ანიმაციური სტუდია Pixar-ი მულტფილმის გადაღებას გეგმავს, სადაც მთავარი გმირები კლუბ “ბარსელონას“ ფეხბურთელები იქნებიან. ინფორმაციას La Jugada Finaciera ავრცელებს. “ ამჟამად კატალონიელები ამერიკელ რეჟისორთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ. ამ გადაწყვეტილებით, მედიასივრცეში ბრენდის ცნობადობის გაზრდას იმედოვნებენ. მულტფილმის სიუჟეტის შესახებ დეტალები ჯერ არ ვრცელდება. “ბარსელონა ესპანეთის ჩემპიონატის ლიდერია. კატალონიურ კლუბს 57 ქულა აქვს, რითაც მადრიდის “ატლეტიკოს“ 11 ქულით უსწრებს.
კლუბ ბარსელონაზე მულტფილმს გადაიღებენ
„ბლუმბერგი“ – უნგრეთი ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელებაზე დათანხმდა
უნგრეთი ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელებაზე დათანხმდა, – ამის შესახებ „ბლუმბერგი“ წერს.როგორც გამოცემა აღნიშნავს, ევროკავშირი უნგრეთთან რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გასაგრძლებლად დათმობაზე წავიდა. გამოცემა წერს, რომ ბუდაპეშტი დათანხმდა სანქციების გახანგრძლივებას მას შემდეგ, რაც მათი მოთხოვნით სანქციების სიიდან სამი პირი ამოიღეს. ჯერჯერობით უცნობია, ვისზეა საუბარი.„ბლუმბერგის“ ინფორმაციით, 14 მარტამდე გაგრძელდება ე.წ. წერილობითი პროცედურა, რომელიც საშუალებას იძლევა, ექვსი თვით გაგრძელდეს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები. „ბლუმბერგი“ წერს, რომ სანქციების გაგრძელების შესახებ ოფიციალური განცხადების გაკეთების ბოლო ვადა 14 მარტია.
ჯაბა ბოჯგუა 44 წლის გახდებოდა-მომღერალი სამი წლის წინ, 12-წლიანი კომის შემდეგ გარდაიცვალა
13 მარტს ჯაბა ბოჯგუა 44 წლის გახდებოდა. მომღერალი სამი წლის წინ, 12-წლიანი კომის შემდეგ გარდაიცვალა. ჯაბას დედა, მანანა გვასალია არის ის ადამიანი, რომელიც ავადმყოფ შვილს, ამ წლების განმავლობაში გვერდიდან არ მოსცილებია.მიუხედავად უმძიმესი დიაგნოზისა, თავგანწირულ დედას მანამ სჯეროდა, რომ შეიძლებოდა ერთ დღეს ჯაბა გონზე მოსულიყო, ვიდრე მომღერლის ბებია არ გარდაიცვალა. ამ დღის შემდეგ, მომღერალმა, რომელიც წლები უგონო მდგომარეობაში იყო, წონაში კლება დაიწყო და მისი მდგომარეობა დამძიმდა.ჯაბა ბოჯგუა ციხეში ცუდად გახდომის შემდეგ, დედასთან და მოხუც ბებიასთან ერთად, წლები ერთოათახიან ნაქირავებ სახლში ცხოვრობდა. მანანა გვასალია ამბობს, რომ 12 წლის განმავლობაში საწოლში არ სძინებია...
ვოლოდიმირ ზელენსკი – მოვისმინეთ პუტინის ძალიან პროგნოზირებადი, მანიპულაციური სიტყვები, ის ფაქტობრივად უარს ამზადებს, პუტინს ეშინია, პირდაპირ უთხრას ტრამპს, რომ სურს ომის გაგრძელება
პუტინი ფაქტობრივად უარს ამზადებს, – ასე გამოეხმაურა ვოლოდიმირ ზელენსკი პუტინის განცხადებას ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით, სადაც რუსეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ რუსეთი ეთანხმება საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შეთავაზებებს, თუმცა არსებობს ნიუანსები.„ახლა ჩვენ ყველამ მოვისმინეთ რუსეთიდან ვლადიმერ პუტინის ძალიან პროგნოზირებადი, ძალიან მანიპულაციური სიტყვები ფრონტზე დუმილის იდეასთან დაკავშირებით – ის ფაქტობრივად უარს ამზადებს. პუტინს, რა თქმა უნდა, ეშინია, პირდაპირ უთხრას პრეზიდენტ ტრამპს, რომ მას სურს ამ ომის გაგრძელება, სურს უკრაინელების მოკვლა“, – განაცხადა ზელენსკიმ.უკრაინის პრეზიდენტის თქმით, პუტინი ამას ხშირად აკეთებს, ის პირდაპირ არ ამბობს „არას“, მაგრამ აკეთებს ისე, რომ „პრაქტიკულად, უბრალოდ აჭიანურებს ყველაფერს და ნორმალურ გადაწყვეტილებებს შეუძლებელს ხდის“. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ეს ყველაფერი კიდევ ერთი რუსული მანიპულაციაა.ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ამერიკულმა მხარემ განაცხადა ცეცხლის შეწყვეტის კონტროლისა და შემოწმების ორგანიზების მზადყოფნის შესახებ. უკრაინის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ამის უზრუნველყოფა რეალურად შესაძლებელია ამერიკული და ევროპული შესაძლებლობებით.„ჩვენ არ ვაყენებთ პირობებს, რომლებიც რამეს ართულებს. ამას რუსეთი აკეთებს. როგორც ყოველთვის ვამბობდით, ერთადერთი, ვინც ყველაფერს გააჭიანურებს, ერთადერთი, ვინც არაკონსტრუქციული იქნება – ეს რუსეთია. მათ სჭირდებათ ომი. პუტინმა მოიპარა მშვიდობის წლები და აგრძელებს ამ ომს ყოველდღიურად. ახლა მასზე ზეწოლაა საჭირო. საჭიროა სანქციების შემოღება, რომლებიც დაეხმარება. გავაგრძელებთ მუშაობას ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან, ევროპელ პარტნიორებთან, მსოფლიოში ყველასთან, ვისაც მშვიდობა სურს, რათა ვაიძულოთ რუსეთი ომის დასრულებისკენ“, - განაცხადა ზელენსკიმ.
