შაბათი, იანვარი 31, 2026

კახა კალაძე – 60 წლის წინ თბილისში მეტროს გახსნით დაიწყო დედაქალაქის თანამედროვე სატრანსპორტო ისტორია, დარწმუნებული ვარ, გზა, რასაც გადის მეტროპოლიტენი, სასიკეთოდ შეცვლის თბილისის ცხოვრებას

მიმდინარე წელს თბილისის მეტროს გახსნიდან 60 წელი შეუსრულდა. აღნიშნულთან დაკავშირებითაც დღეს საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებას თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძესთან ერთად დაესწრო.

საქართველოს პრეზიდენტმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა თბილისის მეტროს ცხრა ღვაწლმოსილი თანამშრომელი, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს მეტროს საქმიანობაში, თბილისის მერმა კახა კალაძემ კი მადლობის სიგელები გადასცა სპეციალური სამმართველოს – „თბილმეტრომშენის“ ყოფილ თანამშრომლებს თბილისის მეტროს მშენებლობასა და ინფრასტრუქტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

დედაქალაქის მერმა „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ დაჯილდოებულ თანამშრომლებს წარმატება მიულოცა და უწყების იმ 2 800-მდე თანამშრომელს, რომელიც მეტროს ფუნქციონირებასა და შეუფერხებლად მუშაობაშია ჩართული, თბილისელების სახელით მადლობა გადაუხადა.

„წელს თბილისის მეტროს საიუბილეო თარიღი აქვს – 60 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც დედაქალაქში მეტროს პირველმა მატარებელმა გაიარა. ეს არის იყო მხოლოდ სატრანსპორტო პროექტი ან საინჟინრო მიღწევა, ამ მოვლენამ სრულიად შეცვალა დედაქალაქის ცხოვრება. მაშინ თბილისის მეტრო მხოლოდ ექვს სადგურს ითვლიდა, 60 წლის თავზე ამ რიცხვმა 23-ს მიაღწია. თბილისის მეტროპოლიტენი დღეს დედაქალაქის ცხოვრების რიტმს განსაზღვრავს და უზრუნველყოფს მოქალაქეთა ყველაზე სწრაფ გაადგილებას. მას ყოველდღიურად, დაახლოებით, ნახევარი მილიონი მგზავრი გადაჰყავს. რასაკვირველია, თბილისის მეტრო ცოცხლობს და ვითარდება ადამიანების შრომით. მადლობა მშენებლებს, ინჟინრებს, მეცნიერებს, სპეციალისტებს, ყველას, ვისაც თბილისის მეტროს შექმნაში მიუძღვის წვლილი. მათი ღვაწლი ფასდაუდებელია. დღეს მიწისქვეშა ტრანსპორტის ფუნქციონირებასა და შეუფერხებლად მუშაობაში 2 800-მდე ადამიანია ჩართული, რისთვისაც მინდა, მათ თბილისელების სახელით, მადლობა გადავუხადო.

გუშინ მთავრობის სხდომაზე „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ 17 თანამშრომელს საპატიო თანამშრომლის წოდება მივანიჭეთ. ვულოცავ მათ ამ მნიშვნელოვანი სტატუსის მიღებას. ამ ადამიანებმა თავიანთი პროფესიონალიზმით შექმნეს დღევანდელი დღე, თუმცა გაცილებით მეტი ადამიანი იმსახურებს დაფასებას და ჩვენი მხრიდან მადლიერების გამოხატვას. მაშინ, როდესაც ქალაქს სძინავს, მეტროში დასაქმებული ადამიანები მიწისქვეშა ქალაქში იწყებენ თავდაუზოგავ შრომას. მადლობა თითოეულ თქვენგანს ამისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ხელმძღვანელს გიორგი შარკოვს და თბილისის მეტროპოლიტენს განვითარება უსურვა.

