პიტერ ფიშერი დიპლომატიური საქმიანობის ნაცვლად ხელს უწყობს საზოგადბის გახლეჩის მცდელობებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის საქმიანობასთან და სადავო აქტივობებზე პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მიერ დაწყებულ მოკვლევასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
კახა კალაძის განმარტებით, საქართველოში ყველა ქვეყნის ელჩის მოვალეობაა, ჩვენი ქვეყნის ინსტიტუციებისადმი პატივისცემა და პროტოკოლით განსაზღვრული წესების დაცვა.
„პეტერ ფიშერის საქმიანობას რაც შეეხება, ვხედავთ, რომ ის დიპლომატიური სამსახურის გარდა, ყველაფერს აკეთებს. არის მონაწილე ძალადობრივი დაჯგუფებისა და ხელს უწყობს საზოგადოების დაპირისპირების, გახლეჩის მცდელობას, ექსტრემისტული ორგანიზაციების წახალისებას. კარგია, რომ გერმანიაშიც დაისვა კითხვები მასთან დაკავშირებით. ჩვენთვის მთავარია, რომ საქართველოსთან მიმართებით ყველა ქვეყნის წარმომადგენელმა, სხვადასხვა მისიაში მყოფებმა, ამ შემთხვევაში ელჩებმა, პატივი სცენ საქართველოს დამოუკიდებლობას, კონსტიტუციას. განსაკუთრებულს არაფერს ვითხოვთ, რაც არის პროტოკოლით გაწერილი, შეასრულონ“, – განაცხადა კახა კალაძემ.