ბზობას რუსული ძალების მიერ სუმში სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმა ყოველგვარ ზღვარს სცილდება. ათობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და დაიჭრა, – ამის შესახებ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, კიტ კელოგი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„როგორც ყოფილ სამხედრო ლიდერს, მესმის, ობიექტების მიზანში ამოღება და ეს არასწორია. სწორედ ამიტომ მუშაობს პრეზიდენტი ტრამპი ამ ომის დასასრულებლად“, – აცხადებს კელოგი.
შეგახსენებთ, დღეს დილით რუსებმა სუმზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 32 ადამიანი, 99 კი – დაშავდა.