დედამიწის ოკეანეების 55%-ზე მეტი ინდუსტრიული ექსპლოატაციას ექვემდებარება. სამეცნიერო ჟურნალის, sciencemag-ის ინფორმაციით, თანამედროვე მსოფლიოში თევზჭერის არეალი სოფლის მეურნეობის ფართობს 4-ჯერ აღემატება.
თევზჭერის შესახებ კვლევა სპეციალური კომპიუტერული პროგრამებით, მსოფლიოდან მიღებული 22 მილიარდი საიდენტიფიკაციო შეტყობინების გაანალიზებით ჩაატარეს.
შედეგები მკვლევარებისთვის გასაოცარი აღმოჩნდა, რადგან მსოფლიოში ზღვის პროდუქტების წილი ადამიანის საკვებ რაციონში მხოლოდ 1.2%-ს შეადგენს.
თევზჭერის მრეწველობაში უპირობო ლიდერია ჩინეთი. რეტინგში მას მოსდევს ტაივანი, ესპანეთი, იტალია, საფრანგეთი, იაპონია და რუსეთი.