შაბათი, ნოემბერი 15, 2025

კახა კუჭავა: დარწმუნებული ვართ, ჩვენი კანდიდატი ნინოწმინდაში დამაჯერებლად გაიმარჯვებს და გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“

პროდუქციით, რომელიც ნინოწმინდაში იქმნება, მარაგდება მთელი საქართველო. უნდა შევეცადოთ ხარისხი კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ და დავიმკვიდროთ ადგილი როგორც ევროპის, ისე სხვა მნიშვნელოვან ბაზრებზე. თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ამის შესაძლებლობას იძლევა და იგი სრულად უნდა გამოვიყენოთ., – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის ანივარდ მოსოიანის წარდგენისას განაცხადა.

„ერთია, როგორ ვითარდება მუნიციპალიტეტი და მეორე, როგორი ხედვა არსებობს. რა თქმა უნდა, დასაფასებელია მშრომელი ხალხი და ამავდროულად მუნიციპალიტეტს სჭირდება ხელმძღვანელი, მერი, რომელიც კონკრეტულ შედეგებს მიაღწევს. ასეთია ჩვენი კანდიდატი, რომელიც იმსახურებს აქ პატივისცემას, სიყვარულს და დარწმუნებული ვარ, დამაჯერებლადაც გაიმარჯვებს. დღეს საქართველოში იგი ერთადერთი ქალი მერია, რომელიც საქმეს ბრწყინვალედ უძღვება. ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერდით ქალების მეტ ჩართულობას პოლიტიკაში და ეს საუკეთესო მაგალითია იმ გაკეთებული საქმით და შედეგით, რომლებიც 4 წლის განმავლობაში დაიდო და ამას ყველა ხედავს. როდესაც ვსაუბრობთ ამ მუნიციპალიტეტზე, ერთ-ერთი პირველი გვახსენდება ულამაზესი ფარავნის ტბა. მახსოვს საკმაოდ რთული იყო მისვლა გზების გამო, რომელიც ფაქტობრივად არ არსებობდა და დღეს ეს პრობლემა მოგვარებულია. წალკიდან შეიძლება გადმოსვლა და იკვრება წრე, რომელიც კიდევ უფრო ბევრ სტუმარს მოიყვანს ნინოწმინდაში.

მერს ზურგს უნდა უმაგრებდეს ძლიერი საკრებულო, ამიტომ მნიშვნელოვანია მხარი დაუჭიროთ არა მხოლოდ მერობის კანდიდატს, არამედ ჩვენი საკრებულოს მაჟორიტარ კანდიდატებს, რათა ყველა დაწყებული პროექტი ბოლომდე მივიყვანოთ. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ამა თუ იმ რეგიონის სიძლიერეზე, რომელიც ჩვენი ხელისუფლების პრიორიტეტს წარმოადგენს, აუცილებელია გვესმოდეს ესა თუ ის პროგრამა როგორ მოვარგოთ რეგიონს. სიახლეები საჭიროა, რომ სწორედ ადგილობრივი ხელისუფლებისგან მოდიოდეს მოსახლეობის, ახალგაზრდობის ჩართულობით გადაწყვეტილების მიღების პროცესში. დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი კანდიდატი დამაჯერებლად გაიმარჯვებს და გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“, – განაცხადა კუჭავამ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გიორგი მიქაუტაძე ეროვნულ ნაკრებს მიმართავს

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი გიორგი მიქაუტაძე მიმართვას ავრცელებს.„ბიჭებო, ძნელია შორიდან თქვენი ყურება და გული მწყდება, მთელი გულით თქვენთან ვარ. ძლიერ თამაშს გისურვებთ და მჯერა თქვენი წარმატების. თქვენ ამას შეძლებთ“, - წერს გიორგი მიქაუტაძე Instagram-სთორიში.ცნობისთვის, მიქაუტაძე დღევანდელ თამაშში ტრავმის გამო ვერ მონაწილეობს.

ჯეი დი ვენსი – უკრაინაში ომის დასასრულებლად ტრამპსა და პუტინს შორის დიალოგი აუცილებელია, მშვიდობის დამყარება თუ გსურთ, ძლიერი უნდა იყოთ, ჩაერთოთ აგრესიულ, აქტიურ დიპლომატიაში

უკრაინაში ომის დასასრულებლად აუცილებელია აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შორის დიალოგი. ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.ვენსმა აღნიშნა, რომ ბევრი ადამიანისგან მოისმინა ტრამპის მიმართ კრიტიკა პუტინთან საუბრის გამო.„არ არის აუცილებელი, დაეთანხმოთ ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას უკრაინაში შეჭრის შესახებ, მაგრამ თუ გსურთ მშვიდობის დამყარება, ძლიერი უნდა იყოთ. უნდა ესაუბროთ ხალხს. უნდა ჩაერთოთ აგრესიულ, აქტიურ დიპლომატიაში“, – განაცხადა ვენსმა.მისივე თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის დოქტრინა, მშვიდობის მიღწევასთან ერთად, ძლიერი სამხედრო ძალის შენარჩუნებას ეფუძნება.„მისი დოქტრინაა მსოფლიოში უძლიერესი არმია, მშვიდობაზე ფოკუსირება და ის, რომ ვაშინგტონში ჟურნალისტებს არ მისცე უფლება, ისაუბრონ, ვისთან შეიძლება დიპლომატიის წარმოება“, – აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს

