ჟურნალისტი ელისო კილაძე აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქართული პოლიტიკიდან წასვლის სანაცვლოდ ვაჭრობას არ აპირებს.
მისივე თქმით, სააკაშვილი პოლიტიკიდან თავისი სიცოცხლის გადასარჩენად დისტანცირდა.
„მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკიდან მისი წასვლის სანაცვლოდ არავისთან ვაჭრობას არ აპირებს. ქართული პოლიტიკიდან მისი დისტანცირება მისი სიცოცხლის გადასარჩენად გაკეთებული არჩევანია. ფიზიკურად არ შეუძლია მას, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებულ ინტრიგებსა და გარჩევებში მონაწილეობა მიიღოს, უფრო მეტიც, მან ადვოკატებს სთხოვა და მეც გამომიგზავნა წერილი, რომ პროცესამდე პოლიტიკურ განხილვებში არ უნდა შევიდეთ და მხოლოდ სამართლებრივ საკითხებზე უნდა იყოს მსჯელობა საჯარო ეთერებში“, – განაცხადა კილაძემ „ტვ პირველის“ ეთერში