უამრავი სპეკულაციური განცხადება კეთდება და რაღაც თემები არსებობს, რასთან დაკავშირებითაც, არ შეიძლება სცადო პოლიტიკური ქულის დაწერა ან ზოგადად სპეკულირება, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ,  შოვში, ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, არსებობს თემები, რომლის დახმარებითაც პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობა სირცხვილია. კობახიძემ მაგალითად მოიყვანა ნიკა გვარამიას განცხადება იმის შესახებ, თითქოს, 70-იან წლებში აშენებული კოტეჯები “ქართული ოცნების” მმართველობის დროს აშენდა.

“დღეს, მაგალითად, ნიკა გვარამიამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს კოტეჯებზე ნებართვები გასცა ჩვენმა ხელისუფლებამ, მაშინ, როდესაც 70-იანი წლებიდან დგას ეს კოტეჯები იქ. ასეთ ტყუილს რომ კადრულობ, იმისათვის, რომ პოლიტიკური ქულები დაიწერო, ეს სირცხვილია.
სტიქიაა, ადამიანები დაიღუპნენ და ამ დროს ცდილობ, რომ შენს პარტიას პოლიტიკური ქულები დაუწერო, სირცხვილია ეს ყველაფერი. ამაზე არ მინდა საერთოდ საუბარი.” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.