შაბათი, მაისი 10, 2025

კიდევ რა მძიმე კადრებს ასახავს მეგის ქარდავას სახლში ნაპოვნი კადრები – ყოფილ მაღალჩინოსანს შესაძლოა ახალი ბრალი წაუყენონ

გამოკითხვაზე უარია. 11 საქმეზე ბრალდებული და რამდენიმეზე უკვე მსჯავრდებული მეგის ქარდავა თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს და გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარს ამბობს. პროკურორებისა და ადვოკატის ვიზიტი რუსთავის ციხეში დღეს ხანმოკლე აღმოჩნდა. სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ უფროსთან კითხვები იმ ვიდეო ჩანაწერთან დაკავშირებით არსებობს, რომელშიც 2011 წელს პატიმრის მიმართ არაადამიანური მოპყრობაა ასახული და რომელშიც მეგის ქარდავა, ძებნაში მყოფ ალექსანდრე მუხაძესთან ერთად ჩანს. პროკურატურა ამტკიცებს, რომ ეს ვიდეო-კადრები კიევში ქარდავას სახლიდანაა ამოღებული. თავად პატიმარი კი სოციალურ ქსელში წერს, რომ მის სახლში ჩხრეკა არ ჩატარებულა.

წამება გაუპატიურება და ჩვენების იძულება – ასეთია ჩანაწერების შინაარსი, რომელიც პროკურატურის ინფორმაციით, მეგის ქარდავას სახლის ჩხრეკის დროს უკრაინელმა სამართალდამცველებმა ამოიღეს. გამოძიების მტკიცებით, მძიმე შინაარსის ჩანაწერების ნაწილი საქართველოში ექსტრადირებული მეგის ქარდავასთვის უკვე წარდგენილ ბრალდებებს ამყარებს. თუმცა არ არის გამორიცხული, ყოფილ მაღალჩინოსანს ახალი ბრალიც წაუყენონ.

უკრაინიდან მიღებული მასალების შესწავლის შემდეგ გახდება ცნობილი, დაემატება თუ არა მეგის ქარდავას ბრალდებების ნუსხას ახალი საქმე. მის წინააღმდეგ, უკვე დამდგარი განაჩენების საფუძველზე, მისი 9 წლიანი სასჯელის ათვლა 17 სექტემბერს, საქართველოში ექსტრადირების დღეს დაიწყო.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ყოფილი იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებარე შენობა ჩამოინგრა

ყოფილი იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებარე შენობა ჩამოინგრა. ჩამოშლილია შენობაზე არსებული რკინის კონსტრუქციები.

არის კონსერვატიზმის რაღაცები, რომელსაც სრულად ვიზიარებ – ენა, ცეკვა, სიმღერა, რაც ქართველებმა შევქმენით და მივეცით სამყაროს, ყველაფრის ფანატი ვარ – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

"კომუნისტების დროს სახეცვლილი და გაბაიბურებული რაღაცები არ მომწონს, რომელსაც ვითომ ქართულ ტრადიციებს ეძახიან და არაფერი ქართული სინამდვილეში იმაში არ არის და ის რაც მართლა ჩვენია, მართლა ღირებულია და მართლა მნიშვნელოვანია მგონია, რომ კბილებით უნდა დავიცვათ," - ამის შესახებ ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ პოლიტიკურ პოდკასტში ისაუბრა.როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, რაღაცებში ის კონსერვატორია."რაღაცებში კონსერვატორი ვარ. მე ვასწავლი პოლიტიკურ იდეოლოგიებს. ამიტომ, ამ იდეოლოგიებში ჩახედული ვარ მეტ-ნაკლებად და არის კონსერვატიზმის რაღაცები, სრულად ვიზიარებ. საქართველოს შემთხვევაში, ენა, ცეკვა სიმღერა, ვეფხისტყაოსანი, მართლა რაც ქართველებმა შევქმენით და მივეცით სამყაროს, ყველაფრის ფანატი ვარ. ის, რომ 101-ე ბატალიონის ქუდი მახურავს, არაფერს ცვლის," - განაცხადა ჯაფარიძემ.

სამწუხაროა, ევროკავშირის საელჩომ ისე ჩაატარა ევროპის დღის ღონისძიება, ერთი სიტყვითაც არ მიულოცა ქართველ ხალხს, ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების მე-80 წლისთავი, რომელიც ჩვენმა საზოგადოებამ გუშინ...