სპეციალური პენიტენციური სამსახური მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.„სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება „TV პირველის“ „შაბათის ეთერით“ გავრცელებულ სიუჟეტს, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებისთვის პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით რეალობასთან შეუსაბამო ინფორმაციის მიწოდებას.პირველ რიგში, სპეციალური პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ, დღეის მდგომარეობით, ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში ჩართულია გათბობის სისტემა, რომელიც გამართულად ფუნქციონირებს და მასთან დაკავშირებით არ არსებობს რაიმე სახის პრობლემა.ამასთან, მსჯავრდებულ რეზო კიკნაძის წერილით გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, თითქოს მსჯავრდებული ირაკლი ნადირაძე შეუძლოდ გახდა საკანში, განვმარტავთ, რომ ნებისმიერ პენიტენციურ დაწესებულებაში 24-საათიან რეჟიმში ხელმისაწვდომია სამედიცინო მომსახურება; მსჯავრდებულ ირაკლი ნადირაძეს კი, შეუძლოდ ყოფნის თაობაზე არ მიუმართავს სამედიცინო პერსონალისთვის და, შესაბამისად, არც მსგავსი ფაქტი დაფიქსირებულა, რაც წარმოადგენს აღნიშნული ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ მორიგ ცრუ ინფორმაციას, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.დამატებით აღვნიშნავთ, რომ ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებულ თითოეულ ბრალდებულს/მსჯავრდებულს სამედიცინო მომსახურება გაეწევა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ქვეყანაში დადგენილი სამედიცინო მომსახურების მოთხოვნების შესაბამისად, ხოლო, თუ ბრალდებულის/მსჯავრდებულის მკურნალობა პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტში შეუძლებელია, იგი შეიძლება, გადაყვანილ იქნეს ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში ან სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში.სპეციალური პენიტენციური სამსახური მოუწოდებს ყველას, მათ შორის, ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებს, თავი შეიკავონ არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან, რომელიც სამსახურის დისკრედიტაციასა და საზოგადოებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდებას ისახავს მიზნად“, – ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა

ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში 18-წლამდელ მორაგბეთა ევროპის ჩემპიონატი დაიწყო, რომელშიც ევროპის ექვსგზის ჩემპიონი საქართველოს ნაკრები ტიტულის დაცვას შეეცდება.ქართველმა მორაგბეებმა პირველი მატჩი პოლონელ თანატოლებთან გამართეს, მეტოქე იოლად 64:7 დაამარცხეს და ნახევარფინალის საგზური მოიპოვეს.უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ 10 ლელო დადეს, თავი დავით არობელიძემ (2), ლუკა ტაბატაძემ (2), ანდრია ბილანიშვილმა, გიორგი ზაზაძემ, ნიკოლოზ ჩხორთოლიამ, ავთანდილ ზვიადაძემ, გოჩა ფიცხელაურმა და საბა გიორგიძემ გამოიჩინეს, გარდასახვები კი დავით არობელიძემ (5) და მათე მახარაძემ (2) შეასრულეს.მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები 18 ნოემბერს გამართვს, ნახევარფინალში მათი მეტოქე მოგვიანებით ჩეხეთისა და პორტუგალიის ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში გაირკვევა.

ვოლოდიმირ ზელენსკი – მთავრობამ უკვე დაიწყო ყველა სახელმწიფო კომპანიის აუდიტი, შედეგები სამართალდამცავ და ანტიკორუფციულ ორგანოებს გადაეცემათ

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირობა დადო,  რომ მთავრობა ჩაატარებს სახელმწიფო კომპანიების აუდიტს და შედეგებს სამართალდამცავ და ანტიკორუფციულ ორგანოებს გადასცემს. ამის შესახებ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა.„მთავრობამ უკვე დაიწყო ყველა სახელმწიფო კომპანიის აუდიტი. შემოწმების შედეგები სამართალდამცავ და ანტიკორუფციულ ორგანოებს გადაეცემათ. მთავრობამ ამას სრულად უნდა დაუჭიროს მხარი. სწორედ ამაზე ვამყარებ იმედებს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა ამზადებს სპეციალურ გადაწყვეტილებებს, რომლებიც გააძლიერებს ქვეყნის თავდაცვას. ზელენსკის თქმით, დღის განმავლობაში კიევში რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 30-მდე დაშავდა, მათ შორის ბავშვები.

ბოლო სიახლეები