„თბილისის მეტროპოლიტენს ვუსურვებ განვითარებას და იმ გამოწვევების ღირსეულად დაძლევას, რომელთა წინაშეც დღეს დგას. სამწუხაროდ, არაერთი განხორციელებული პროექტის მიუხედავად, ამ მიმართულებით გამოწვევები ჯერ კიდევ გვრჩება. მუნიციპალიტეტს მომდევნო წლებში დაგეგმილი აქვს არაერთი მასშტაბური პროექტი. კერძოდ, 12 მეტროსადგურის სრული რეაბილიტაცია და განახლება; თანამედროვე სტანდარტების 111 ვაგონის შემოყვანა; თბილისის მეტროს პირველი ხაზის დაგრძელება, როგორც გლდანის, ისე ვარკეთილის მიმართულებით; „ახმეტელის თეატრისა“ და „მარჯანიშვილის“ მეორე ამოსასვლელების მოწყობა და ა.შ. ჩვენ ამ ყველაფერზე არ გავჩერდებით, რადგან თბილისი მომდევნო წლებში უნდა იყოს ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე და მიმზიდველი ქალაქი, ამაში კი იგულისხმება როგორც გამართული სატრანსპორტო სისტემა, ისე ეკოლოგიურად სუფთა გარემო, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა და სხვა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების საკითხში გამოხატული მხარდაჭერისა და თანადგომისთვის კიდევ ერთხელ გადაუხადა ცენტრალურ ხელისუფლებას და პრემიერ-მინისტრს.

„რასაკვირველია, მსგავსი მასშტაბური პროექტების განხორციელება შეუძლებელია, რომ არ გვქონდეს ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერა, რისთვისაც მინდა, ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, ფინანსთა სამინისტროს და სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს მადლობა გადავუხადო. 60 წლის წინ თბილისში მეტრო გაიხსნა და ამით დაიწყო დედაქალაქის თანამედროვე სატრანსპორტო ისტორია. დარწმუნებული ვარ, გზა, რომელსაც ახლა გადის მეტროპოლიტენი, ხვალ აუცილებლად სასიკეთოდ შეცვლის თბილისის ცხოვრებას“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ გენერალურმა დირექტორმაც და უწყების თითოეულ თანამშრომელს თავდაუზოგავი შრომისთვის მადლობა გადაუხადა.

„განსაკუთრებული მადლიერება ეკუთვნით იმ თაობებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს მეტროს მშენებლობაში, განვითარებასა და ფუნქციონირებაში. სწორედ მათი და თბილისის მეტროს ტექნიკური პერსონალის – მემანქანეების, დისპეჩერებისა და ადმინისტრაციული პერსონალის პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობა არის ის მყარი საფუძველი, რომელიც განაპირობებს სისტემის უწყვეტ და გამართულ მუშაობას. თბილისის მეტრო არ არის მხოლოდ წარსულის მიღწევა, ის არის მომავლის ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი. დღევანდელი იუბილე არის შესაძლებლობა, პატივი მივაგოთ წარსულს, შევაფასოთ არსებული მიღწევები და ერთობლივად გავაგრძელოთ მუშაობა თბილისის მეტროს კიდევ უფრო განვითარებისთვის. გილოცავთ მეტროს 60 წლის იუბილეს, ვუსურვებ მეტროს სისტემას სტაბილურ განვითარებას, ხოლო მის თითოეულ თანამშრომელს წარმატებასა და კეთილდღეობას“, – განაცხადა გიორგი შარკოვმა.

მეტროს მშენებლობაზე გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 1951 წელს მიიღეს. 1952 წელს ჩამოყალიბდა თბილისის მეტრომშენის სამმართველო, რომელიც სათავეში ჩაუდგა მშენებლობის პროცესს. მეტროს მშენებლობა 1953 წელს შეჩერდა და მხოლოდ 1960 წელს განახლდა. ის მსოფლიოში 26-ე, ხოლო ყოფილ საბჭოთა კავშირში მეოთხე იყო.

1965 წლის 28 ნოემბერს მემანქანე ნოე ლაცაბიძემ ხაზზე პირველი საცდელი მატარებელი გაიყვანა. თბილისის მეტრო 1966 წლის 10 იანვარს საზეიმო ვითარებაში გაიხსნა, 11 იანვარს კი ყველა მგზავრისთვის ამუშავდა. ამჟამად, თბილისის მეტრო 23 სადგურისგან შედგება, ხოლო მეტროს ფუნქციონირებაში და შეუფერხებელ მუშაობაში სულ 2 800-მდე თანამშრომელია ჩართული.

მეტროს 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას მინისტრთა კაბინეტის წევრები, თბილისის მერიის, საკრებულოსა, პარლამენტის, ასევე, დიპლომატიური კორპუსისა და დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. 

