ირანში გუშინ დაგეგმილი 800 ადამიანის სიკვდილით დასჯა არ შედგა, ტრამპი ყურადღებით აკვირდება სიტუაციას და ყველა ვარიანტი ისევ მაგიდაზეა, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კეროლაინ ლევიტმა განაცხადა.
ლევიტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ ირანში მკვლელობები გაგრძელდება, ამას მძიმე შედეგები მოჰყვება.
„პრეზიდენტმა და მისმა გუნდმა ირანის რეჟიმს აცნობეს, რომ თუ მკვლელობები გაგრძელდება, ამას მძიმე შედეგები მოჰყვება“, – განაცხადა ლევიტმა.
მისივე თქმით, ტრამპმა რეჟიმისგან შეტყობინება მიიღო, რომ „მკვლელობები და სიკვდილით დასჯა“ შეწყდებოდა.
„პრეზიდენტმა დღეს მიიღო ინფორმაცია, რომ გუშინ დაგეგმილი 800 ადამიანის სიკვდილით დასჯა არ შესრულდა. პრეზიდენტი და მისი გუნდი ყურადღებით აკვირდებიან სიტუაციას და პრეზიდენტისთვის ყველა ვარიანტი კვლავ მაგიდაზეა“, – განაცხადა ლევიტმა.

