კახეთში 200 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა და მევენახეებმა მოსავლით რეალიზაციით 204 მლნ ლარი მიიღეს

Read Time:53 Second

28 სექტემბრის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავებული ყურძნის რაოდენობამ 200 ათას ტონას მიაღწია, რაც 20 ათასი ტონით მეტია გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე, – ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

„რთველი 2020“-ის ფარგლებში, დღეის მდგომარეობით ყურძენი ღვინის საწარმოებს 21 ათასამდე მევენახემ ჩააბარა. რეალიზებული ყურძნის ღირებულება 204 მლნ ლარს აღწევს.

გადამუშავებულ ყურძენს შორის 142 ათასი ტონა რქაწითელი, 48 ათასი ტონა საფერავი, 3,4 ათასი ტონა კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. რთველის დაწყებიდან ყურძნის გადამუშავების პროცესში 165 ღვინის საწარმო იყო ჩართული. დღეღამური გადამუშავების მაჩვენებელი 8 ათასი ტონის ფარგლებშია.

„აქტიური რთველი ამ ეტაპზე საგარეჯოში გადაინაცვლებს, ხოლო დანარჩენ მუნიციპალიტეტებში რთველის ინტენსივობა უკვე თანდათან მოიკლებს. მიმდინარე წელს, COVID-19 პანდემიის შედეგად დაზარალებული მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდასაჭერად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, რქაწითელისა და კახური მწვანის ჯიშის ყურძნის სუბსიდირება განხორციელდება.

სუბსიდიას მიიღებს ღვინის კომპანია, რომელიც შეისყიდის და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ, არანაკლებ 1000 ტონა რქაწითელის ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს. ამასთან, შესყიდულ 1 კგ ყურძენში ყურძნის ჩამბარებელს გადაუხდის, არანაკლებ 0,80 ლარს. 1 კგ ყურძნის შესყიდვისას, ღვინის კომპანიებზე გაიცემა სუბსიდია: 1 კგ რქაწითელზე და 1 კგ კახურ მწვანეზე – 0,30 ლარი,“ – აღნიშნულია სააგენტოს მიერ გვარცელებულ ინფორმაციაში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გოჩა ენუქიძე დღეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ნამანევის თემის მოსახლეობას შეხვდა
Next post ამირან გამყრელიძე: ბევრი რამეა მედიაზე დამოკიდებული, რომ პანიკა არ შეიქმნას