დონალდ ტრამპი სრულ ნდობას უცხადებს თავის ეროვნული უსაფრთხოების გუნდს, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა განაცხადა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ ჯგუფურ ჩატში, სადაც სამხედრო გეგმებს განიხილავდნენ, შემთხვევით ჟურნალისტი დაამატა.
ლევიტის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კვლავ ენდობა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველს, მაიკ უოლცს.
„როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა, „ჰუსიტებზე“ განხორციელებული თავდასხმები ძალიან წარმატებული და ეფექტური იყო. პრეზიდენტი ტრამპი კვლავ სრულ ნდობას უცხადებს თავის ეროვნული უსაფრთხოების გუნდს, მათ შორის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველს, მაიკ უოლცს“, – აღნიშნა ლევიტმა.