შემთხვევა თელავის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მოხდა.
საქმე მას შემდეგ გახმაურდა, როდესაც შვილს ბებიაზე ძალადობის დროს მამამ შეუსწრო, რის შემდეგაც ხანდაზმულმა შეძლო და მომხდარის შესახებ პოლიციას შეატყობინა.
“მთელი სოფელი შოკშია. ამ ბიჭს ბოლო რამდენიმე წელია ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა, თუმცა ამას თუ გააკეთებდა ვერავინ წარმოვიდგენდით”- ამბობენ თანასოფლელები.
საქმეზე გამოძიება გაუპატიურების მუხლით დაიწყო.
მამაკაცს თელავის რაიონულმა სასამართლომ წინასწარი პატიმრობა დღეს შეუფარდა.