ვადგავართ სწორ გზას და ამ გზით ძალიან მალე შევძლებთ, იმას მივაღწიოთ, რაც დიდი ხნის სურვილია და ნატოს წევრები გავხდეთ, – ამის შესახებ საპარლამენტპ უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კუჭავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომელმაც ნატოს გენერალური მდივნის მხრიდან საქქართველოს მისამართით გაკეთებული გზავნილები შეაფასა.
„ნატოს გენერალური მდივნის მხრიდან ძალიან მკაფიო გზავნილები და მაღალი შეფასებები მოვისმინეთ. პირველ რიგში, ეს ეხებოდა იმ მჭიდრო თანამშრომლობას, რითაც თავადაც ამაყობს. ვადგავართ სწორ გზას და ამ გზით ძალიან მალე შევძლებთ, იმას მივაღწიოთ, რაც დიდი ხნის სურვილია და ნატოს წევრები გავხდეთ. დარწმუნებული ვარ, ორი დღის განმავლობაში, მაღალი დონის შეხვედრებისგან საინტერესო და პოზიტიურ გზავნილებს მივიღებთ. მოლოდინი იმის თაობაზე, რომ საქართველოში დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს, ძალიან მაღალია პარტნიორების მხრიდან. ბევრჯერ დავამტკიცეთ, რომ შეგვწევს უნარი თავისუფალი არჩევნების ჩატარების. ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა. არაერთხელ გვითქვამს, რომ მაქსიმუმი კეთდება იმისთვის, რომ საქართველო ამ თვალსაზრისით გამორჩეული კიდევ ერთხელ იყოს. დარწმუნებული ვარ, ქვეყანა და ხელისუფლება ამ გამოცდასაც ღირსეულად ჩააბარებს. ევროპაში მეგობრებისთვის სანდო და სამაგალითო პარტნიორი ვართ და ეს მოლოდინიც ბუნებრივია“, – განაცხადა კახა კუჭავამ.
დღეს, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში შეხვდა.