სამშაბათი, მარტი 10, 2026

კობახიძემ ლიტველებს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილე მიულოცა

ირაკლი კობახიძემ ლიტვას ისტორიული თარიღი მიულოცა და განაცხადა, რომ ქართველი ერს ლიტველი ხალხის მიმართ განსაკუთრებულად ემოციური დამოკიდებულება აქვს. პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ორ ერს საერთო ღირებულებები და საერთო ისტორია აკავშირებს, რაც მათ მეგობრობას კიდევ უფრო აძლიერებს. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ლიტვის სახელმწიფოებრიობის აღდგენის 100 წლისთავის აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.

ლიტვის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, გუშინ თბილისის ანძა ამ ქვეყნის დროშის ფერებში განათდა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი მამუკა კეკელია დღეს, ტყიბულში დაკრძალეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი მამუკა კეკელია დღეს, ტყიბულში დაკრძალეს.მანამდე, ტყიბულის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა, სადაც გარდაცვლილს პატივი მიაგეს და ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს საზოგადოების წარმომადგენლებმა, დაღუპულის მეგობრებმა და ახლობლებმა.მამუკა კეკელია უკრაინაში 2024 წლის 26 ოქტომბერს რუსეთ უკრაინას საომარი მდგომარეობის დროს ჭურვის აფეთქებას ემსხვერპლა.კეკელიას ცხედარი იდენტიფიცირების შემდეგ უკრაინიდან საქართველოში 6 მარტს გადმოასვენეს.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი – „მოსკოვის მექანიზმის“ ექსპერტების ვიზიტი და ჩვენი ვიზიტი ერთმანეთისგან უნდა გამოიყოს

ყველა მხარეს ვუთხარი, ეს ქართველებს შორის უნდა გადაწყდეს. თუ შეგვეძლება დახმარება, ყოველთვის აქ ვიქნებით, მაგრამ ეს ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, – ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, პერე ჟოან პონს სამპიეტრომ განაცხადა, რომლითაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, „რა იქნება ევროპელი პარტნიორების შემდეგი ნაბიჯები „ქართული ოცნების“ ანტიდემოკრატიული ქმედებების შესაჩერებლად?“.მისივე თქმით, „მოსკოვის მექანიზმის“ ექსპერტების ვიზიტი და მათი ვიზიტი ერთმანეთისგან უნდა განვასხვაოთ.„მოსკოვის მექანიზმთან“ დაკავშირებით მიმაჩნია, რომ ექსპერტების ვიზიტი და ჩვენი ვიზიტი ერთმანეთისგან უნდა გამოიყოს. რა თქმა უნდა, ეს დამთხვევაა და ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით. მოხსენებაზე წვდომა არ მაქვს. არ მინახავს, არსებობს თუ არა ახალი მოხსენება, რადგან ჩემთვის არავის უთქვამს, თუმცა გამოვიჩინოთ პატივისცემა მექანიზმისადმი. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ შევძელით ყველა მხარესთან ჩართულობა, შევძელით, პირდაპირ გამოგვეხატა ის, რაც ნამდვილად გვაქვს სათქმელი. დემოკრატია, არ აქვს მნიშვნელობა, რომელ ქვეყანაში, ჩვენი ორგანიზაციის ყველა, 57 წევრ სახელმწიფოში პოლიტიკურ კონკურენციას მოითხოვს. ეს საკითხიც დავაყენეთ პრემიერ-მინისტრთან და ყველა სხვა მხარესთან. აუცილებელია, ყველა პარტიას შეეძლოს არჩევნებში თავისუფლად მონაწილეობა “, – განაცხადა პერე ჟოან პონმა.

