23 იანვარს კეკელიძის ქუჩაზე ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლების დროს დაკავებული გიორგი ხასაია და აკაკი ჩიქობავა 3000-3000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. თბილისი საქალაქო სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილება დღევანდელ სხდომაზე მიიღო. მანამდე, მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ჰქონდათ შეფარდებული.
შეგახსენებთ, გიორგი ხასაია და აკაკი ჩიქობავას ბრალად ედებათ აღსრულების ეროვნული ბიუროს კუთვნილი ავტომობილის დაზიანება. მანქანის შუშების ჩამტვრევის ფაქტზე, მათ 3-იდან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.