ოთხშაბათი, ოქტომბერი 22, 2025

კახა კუჭავა: სტრატეგიული პარტნიორები საქართველოს აღიქვამენ როგორც სამაგალითო ქვეყანას

 

„ბოლო პერიოდში მრავალი ისეთი მოვლენა განვითარდა, რაც გვაძლევს ძალიან საინტერესო ანალიზის საშუალებას. საბოლოო ჯამში, მივდივართ იმ წერტილამდე, რომ გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები პირადი პოლიტიკური მიზნებისთვის ცდილობენ ქვეყნებს შორის, სტრატეგიულ პარტნიორებს შორის, ურთიერთობა დააზიანონ. ერთ-ერთი ამის მიზეზი არის ტყუილი. არ შეიძლება ისინი ვერ ხვდებოდნენ და არ იცოდნენ, რომ ტყუილს აქვს ძალიან მოკლევადიანი ეფექტი. თუმცა მაინც მიდიან ამ ნაბიჯზე, რაც ძალიან სამწუხაროა“, -განაცხადა პარლამენტის ვიცე-სიკერმა კახა კუჭავამ ტვ „იმედის“ ეთერში.
მისი თქმით, არჩევნებამდე იქნება გარკვეული მცდელობები იმისა, რომ ლობისტების გამოყენებით ოპოზიციამ შეძლოს ვიღაცების ტყუილში დარწმუნება. „მაგრამ აქაც კი ბევრი შეცდომა მოსდით. კონგრესმენი მალინი არის კომპანია ,,ფრონტერას“ რეგისტრირებული ლობისტი. წერილში ძალიან მარტივი ფაქტობრივი შეცდომა გაეპარათ. ოპოზიციამ არ მისცა ხმა საარჩევნო ცვლილებებს და ის რომ არ გასულიყო, ექნებოდათ სალაპარაკო, რომ ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო საარჩევნო ცვლილებების მიღება. დღეს იმაზე საუბარი, რომ ცვლილებები არ განხორციელებულა არარელევანტურია. პარალელურ რეჟიმში სახელმწიფო მდივანი აკეთებს კომპლიმენტს და აქებს პრემიერს იმ განხორციელებული ცვლილებებისთვის, რომელმაც საარჩევნო სისტემა კიდევ უფრო დემოკრატიული გახადა. ჩვენ პირნათლად ვასრულებთ იმ ვალდებულებებს, რომელიც ავიღეთ. დარწმუნებული ვართ, არჩევნებს ჩავატარებთ იმ სტანდარტებით, რომელიც საშუალებას მოგვცემს, კიდევ ვიამაყოთ მისი მსვლელობით, შედეგებით და პროცესით“, – აღნიშნა კახა კუჭავამ. მისი თქმით, საქართველო წარმოადგენს უპირობო ლიდერს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის. „საქართველო არის ის მაგალითი, რომელზეც სხვებს ეუბნებიან, რომ აი, ასე უნდა განახორციელო რეფორმები, ასე უნდა შეძლო დემოკრატიის გამყარება, მათ შორის, ინსტიტუციურ დონეზე, და ეს არის წარმატების ხაზგასმა და ყველასთვის ჩვენება“, – განაცხადა ვიცე-სპიკერმა. მისი თქმით, საერთაშორისო პარტნიორებისთვის ყოველთვის იყო და იქნება მაღალი მოლოდინი საქართველოს მიმართ. „ამ მოლოდინზე ხაზგასმა, რომ იმედი აქვთ, საქართველოში მაღალი დონის არჩევნები ჩატარდება, ჩემი აზრით, არის ძალიან კარგი, რადგან სტრატეგიული პარტნიორი და სხვა პარტნიორები საქართველოს აღგვიქვამენ როგორც სამაგალითოს და აქვთ მოლოდინი, რომ კიდევ უფრო კარგი მაგალითი ვიქნებით“, -აღნიშნა კახა კუჭავამ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

პარიზის პროკურატურის ინფორმაციით, ნიკოლა სარკოზის მიმართ მკვლელობის მუქარის გამო სამი პატიმრის მიმართ გამოძიება დაიწყო