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინი კრემლში ირანის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს, ალი ლარიჯანის შეხვდა

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი კრემლში ირანის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს, ალი ლარიჯანის შეხვდა, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.ოფიციალური პირის ვიზიტის შესახებ აქამდე ინფორმაცია არ იყო გავრცელებული.პარალელურად, რუსეთში ირანის ელჩის განცხადებით, განხილვის თემები მოიცავდა ორმხრივი ურთიერთობების გაფართოებას, განსაკუთრებით ეკონომიკურ კავშირებს, ასევე ახლო აღმოსავლეთისა და საერთაშორისო საკითხებს.მანამდე, 16 იანვარს ვლადიმერ პუტინმა ირანის პრეზიდენტ, მასუდ ფეზეშქიანთან ისლამურ რესპუბლიკაში არსებული ვითარება განიხილა. ირანის მიმართულებით აშშ-ის სამხედრო ძალების მობილიზების საპასუხოდ, თეირანმა განაცხადა, რომ მზადაა, უპასუხოს შეერთებული შტატების ნებისმიერ თავდასხმას.

31 იანვარს თამარ მეფის ხსენების დღეა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 31 იანვარს აღნიშნავს მიცვალებას ქართველთა კეთილმორწმუნე მეფისა თამარისა და ასევე იხსენიებს ღირს  ეფრემ მცირეს, ღირს ალექსი მღვდელმონოზონს,  ათანასე და კირილეს ალექსანდრიელ მთავარეპისკოპოსებს და  ღირს მარკიანე კერკირელის.Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში.თამარ მეფესაქართველოს ისტორიაში ერთადერთი  მეფე ქალი მე-12  საუკუნის ბოლოს და მე -13 საუკუნის დასაწყისში მეფობდა. მის დროს საქართველო კავკასიის უძლიერეს სახელმწიფოდ იქცა.თამარი ატარებდა ტიტულს: „მეფეთ მეფე და დედოფალთ დედოფალი აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, შირვანთა და შაჰანშათა და ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა თვითმფლობელობითა მპყრობელი“. მემატიანე მას მოიხსენიებს, როგორც: „დიდება ამა სამყაროსა და სარწმუნოებისა, მესიის მოვლენილი. საქართველოში თამარობა წელიწადში ორჯერ აღინიშნება, 31 იანვარს, როცა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია თამარის მიცვალებას აღნიშნავს და 14 მაისს მისი ხსენების დღეს.

კახა კალაძე – ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გარედან ჩარევა მაქსიმალურად შეიზღუდოს

