კახეთში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანია. თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევა საგარეჯოს გზაზე მოხდა.
ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და სატვირთო მანქანა შეეჯახნენ. მცირეწლოვანი ბავშვი, შუახნის მძღოლი და ორი ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
შემთხვევის ადგილას სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები და სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებულნი.