უძველესი, ბრილის ცივილიზაცია, ზოფხითურასა და რიონის შესართავთან ნაპოვნი არტეფაქტები ადასტურებს, რამდენად ძლიერი იყო ონის მუნიციპალიტეტი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ ონში, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის წარდგენაზე განაცხადა.
„საათობით შემიძლია ვისაუბრო ზემო რაჭაზე, ონის მუნიციპალიტეტზე, იმ სილამაზეზე, რომელიც ფეხით რამდენჯერმე მაქვს მოვლილი. თუმცა, ერთ მნიშვნელოვან ფაქტს და საკითხს აუცილებლად ვახსენებ. ბრილის უძველესი ცივილიზაცია სწორედ აქედან მოდის. ზოფხიდურას და რიონის შესართავთან ნაპოვნია წარმოუდგენელი არტეფაქტები, რომელიც ადასტურებს, რომ ძველ წელთაღრიცხვამდე ათასწლეულების წინ, ეგვიპტესთან იყო პირდაპირი ვაჭრობა”, – განაცხადა კუჭავამ.