესების შემთხვევაში, შესაბამის ორგანოებსა და უფლებადამცველს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ არსებულ ვიდეოჩანაწერებს.

დღეიდან, თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია მხოლოდ სადა, სტანდარტული შეფუთვით იქნება ნებადართული

დღეიდან, საქართველოში, თამბაქოს ნაწარმი მხოლოდ სადა, სტანდარტული შეფუთვით გაიყიდება.კანონის თანახმად, ყველა ბრენდი ვალდებულია გამოიყენოს ერთიანი, სტანდარტული ფერის შეფუთვა, რომელზეც მითითებული იქნება მხოლოდ ბრენდისა და ქვესახეობის დასახელება, სამედიცინო გაფრთხილებებისა და სხვა აუცილებელი ინფორმაციის თანხლებით.თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზებული შეფუთვის გარეშე რეალიზაცია, თამბაქოს ნაწარმისა და მისი შეფუთვის სტანდარტიზების წესის დარღვევა 5 000 ლარის ოდენობით დაჯარიმდება.სიგარეტის ერთგვაროვანი შეფუთვის შესახებ რეგულაცია 2024 წლის 1-ლი ოქტომბრიდან მიიღეს და დღეიდან ის ძალაში შევიდა.

ჩემს მიმართ წარდგენილ ბრალში რა მუხლიც არ უნდა იყოს განსაზღვრული, ვერაფერი შემაცვლევინებს დამოკიდებულებას, რომ ქვეყანა არის მიტაცებული და გადასარჩენია – მამუკა ხაზარაძე

პროკურორმა ბრალი წამიყენა და, სავარაუდოდ, ხვალ სასამართლოზე გვეცოდინება, რას მოიცავს ეს ბრალეულობა, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.„პროკურორმა ბრალი წამიყენა და, სავარაუდოდ ხვალ სასამართლოზე გვეცოდინება, რას მოიცავს ეს ბრალეულობა. მინდა, კიდევ ერთხელ, ძალიან მკაფიოდ დავაფიქსირო, რომ ამ ბრალში რანაირი მუხლიც არ უნდა იყოს განსაზღვრული ან სასჯელი, ეს ვერანაირად ვერ შემაცვლევინებს იმ დამოკიდებულებას, რასაც ჰქვია, რომ ჩვენი ქვეყანა არის მიტაცებული, არჩევნები არის მიტაცებული, ქვეყანა არის გადასარჩენი, ის კომისია არის ცირკი და არა მარტო ცირკი, რომელიც დისკრედიტაციას უკეთებს ქვეყანას, მის ეროვნულ ინტერესებს, ჩვენს სამხედროებს და დაღუპულ გმირებს. ბრძოლა იქნება აბსოლუტურად ბოლომდე. ამ აზრს ვერავინ ვერ შემაცვლევინებს“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.მისი თქმით, ქვეყანა საჭიროებს სწრაფ გადატვირთვას, მოთხოვნა კი ძალაში რჩება – ახალი არჩევნები და ყველა იმ პოლიტპატიმრის, იმ ახალგაზრდა ბიჭების გათავისუფლება, რომლებიც დღეს საპყრობილეში იმყოფებიან.„მე არ ვაღიარებ არალეგიტიმურ პარლამენტს და მის მიერ შექმნილ ორგანოებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სახელმწიფო ორგანოებს არ ვაღიარებდე, რადგან მაშინ ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო არ უნდა აღიარო და არ უნდა დაემორჩილო კანონებს. ეს პარლამენტი არის არალეგიტიმური, მისი კომისია არის არალეგიტიმური. კომისია დაკავებულია ოპოზიციური პარტიის დისკრედიტაციით, კერძოდ ჩემი, ბადრი ჯაფარიძის და ჩვენი თანაგუნდელების. მიუხედავად იმისა, რომ ეს სასამართლო, პროკურატურა არის ბიძინა ივანიშვილის და მურუსიძის დაქვემდებარებაში, მზად ვარ, ნებისმიერ კითხვას გავცე პასუხი“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

„კოლექტიურ ნაცმოძრაობას” ყველაზე მეტად არ მოსწონს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომში მათი დანაშაულების და მოღალატეობრივი ქმედებების გამომზეურება ხდება“ – სოზარ სუბარი