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა ვერავინ შეძლოს, საქართველოს შიდა პოლიტიკურ საქმიანობაში გარედან ჩაერიოს.ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს ყალბ მისამართებზე დარეგისტრირებული არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების აღმოჩენასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.„უკვე აღარაფერს ერიდებიან, პირდაპირ ამბობენ, რომ ეძებენ შავ ხვრელებს, რათა საქართველოში პოლიტიკის დასაფინანსებლად შემოიტანონ თანხები სხვადასხვა ფორმით და გზით. ეს წარმოუდგენელია. არცერთი ნორმალური, განვითარებული ქვეყანა ამას თავის მოქალაქეებს არ აკადრებს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს. რა თქმა უნდა, ჩვენც ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გარედან ჩარევა მაქსიმალურად შეიზღუდოს. არავის აქვს უფლება, ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმიანობაში ჩაერიოს, გარედან მითითებებს იძლეოდეს და პირდაპირ ფული იხარჯებოდეს ქართულ პოლიტიკაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.რაც შეეხება კითხვას იმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა იფუნქციონიროს არასამთავრობო სექტორმა იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება დასავლურ ფინანსურ წყაროებთან წვდომას შეუზღუდავს, კალაძე პასუხობს, რომ აღნიშნულმა ორგანიზაციებმა კანონის ფარგლებში უნდა იმოქმედონ.„არასამთავრობო ორგანიზაციებს ჩვეულებრივად შეუძლიათ არსებობა. არსებობს კანონი, უნდა დარეგისტრირდნენ და გამჭვირვალე უნდა იყოს ყველაფერი. ძალიან მარტივია, კეთილი უნდა ინებონ, დარეგისტრირდნენ და საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ უნდა იცოდეს, კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაცია ვისგან იღებს ფულს და რა კონკრეტულ პროექტებში ხარჯავს. დაივიწყეთ ის დრო, როცა ვიღაცებს აქ თანხები შემოჰქონდათ, ვითომ რაღაც კეთილი საქმეებისთვის და ხან ტელევიზიები ფინანსდებოდა, ხან პოლიტიკური საქმიანობა, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობები, რევოლუციის მოწყობის რამდენიმე მცდელობა. მორჩა, ასე ვეღარ გაგრძელდება. სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ დაიცვას ქვეყნის სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და არავის მისცემს შესაძლებლობას, გარედან უხეშად ჩაერიოს და სახელმწიფო გადატრიალებები მოაწყოს. ჩემი ქვეყნისთვის ყველა მტერია, ვინც არღვევს ქვეყნის სუვერენიტეტს. ჩემთვის, ჩემი თანაგუნდელებისა და მოსახლეობის უმრავლესობისთვის კატეგორიულად მიუღებელია, რომ გარედან შემოდიოდეს თანხები და იხარჯებოდეს, მაგალითად, სარწმუნოების, ეკლესიის წინააღმდეგ ქართულ პოლიტიკაში გაუმჭვირვალე თანხები, ვითომ სასიკეთო პროექტების განსახორციელებლად და რეალურად იყო სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის რამდენიმე მცდელობა, საზოგადოების გახლეჩის, დაპირისპირების. მომიყვანეთ ერთი ნორმალური ევროპული  სახელმწიფოს მაგალითი, სადაც დაშვებულია გარედან შიდა პოლიტიკის დაფინანსება. არ არსებობს ასეთი. არცერთი ნორმალური სახელმწიფო, რომელიც ზრუნავს თავის სუვერენიტეტზე, არავის მისცემს უფლებას, ჩაერიოს შიდა პოლიტიკურ საქმიანობაში“, – განაცხადა თბილისის მერმა.ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მსახიობი კეტრინ ო’ჰარა გარდაიცვალა

მსახიობი კეტრინ ო’ჰარა, რომელიც ფილმში "მარტო სახლში" კევინის დედის როლს ასრულებდა, 71 წლის ასაკში გარდაიცვალა.ემის ჯილდოს მფლობელი მსახიობის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას ადასტურებს მისი მენეჯერი.გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია

ჰაკან ფიდანი – ვიმედოვნებთ, რომ ირანის შიდა საკითხებს ირანელი ხალხი გარე ჩარევის გარეშე მოაგვარებს – ირანის წინააღმდეგ ნებისმიერი სამხედრო ჩარევის წინააღმდეგები ვართ

ვიმედოვნებთ, რომ ირანის შიდა საკითხებს ირანელი ხალხი მშვიდობიანად, გარე ჩარევის გარეშე, მოაგვარებს, - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა ირანელ კოლეგასთან, აბას არაღჩისთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.მისი თქმით, ანკარა ირანში მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით აკვირდება.„ყურადღებით ვაკვირდებით ირანში მიმდინარე მოვლენებს. კიდევ ერთხელ გვინდა გავიმეოროთ, რომ ღრმად დამწუხრებული ვართ საპროტესტო აქციების დროს დაღუპულთა გამო და ვუსამძიმრებთ ირანელ ხალხს“, - აღნიშნა თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.მისი თქმით, ანკარა ირანის წინააღმდეგ ნებისმიერი სამხედრო ჩარევის წინააღმდეგია.„ყველა შესაძლებლობის დროს ვაწვდიდით ინფორმაციას ჩვენს ყველა კოლეგას, რომ წინააღმდეგი ვართ ირანის წინააღმდეგ ნებისმიერი სამხედრო ჩარევის. ასევე, ჩვენ ვხედავთ, რომ ისრაელი ცდილობს დაარწმუნოს შეერთებული შტატები ირანზე სამხედრო თავდასხმის განხორციელებაში. ისრაელის ამ მცდელობებს შეუძლიათ სერიოზული ზიანი მიაყენონ ჩვენი რეგიონის ისედაც მყიფე სტაბილურობას“, - აღნიშნა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.შეგახსენებთ, თურქეთისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის შეხვედრა სტამბოლში გაიმართა.

ბოლო სიახლეები