კობახიძე სააკაშვილზე: თუ ხვდებით, რა სისულელეებს ლაპარაკობს ეს კაცი – ბოტოქსის გარეშე რომ შეხედავდა ბურკინა-ფასოს პრეზიდენტი აღიარებდა აფხაზეთს?

Read Time:58 Second

მიხეილ სააკაშვილმა იმით დაასაბუთა კორუფციული სკანდალი შვილის დაფინანსებასთან დაკავშირებით, რომ მისი შვილი ნიჭიერია – ჩვენ ახლა შევაგროვებთ დეპუტატების ნიჭიერი ბავშვების სიას და დავაფინანსებთ თითოეულის სკოლის გადასახადს. სამარცხვინოა ეს ყველაფერი! – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა და აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილს უმძიმესი დანაშაულები აქვს ჩადენილი.

„ე.წ. პიჯაკების საქმეში უმძიმესი კორუფციული დანაშაულებია. მათ შორის, წავიკითხე, რომ ის შვილთან დაკავშირებით საუბრობდა და იმით დაასაბუთა კორუფციული სკანდალი შვილის დაფინანსებასთან დაკავშირებით, რომ მისი შვილი ნიჭიერია. ჩვენ ახლა შევაგროვებთ დეპუტატების ნიჭიერი ბავშვების სიას და დავაფინანსებთ თითოეულის სკოლის გადასახადს. სამარცხვინოა ეს ყველაფერი! მას უმძიმესი დანაშაულები აქვს ჩადენილი. აქედან გამომდინარე მან პასუხი უნდა აგოს ამ დანაშაულებზეც“,- აღნიშნავს კობახიძე.

კითხვაზე, როგორ შეაფასებს მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ „დავით აღმაშენებელს „გალობანი სინანულისანი“ არ წარმოუთქვამს თურქ-სელჩუკების ტყვეობაში, ამასთან ის პუტინის ტყვეობაში იმყოფება და რუსული პროკურატურის და სასამართლოს წინაშე ბოდიშს არ მოიხდის, კობახიძე პასუხობს: „თქვენ თუ ხვდებით რა სისულელეებს ლაპარაკობს ეს კაცი?! არ შემიძლია ამაზე მეტი კომენტარი გავაკეთო”.

ირაკლი კობახიძემ სააკაშვილის განცხადებაც შეაფასა, სადაც თქვა, რომ სახელმწიფოს ფული დაიხარჯა, რათა არ მომხდარიყო აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ ოკუპაციის ლეგიტიმაცია.

აღნიშნულზე კობახიძე დასძენს: „ამისთვის აფინანსებდა შვილის სკოლის ხარჯებს? კოსტიუმები და პიჯაკები მაგიტომ იყიდა? ბოტოქსი მაგიტომ დასჭირდა?! ბოტოქსის გარეშე რომ შეხედავდა ბურკინა-ფასოს პრეზიდენტი აღიარებდა აფხაზეთს?!“

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ყატარის ახლად დანიშნულ ელჩს, ჰასან ბინ აჰმედ ალ-მუტავას შეხვდა
Next post დავით ზალკალიანი – ენტონი ბლინკენს ვესაუბრე, რომ აუცილებელია, მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობა გაგრძელდეს და შეუქცევადი გახდეს მომავალშიც