კვირა, თებერვალი 2, 2025

კიტ კელოგი – აშშ-ს სურს უკრაინაში არჩევნების ჩატარება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მიღწეული იქნება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება

უკრაინის საკითხებში დონალდ ტრამპის არჩეულმა სპეციალურმა წარმომადგენელმა, გენერალმა კიტ კელოგმა განაცხადა, რომ აშშ-ს სურს უკრაინაში არჩევნების ჩატარება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მიღწეული იქნება შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.

კელოგის თქმით, უკრაინაში „უნდა ჩატარდეს“ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები, რაც უკრაინის კანონმდებლობით აკრძალულია საომარი მდგომარეობის დროს.

„დემოკრატიული ქვეყნების უმეტესობაში ომის დროს არჩევნები იმართება. მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, რომ ეს კარგია დემოკრატიისთვის. ეს არის ძლიერი დემოკრატიის სილამაზე, რომ გყავს ერთზე მეტი ადამიანი, რომელსაც შეუძლია პოტენციურად კენჭისყრა”, – აღნიშნა კელოგმა.

„როიტერის“ ცნობით, უკრაინაში არჩევნების ჩატარება ერთ-ერთი საკითხია, რომელსაც ტრამპის გარემოცვა უკრაინაში ომის დასრულების გეგმის კონტექსტში განიხილავს.

უკრაინის მთავრობის ორი წყაროს თანახმად, ტრამპის ადმინისტრაციას უკრაინული მხარისთვის ოფიციალურად ჯერ არ მიუმართავს საპრეზიდენტო არჩევნების 2025 წლის ბოლომდე ჩატარებასთან დაკავშირებით.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

„თქვენ არ დაიღლებით: შეხედეთ მასშტაბური პროტესტის 65-ე დღეს!“ – სალომე ზურაბიშვილი

"#პროტესტისაქართველოში მათთვის, ვინც შეიძლება ფიქრობდეს, რომ ქართველები, რომლებიც იცავენ თავიანთ მომავალს არა რუსეთში, არამედ ევროპაში, დაიღლებიან პროტესტით. არ იფიქროთ, რომ ეს ეგზისტენციალური ბრძოლაა. თქვენ არ დაიღლებით: შეხედეთ მასშტაბური პროტესტის 65-ე დღეს! - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ვოლოდიმირ ზელენსკი – სანქციების დარღვევა ომში თანამონაწილეობად უნდა განიხილებოდეს, სიცოცხლის განადგურებას ვინც ეხმარება, პასუხი უნდა აგოს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ სხვა ქვეყნების მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების დარღვევა უნდა განიხილებოდეს, როგორც უკრაინის წინააღმდეგ ომში თანამონაწილეობა. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში ისაუბრა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთი დამოუკიდებლად ვერ შეძლებდა უკრაინისთვის ასეთი ზიანის მიყენებას დარტყმებით, რომლებიც ყოველ ღამით ხორციელდება. „რუსეთის თითოეული „შაჰედი“, თითოეული რუსული რაკეტა, ეს არის სხვა ქვეყნების წარმოების კომპონენტები. რუსეთის ერთი ღამის დარტყმაში არის 165 დამრტყმელი ერთეული – „ისკანდერები“, „კალიბრები“’ და მკვლელობის სხვა საშუალებები, ეს არის ასობით და ათასობით კომპონენტი სხვა ქვეყნებიდან. ევროპის, ჩინეთის და ამერიკის ქვეყნებიც კი. ასეთი კრიტიკული კომპონენტების გარეშე რუსეთს არ ექნება არანაირი შესაძლებლობა, გაანადგუროს სხვა ერების სიცოცხლე. ამიტომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ სანქციები იყოს რეალურად ძლიერი და ისეთი, რომ მათი გვერდის ავლა შეუძლებელი იყოს ნებისმიერ გარემოებაში. არ უნდა დარჩეს რუსეთში თავდაცვითი წარმოებისთვის კრიტიკული კომპონენტების მიწოდების არცერთი გზა. სანქციების დარღვევა უნდა განიხილებოდეს, როგორც თანამონაწილეობა ომში და მან, ვინც ეხმარება სიცოცხლის განადგურებას, ამაზე პასუხი უნდა აგოს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

კაცი, რომელიც ,,გალერია თბილისში“ მეორე სართულიდან გადავარდა, გარდაიცვალა

კაცი, რომელიც ,,გალერია თბილისში“ მეორე სართულიდან გადავარდა, გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მას ხელში მობილური ეჭირა, მოაჯირი ვერ შენიშნა და მეორე სართულიდან გადავარდა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა იგი კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვენესუელა თანახმაა, აშშ-ში არალეგალურად მყოფი ვენესუელელი მიგრანტები უკან მიიღოს და მათი ტრანსპორტირება უზრუნველყოს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვენესუელა თანახმაა, უკან მიიღოს აშშ-ში არალეგალურად მყოფი ვენესუელელი მიგრანტები და უზრუნველყოს მათი ტრანსპორტირება. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში Truth Social-ში დაწერა. მანამდე, ცნობილი გახდა, რომ ნიკოლას მადუროსა და დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანს, რიჩარდ გრენელს შორის გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ვენესუელამ დაპატიმრებული ექვსი ამერიკელი გაათავისუფლა. „ძალიან კარგია ვენესუელიდან მძევლების სახლში დაბრუნება და ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ვენესუელა დათანხმდა, უკან ქვეყანაში მიიღოს ყველა ვენესუელელი არალეგალი უცხოელი, რომლებიც განთავსებული არიან შეერთებულ შტატებში, მათ შორის Tren de Aragua-ს დაჯგუფების წევრები. ვენესუელა ასევე დათანხმდა, უზრუნველყოს მათი უკან ტრანსპორტირების ხარჯები“, – წერს აშშ-ის პრეზიდენტი. მისი თქმით, აშშ-ში მიმდინარეობს უკანონოდ მყოფი იმიგრანტების რეკორდული რაოდენობის უკან გაბრუნების პროცესი და ყველა ქვეყანა დათანხმდა, მიიღოს ისინი უკან. „გარდა ამისა, კრიმინალთა რეკორდული რაოდენობა გაძევებულია ჩვენი ქვეყნიდან და სასაზღვრო მაჩვენებლები ყველაზე მაღალია ტრამპის ადმინისტრაციის პირველი ვადის შემდეგ“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

დუშეთისკენ მიმავალ გზაზე, ალპურ ზონაში ხანძარია

დუშეთისკენ მიმავალ გზაზე, ალპურ ზონაში ხანძარია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ცეცხლი დასახლებული პუნქტიდან მოშორებით, ბალახს უკიდია. მათივე ცნობით, ადგილზე მეხანძრე მაშველები მუშაობენ.

ბოლო სიახლეები