"კოლექტიურ ნაცმოძრაობას" ყველაზე მეტად არ მოსწონს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომში მათი დანაშაულების და მოღალატეობრივი ქმედებების გამომზეურება ხდება," - ამის შესახებ "ხალხის ძალის" წევრმა, სოზარ სუბარმა პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე განაცხადა.მისი თქმით, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაზე გამოკითხული პირებისგან ნათლად გამოჩნდა, რომ არაუფლებამოსილი სამოქალაქო პირები უხეშად ერეოდნენ სამხედრო გადაწყვეტილებების მიღებაში.გენერალ მამუკა ყურაშვილის ახსნა-განმარტებიდან ნათლად გამოჩნდა, რომ არაუფლებამოსილი სამოქალაქო პირები, მათ შორის, გიგი უგულავა და არაერთი სხვა უხეშად ერეოდნენ სამხედრო გადაწყვეტილებების მიღებაში, რამაც გამოიწვია გაუმართლებელი მსხვერპლი.სხდომაზე გამოკითხულმა ორივე გენერალმა, მამუკა ყურაშვილმაც და ზაზა გოგავამაც, აბსოლუტურად გაუმართლებელი და სახელმწიფოებრივად დამაზიანებელი უწოდეს იმ ფაქტს, რომ მაშინდელი პარლამენტის 5 წევრმა (ოთხმა უმრავლესობიდან - "ნაციონალური მოძრაობიდან" და ერთმა ე.წ. "ოპოზიციიდან" გიორგი თარგამაძემ) სტრასბურგში ხელი მოაწერა ევროსაბჭოს რეზოლუციას 1633, რომლითაც ქართულ ჯარს, ქართველ გმირ ჯარისკაცებსა და ოფიცრებს დააბრალეს ომის დანაშაულის ჩადენა. სწორედ ჩვენი ხელისუფლების დამსახურება იყო რომ მოვახერხეთ ამ სასამართლოების მოგება," - აღნიშნა სოზარ სუბარმა.

მათ არ უნდოდათ ამ უხერხულ კითხვებზე პასუხის გაცემა… იძულებულნი გავხდით, ინფორმაცია მიგვეწოდებინა სამართალდამცავი ორგანოებისთვის – პაატა სალია ხაზარაძე-ჯაფარიძეზე

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, პაატა სალია "ძლიერი საქართველოს" თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძისთვის ბრალის წარდგენას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რადგან მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე არ გამოცხადდნენ, ეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს, შესაბამისად, კომისიამ ინფორმაცია მიაწოდა საგამოძიებო უწყებას."მოვისმინეთ ნათლად მათი მონაწილეობის შესახებ იმ მოქმედებების შესახებ, რაშიც პირდაპირ ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების ინტერესები იკვეთებოდა და ეს პირები გამოყენებულ იქნენ სწორედ კერძო პირის ქონების ხელში ჩაგდების მიზნით და საინტერესო იყო მათ ამაზე პასუხი გაეცათ, თუმცა თავის არიდების მთავარი მოტივი სწორედ იყო, რომ მათ არ უნდოდათ ამ უხერხულ კითხვებზე პასუხის გაცემა.კომისიაზე არ გამოცხადება, ასევე, განზრახ არასწორი ჩვენების მიცემა ან ჩვენებისაგან თავის არიდება იწვევს სისხლის სამართლით უპასუხისმგებლობას, შესაბამისად, ჩვენ იძულებულნი გავხდით, ინფორმაცია მიგვეწოდებინა სამართალდამცავი ორგანოებისთვის იმის თაობაზე, რომ აღნიშნული პირები არ გამოცხადდნენ კომისიის სხდომაზე," - აღნიშნა პაატა სალიამ.ცნობისთვის, "ძლიერი საქართველოს" თავმჯდომარეს, მამუკა ხაზარაძეს ბრალი წაუყენეს. საუბარია 349-ე მუხლზე, რაც დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას გულისხმობს და ითვალისწინებს ჯარიმას ან ერთ წლამდე პატიმრობას.საგამოძიებო უწყებაში მისვლამდე, მამუკა ხაზარაძემ საქალაქო სასამართლოში გამოკითხვის ოქმს ხელი მოაწერა. ხაზარაძე რამდენიმე დღის წინ მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოიკითხა. საქმე პროკურატურას მას შემდეგ გადაეცა, რაც მამუკა ხაზარაძემ უარი თქვა პარლამენტში შექმნილ საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობაზე.კომისიამ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე "მაგნატის" საქმის განხილვაზე დაიბარა, რომლის მფლობელიც აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" დროს, მას ბიზნესი წაართვეს, ეს კი დავით კეზერაშვილის დავალებით და "თი ბი სი" ბანკის ხელმძღვანელების მონაწილეობით მოხდა.

ბოლო სიახლეები