პარიზის პროკურატურამ დაადასტურა, რომ საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის მიმართ მკვლელობის მუქარის გამო სამი პატიმრის მიმართ გამოძიება დაიწყო.„ჩატარდა ადმინისტრაციული ჩხრეკა“, – განაცხადეს პროკურატურაში.მანამდე სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ისმის, როგორ ემუქრება სარკოზის მკვლელობით ლა სანტეს ციხის პატიმარი.საქმეზე გამოძიება „მკვლელობის მუქარის“ მუხლით დაიწყო. გამოძიების ფარგლებში ამოღებულია ორი მობილური ტელეფონი.საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს, ნიკოლა სარკოზის ორი შეიარაღებული პოლიციელი იცავს, რომლებიც 12 საათში ერთხელ იცვლებიან.ცნობისთვის, პარიზის სასამართლომ 25 სექტემბერს ნიკოლა სარკოზი დამნაშავედ ცნო დანაშაულებრივ შეთქმულებაში, მუამარ კადაფისგან მილიონობით ევროს უკანონო დაფინანსების მიღების მცდელობის საქმის ფარგლებში. ამასთან, სასამართლომ იგი სხვა ბრალდებებში, მათ შორის კორუფციაში მონაწილეობისა და საარჩევნო კამპანიის უკანონო დაფინანსების საქმეებზე გაამართლა. სარკოზი საფრანგეთის პრეზიდენტის თანამდებობას 2007-2012 წლებში იკავებდა.

2008 წლის აგვისტოს ომის დროს, მიხეილ სააკაშვილი დაკავებული იყო საკუთარი დედისთვის ქონების გადაცემით – შალვა პაპუაშვილი

„2008 წლის აგვისტოს ომის დროს, მიხეილ სააკაშვილი დაკავებული იყო საკუთარი დედისთვის ქონების გადაცემით“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.

შალვა პაპუაშვილი-საკმარისი დრო იყო, რომ ბრიუსელი გამიჯვნოდა ძალადობას, საკმარისი დრო იყო, რომ ბრიუსელს დაეგმო პრეზიდენტის სასახლეზე ძალადობრივი შტურმი

„საკმარისი დრო იყო, რომ ბრიუსელი გამიჯვნოდა ძალადობას, საკმარისი დრო იყო, რომ ბრიუსელს დაეგმო პრეზიდენტის სასახლეზე ძალადობრივი შტურმი “,  -  ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.„მათ ეს არ გააკეთეს და ფაქტია, რომ  არ გააკეთეს განზრახ, ვინაიდან ეს არ დაგმობა არის მოწონება და წახალისება შემდგომი ძალადობის. ასე უნდა გავიგოთ ეს. სამწუხარო რეალობაა, მაგრამ ჩვენ, ქართველებმა ამ რეალობას უნდა შევხედოთ და ისე მივიღოთ, რომ დღეს ბრიუსელის სხვადასხვა სტურქტურები საქართველოში ძალადობას ახალისებენ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი საგამოძიებო უწყებაში მოწმის სახით დაიკითხა და დეტალებზე უახლოეს დღეებში თავად ღარიბაშვილი გააკეთებს განცხადებას

ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი ლილი გელაშვილი აცხადებს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი საგამოძიებო უწყებაში მოწმის სახით დაიკითხა.მისივე თქმით, უახლოეს დღეებში თავად ირაკლი ღარიბაშვილი და მისი უფლებადამცველები გააკეთებენ განცხადებას.„გამოძიების ამ ეტაპზე, რადგან ირაკლი ღარიბაშვილს არც ბრალი აქვს წარდგენილი და არც ბრალდებული ყოფილა, მე საქმის მასალებსაც არ ვიცნობ. მხოლოდ მოწმის სახით გამოიკითხა და მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ მან გამოძიების მხრიდან დასმულ კითხვებს გასცა პასუხი, ახსნა გარკვეული დეტალები. სხვა დეტალებზე ისევ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ამ ეტაპზე არ გავაკეთებთ კომენტარს.გააჩნია, რა ნაბიჯი იქნება გადმოდგმული ბრალდების მხრიდან, ვფიქრობ, უახლოეს დღეებში ირაკლი ღარიბაშვილი და მისი ადვოკატებიც აუცილებლად გავაკეთებთ განცხადებას, უფრო დეტალურები ვიქნებით. ეს დღეები ისეთი ინფორმაციები ვრცელდებოდა, არ ვიცი, რას ემსახურებოდა, საიდან და რატომ მოდიოდა. ფოტოები, ეს ყველაფერი, რაც ვრცელდებოდა, სიმართლეს არ შეესაბამებოდა. ეს არ არის ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახიდან ამოღებული, შესაბამისად, ეს მხოლოდ ხალხის ემოციებზე იყო გათვლილი და არასწორად იყო გათვლილი. არ ვიცი, რას ემსახურებოდა, უფრო სწორად შეიძლება, კარგადაც ვიცით, რასაც ემსახურებოდა, მაგრამ ამასთან დაკავშირებით საუბრისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებ. დანარჩენზე კი, უახლოეს დღეებში ირაკლი ღარიბაშვილი თვითონ გააკეთებს განცხადებას და დარწმუნებული ვარ, უფრო დეტალურად უპასუხებს ჟურნალისტების კითხვებსაც. მესმის, რომ დიდი ინტერესია საზოგადოების მხრიდან ამ საქმესთან, ამ პიროვნებასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ადვოკატმა.რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილის სახლიდან გამოძიების მიერ ამოღებული ნივთების შესახებ დასმულ კითხვას, ადვოკატის განმარტებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის სახლიდან ოქროულობა არ არის ამოღებული.„განსაკუთრებით ცუდად მოხვდა ყველას თვალში ოქროულობა, ჯაჭვები და ა.შ. თითქოს არ განმარტეს, ეს საიდან და ვისგან იყო ამოღებული და რატომღაც ყველამ ეს ირაკლი ღარიბაშვილს მიაწერა. მე შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის ტყუილი და მისი სახლიდან არათუ რაოდენობრივად ამდენი, ერთი ნივთიც კი არ არის ამოღებული“, – განაცხადა ლილი გელაშვილმა.ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსაცხურში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ანტიკორუფციულ სააგენტოში გამოიკითხა ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი.ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძის და მათთან დაკავშირებული პირების საცხოვრებელ სახლებში ჩხრეკა 17 ოქტომბერს ჩატარდა. როგორც პროკურატურაში განაცხადეს, ამოღებულია სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობა, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა.

ცნობილია, რამდენ მილიონად შეფასდა ლუვრიდან მოპარული ძვირფასეულობები

პარიზის პროკურორის, ლორ ბეკოს განცხადებით, ლუვრიდან 88 მილიონი ევროს ღირებულების სამკაულები მოიპარეს. ინფორმაცია მან RTL-ის ეთერში, მუზეუმის დირექტორის შეფასებაზე დაყრდნობით გაავრცელა.„თანხა შთამბეჭდავია, მაგრამ ის ვერ შეედრება ისტორიულ ჭრილში მიყენებულ ზიანს“, - თქვა პროკურორმა.მისივე განცხადებით, მძარცველები ვერ მიიღებენ მსგავს თანხას, „თუ თავში მოპარული სამკაულების გადადნობა მოუვათ“. ის იმედოვნებს, რომ მძარცველები ექსპონატებს უმიზეზოდ არ გაანადგურებენ.პროკურორმა დასძინა, რომ უშუალოდ ძარცვაში ოთხი ადამიანი მონაწილეობდა, თუმცა საქმეში შეიძლება სხვა​ ფიგურანტებიც იყვნენ, რომლებიც მათ დანაშაულის ჩადენაში ეხმარებოდნენ.ლუვრი 19 ოქტომბერს, სამუშაო საათებში გაძარცვეს. ნიღბიანმა დამნაშავეებმა საიმპერატორო კოლექციიდან 9 ექსპონატი მოიპარეს, მათ შორის ნაპოლეონისა და მისი მეუღლის ჟოზეფინას კუთვნილი ნაკეთობები.

ბოლო სიახლეები