დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების მოწოდებით გამოდის.
ამის შესახებ კირ სტარმერმა პარიზში ე.წ. მსურველთა კოალიციის წევრების შეხვედრაზე განაცხადა, რომლის ფარგლებშიც ის უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.
„ახლა არ არის სანქციების მოხსნის დრო. პირიქით, ჩვენ განვიხილეთ, როგორ შეგვიძლია, გავაძლიეროთ სანქციები, რათა მხარი დავუჭიროთ აშშ-ს ინიციატივას რუსეთის მოლაპარაკების მაგიდასთან მოსაყვანად ამ ქვეყნების ჯგუფის მხრიდან შემდგომი ზეწოლის გზით“, – განაცხადა კირ სტარმერმა.