23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ქარუმიძემ ვერცხლის, ბერიძემ და ჩილაშვილმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
ტირანაში მიმდინარე 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ხუთ წონით კატეგორიაში მედლები გათამაშდა. ფინალში დამარცხდა 18 წლის კობა ქარუმიძე (55 კგ) და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.ფინალურ ბლოკში რომეო ბერიძემ (63 კგ) და საბა ჩილაშვილმა (125 კგ) ბრინჯოას მედლები მოიპოვეს.დღესვე დარჩენილ ხუთ წონით კატეგორიაში ფინალისტები გამოვლინდნენ – 14 მარტს კონტინენტის პირველობაზე ოქროს მედლებისთვის დიმიტრი ხაჩიძე (60 კგ) და ანრი ხოზრევანიძე (67 კგ) იჭიდავებენ, მესამე ადგილისთვის იბრძოლებს ლუკა გაბისონია (97 კგ).აღსანიშნავია, რომ ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატს ქართველი მსაჯი, ზაზა ჯიბლაძე ემსახურება.
სომხეთის ნაკრების შემადგენლობა საქართველოსთან შეხვედრებისთვის ცნობილია
სომხეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ჯონ ვან’ტ სხიპმა საქართველოს ნაკრებთან ერთა ლიგის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა.ნიდერლანდელი სპეციალისტის თქმით, სხვადასხვა მიზეზის გამო გუნდს ედუარდ სპერციანი, ჰოვჰანეს არუთინიანი, ნორბერტო ბალეკიანი, ანდრე კალიშირი, ლუკას სელარიანი და ხორენ ბაირამიანი დააკლდებიან.სომხეთის ნაკრების შემადგენლობა:მეკარეები: ოგნიენ ჩანჩარევიჩი („ნოა“), არსენ ბეგლარიანი („ვანი“), ნეჰრი ავაღიანი („არარატ-არმენია“).მცველები: ვარაზდათ აროიანი („პიუნიკი“), ჰოვჰანეს ჰამბარცუმიანი („ნოა“), სერგეი მურადიანი („ნოა“), კამო ჰოვჰანისიანი („არარატ-არმენია“), ნაირ ტიკნიზიანი („ლოკომოტივი“ მოსკოვი), სტიოპა მკრტჩიანი („ოსიეკი“), გეორგი არუთინიანი („პუშკაშ აკადემია“), ედგარ გრიგორიანი („არარატ-არმენია“).ნახევარმცველები: ვაჰან ბიჩახჩიანი („ლეგია“), არტურ სერობიანი („შერიფი“), უგოჩუკვუ ივუ („რუბინი“), ნარეკ გრიგორიანი („ფარული“), არტაკ დაშიანი („ნოა“), სოლომონ უდო („პიუნიკი“), გორ მანველიანი („ნოა“).თავდამსხმელები: არტურ მირანიანი („კლუჟი“), ედგარ სევიკიანი („ლოკომოტივი“ მოსკოვი), ჰრანტ-ლეონ რანოსი („კაიზერსლაუტერნი“), ტიგრან ბარსეგიანი („სლოვანი“), ნიკოლას კალუკიანი („ურარტუ“).საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთთან პირველ მატჩს ერევანში 20 მარტს გამართავს, ხოლო მეტოქეს თბილისში, „დინამო არენაზე“ 23 მარტს უმასპინძლებს. გამარჯვების შემთხვევაში ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდი ერთა ლიგის B დივიზიონში ადგილს შეინარჩუნებს. ნაკრები მატჩებისთვის მზადებას 17 მარტიდან დაიწყებს.საქართველოსა და სომხეთის ეროვნული გუნდების შეხვედრებს პირდაპირ ეთერში პირველი არხი შემოგთავაზებთ.