ისრაელმა თეირანზე შეტევის ახალი ტალღა დაიწყო, საპასუხოდ ირანი კატარსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს თავს დაესხა

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) განცხადებით, მათ ირანის დედაქალაქ თეირანზე თავდასხმების ახალ ტალღა დაიწყეს. ინფორმაციას ამის შესახებ „ფრანს პრესი“ ავრცელებს.მედიის ცნობით, თეირანში ორი აფეთქება მოხდა მას შემდეგ, რაც ისრაელის სამხედროებმა ქალაქზე თავდასხმები განაახლეს.„ბიბისის“ ინფორმაციით, თეირანზე განხორციელებული იერიშის საპასუხოდ ირანმა ისრაელზე, კატარსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებზე თავდასხმები განაახლა. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, თავდაცვითი სისტემები მათ გასანეიტრალებლად მოქმედებენ.არაბთა გაერთიანებული საამიროების თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ მათი საჰაერო თავდაცვა „ამჟამად რეაგირებს ირანიდან მომავალი რაკეტებისა და დრონების საფრთხეებზე“.ინფორმაციას ავრცელებს კატარის თავდაცვის სამინისტროც. მათი თქმით, შეიარაღებულმა ძალებმა ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული სარაკეტო თავდასხმა ჩაახშეს.

ირანის უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელი დონალდ ტრამპს მიმართავს – თქვენზე ძლიერებმაც კი ვერ შეძლეს ირანელი ერის განადგურება, თავს გაუფრთხილდით, თავს ნუ გაინადგურებთ

თავს გაუფრთხილდით, თავს ნუ გაინადგურებთ, – ასე მიმართავს ირანის უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელი, ალი ლარიჯანი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს.„ირანის აშურას ერს თქვენი ცარიელი მუქარის არ ეშინია. თქვენზე ძლიერებმაც კი ვერ შეძლეს ირანელი ერის განადგურება. თავს გაუფრთხილდით, თავს ნუ გაინადგურებთ“, – წერია ალი ლარიჯანის განცხადებაში.ირანის უსაფრთხოების საბჭოს ხელმძვანელი აზიარებს დონალდ ტრამპის განცხადებას, სადაც აშშ-ის პრეზიდენტი ირანს ოცჯერ ძლიერი დარტყმით ემუქრება, თუ თეირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის გადატანას შეზღუდავს. 

ევროპარლამენტარი ჰანა ნოიმანი – დონალდ ტრამპი 90 მილიონი ირანელის სიცოცხლით თამაშობს, ირანელები აშკარად უკეთესს იმსახურებენ

ევროპარლამენტის წევრი და ირანთან ურთიერთობების დელეგაციის თავმჯდომარე, ჰანა ნოიმანი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპი „90 მილიონი ირანელის სიცოცხლით თამაშობს“.ევროპარლამენტის წევრის თქმით, დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ დახმარება მომიტინგეებისთვის გზაში იყო, ვიდრე ის ამ ომს დაიწყებდა და საკმაოდ გაურკვეველია, რა არის მისი  მიზნები და სტრატეგია.„მე არ შემიძლია, მხარი დავუჭირო ომს, როდესაც არ ვიცი, რა არის სტრატეგია და ირანელები აშკარად უკეთესს იმსახურებენ“, – აღნიშნა ჰანა ნოიმანმა.ევროპარლამენტის წევრის თქმით, რეჟიმის შეცვლა მხოლოდ შიგნიდან შეიძლება მოხდეს, ირანის გარედან და შიგნიდან მყოფი ადამიანების ფართო კოალიციის მეშვეობით, რომლებიც წარმოადგენენ ქვეყნის მრავალფეროვნებას და შეუძლიათ ახალი ხედვის შემოთავაზება.„ვფიქრობ, ჩვენ ნამდვილად უნდა მოვუწოდოთ დეესკალაციისკენ. პირველ რიგში, უნდა ვიმუშაოთ სპარსეთის ყურის ქვეყნებთან ერთად. ეს ჩვენი ომი არ არის, მაგრამ შედეგებს უნდა გავუმკლავდეთ“, – აღნიშნა ჰანა ნოიმანმა.

ბოლო სიახლეები