სამწუხაროა, რომ ევროკავშირის საელჩომ ისე ჩაატარა ევროპის დღის ღონისძიება, რომ ერთი სიტყვითაც არ მიულოცა ქართველ ხალხს, ჩვენს ომის ვეტერანებს 9 მაისი და ფაშიზმზე გამარჯვების მე-80 წლისთავი, რომელიც ჩვენმა საზოგადოებამ გუშინ აღნიშნა, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.როგორც ის აღნიშნავს, ევროპის დღის და ფაშიზმზე გამარჯვების აღნიშვნა ერთმანეთს არ უნდა გამორიცხავდეს.,,სამწუხაროა, რომ ევროკავშირის საელჩომ ისე ჩაატარა ევროპის დღის ღონისძიება, რომ ერთი სიტყვითაც არ მიულოცა ქართველ ხალხს, ჩვენს ომის ვეტერანებს 9 მაისი და ფაშიზმზე გამარჯვების მე-80 წლისთავი, რომელიც ჩვენმა საზოგადოებამ გუშინ აღნიშნა.ბრძოლის ველზე 300 000 დაცემული ქართველი გმირით, საქართველომ ნაციზმის დამარცხებისთვის დიდი მსხვერპლი გაიღო. რომ არა ეს ბრძოლა, ევროპა დღეს ვერ იქნებოდა ისეთი, როგორიც არის. რომ არა ეს მსხვერპლი, არ იქნებოდა არც ევროკავშირი და არც ევროპის დღე.ევროპის დღის და ფაშიზმზე გამარჯვების აღნიშვნა ერთმანეთს არ უნდა გამორიცხავდეს. პირიქით, სწორედ ფაშიზმის დამარცხებამ შექმნა დღევანდელი ევროპა. ძალიან ცუდია, თუკი ამ დღის დემონსტრაციული იგნორირება, ერთის მეორით ჩანაცვლებას ემსახურება.საერთო მეხსიერება არის ის, რაც ჩვენს კონტინეტს ცივილიზაციად აქცევს. ჭეშმარიტი ევროპა წარსულის დაფასებაშია,” - წერს პაპუაშვილი.

თბილისში ავარიას 31 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა

გლ­დან­ში, ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას ახალ­გაზ­რდა ბიჭი ემსხვერ­პლა. შემ­თხვე­ვა გამ­თე­ნი­ი­სას მოხ­და. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ავ­ტო­მო­ბი­ლი მო­პედს შე­ე­ჯა­ხა. და­ი­ღუ­პა კუ­რი­ე­რი, რო­მე­ლიც მო­პედს მარ­თავ­და.გარ­დაც­ვლი­ლია 31 წლის შაკო შა­რა­ბი­ძე.ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ავ­ტო­მო­ბილს არას­რულ­წლოვ­ნე­ბი მარ­თავ­დნენ.

მექსიკა Google-ს “მექსიკის ყურის” ამერიკის ყურედ” ჩანაცვლებისთვის სასამართლოში უჩივის

მექსიკის პრეზიდენტმა კლაუდია შეინბაუმმა განაცხადა, რომ ქვეყანამ Google-ს სასამართლოში უჩივლა იმის გამო, რომ კომპანიამ რუკებში "მექსიკის ყურე" "ამერიკის ყურეთი" ჩაანაცვლა, მიუხედავად მექსიკის მოთხოვნისა, ეს არ გაეკეთებინა. Google ამტკიცებს, რომ სახელის შეცვლა მხოლოდ აშშ-ის მომხმარებლებზე ვრცელდება და სხვა ქვეყნებში სახელწოდება უცვლელი დარჩება. მექსიკის პოზიციით, აშშ არ ფლობს უფლებას, შეცვალოს მთელი ყურის სახელი.აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ, რესპუბლიკელების ინიციატივით, ოფიციალურად დაუჭირა მხარი სახელის შეცვლას. აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი პრეზიდენტობის პირველივე დღიდან აცხადებდა, რომ ყურეს სახელი უნდა გადარქმეოდა.საგულისხმოა, რომ Associated Press-მა უარი თქვა სახელწოდება "ამერიკის ყურეს" გამოყენებაზე, რაც თეთრ სახლთან დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ბოლო სიახლეები