ოთხშაბათი, მაისი 21, 2025

კახა კალაძე – ყველამ უნდა გაითავისოს, რაც არ უნდა დიდი სახელმწიფო იყოს, რომ საქართველო არ არის რომელიმე ქვეყნის უკანა ეზო, საქართველო არის დამოუკიდებელი ქვეყანა

არავის საქმე არ არის, საქართველოს ხელისუფლება, რომელიც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის მიერაა არჩეული, რა კანონებს მიიღებს, არც ევროპის ზოგიერთი წარმომადგენლის და არც თანამდებობის პირების, – ასე გამოეხმაურა დღეს თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან საუბრისას ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, კიასტუტის ბუდრისის მიერ გაკეთებულ განცხადებებს.

მისი თქმით, არავის აქვს უფლება, ჩაერიოს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში.

„ყველაფერი გასაგებია, თუ როგორ მოქმედებს ბოროტი ძალა – ზოგიერთი ე.წ. ბიუროკრატი, რა არის მათი მთავარი მიზანი და ამოცანა საქართველოსთან მიმართებით. საქართველო ვერ დაიმონეს, ვერ გამოიყენეს მათი ინტერესების გასატარებლად, როგორც ეს უკრაინასთან მიმართებით მოხდა. ბევრჯერ გვითქვამს, რომ „უკრაინიზაცია“ არ მოხდება ჩვენს ქვეყანაში. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყანა და მისი ინტერესები. რა თქმა უნდა, გამწარებულები არიან, რომ ჩვენი ქვეყანა ვერ გამოიყენეს. იმიტომაც კეთდება მსგავსი განცხადებები არჩევნებთან დაკავშირებით. ვინ ეკითხება ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს, საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩაერიოს და შემოვიდეს მსჯელობაში, თუ რა კანონს მიიღებს ხალხის მიერ არჩეული პარლამენტი?“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, მსგავსი დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებით უნდა შეიცვალოს.

„პირველ რიგში, ეს დამოკიდებულება, რომელიც დღეს არსებობს, შესაცვლელია. ყველამ უნდა იცოდეს და გაითავისოს, რაც არ უნდა დიდი სახელმწიფო იყოს, რომ საქართველო არ არის რომელიმე ქვეყნის უკანა ეზო. საქართველო არის დამოუკიდებელი ქვეყანა. ჩვენ ვიცავთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და არავის მივცემთ უფლებას, ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩაერიოს. ყველამ მიხედოს თავის სახელმწიფოს, თავიანთ ქვეყანას. ჩვენ არსად გადაგვიხვევია, პირველ რიგში ვიცავთ ქვეყანის მომავალს და მის სახელმწიფო ინტერესს. ეს არის ჩვენი დამოკიდებულება და ჩვენი პოლიტიკა. მბრძანებლური ტონით საუბარი საქართველოსთან მიმართებით ყოვლად მიუღებელია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მან ასევე „მეგობარი აქტის“ შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ აღნიშნულ აქტს მეგობრობასთან არანაირი კავშირი არ აქვს და ეს არის პირდაპირი მტრობა საქართველოს წინააღმდეგ.

„რა თქმა უნდა, ამ აქტს ჰყავს თავისი ლობისტები, რომელთაც თანხას უხდიან და ეს დამალული არ არის. ჩვენ არაერთხელ ოფიციალურად დაგვიფიქსირებია, რომ მზად ვართ აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვისთვის, მეგობრობისა და სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებისთვის, რაც პრინციპულად მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენთვის, ასევე, ვფიქრობ, აშშ-სთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დღეს არანაირი განცხადება არ მაქვს კონკრეტულად იმის შესახებ, რის გაკეთებას ვგეგმავთ არის ჩვენი ინტერესი, ანტიამერიკული მთავრობა იყოს მსოფლიოს ამ ნაწილში? – მარკო რუბიო საქართველოზე

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ტრამპის მეორე ვადით არჩევისა და ახალი ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ პირველ განცხადებას აკეთებს საქართველოსთან დაკავშირებით და „ანტიამერიკულ მთავრობაზე“ საუბრობს. ახლახან, - 2025 წლის 21 მაისს, თბილისის დროით 18:45 საათზე, - აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატის, წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წინაშე გამოდიოდა, როდესაც მას საქართველოსთან დაკავშირებით ჰკითხეს. მარკო რუბიოს კითხვა „მეგობარი აქტის“ თანაავტორმა, კონგრესმენმა ჯო უილსონმა დაუსვა.კონგრესმენმა უილსონმა ჯერ ისაუბრა „არჩევნების გაყალბებაზე“, ასევე, ჩინეთის ინტერესების სანაცვლოდ ამერიკულ მხარესთან ორგანიზაციების ასოცირების „კრიმინალიზაციაზე“, მიმდინარე საპროტესტო დემონსტრაციებზე და რუბიოს ჰკითხა:„200 დღეა, თავისუფლების მოყვარე ქართველები ყოველდღე გმირულად გამოდიან ქუჩაში, უჭირავთ ამერიკის დროშები, თან ატარებენ პრეზიდენტის ფოტოებს. თქვენი ხელმძღვანელობით, რა იქნება გაკეთებული, რათა სახელმწიფო დეპარტამენტმა ნამდვილი ფასი გადაახდევინოს ანტიამერიკულ „ქართულ ოცნებას“ ქართველი ხალხის სახელით“?სახელმწიფო მდივანი რუბიოს პასუხი ასეთი იყო:„დავუბრუნდები იმას, რაც ადრე ვთქვი, - აშშ-ის მიზნები, ჩვენი ეროვნული ინტერესები. ასე რომ, ჩვენ ასე განვიხილავთ ამ საკითხს: „არის ჩვენი ინტერესი, რომ არსებობდეს ანტიამერიკული მთავრობა, რომელიც ხელისუფლებაშია მსოფლიოს მნიშვნელოვან ნაწილში? და თუ არა, ჩვენ მივიღებთ შესაბამის ზომებს, რათა ამ მთავრობამ ფასი გადაიხადოს.ეს საკითხი ამჟამად განხილვის პროცესშია და ჩვენ განვიხილავთ ვარიანტებს და დამატებით ვარიანტებს. დღეს კონკრეტულად რას ვგეგმავთ, ჯერჯერობით ვერ გამოვაცხადებ. თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის საკითხი, რომელიც განიხილება.კიდევ ერთხელ, ეს შესანიშნავი მაგალითია იმისა, თუ რატომ ვაპირებთ, მივმართოთ ჩვენს რეგიონულ ბიუროებსა და ადგილობრივ ოფისებს ადგილზე, რათა მათ მოგვცენ რეკომენდაციები იმის შესახებ, თუ ყველაზე მეტად რა ზომებზე ექნება მთავრობას - ანტიამერიკულ მთავრობას - რეაგირება“.წყარო: რადიო თავისუფლება

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში „ERASMUS+ თანამშრომელთა მობილობის კვირეული მიმდინარეობს

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, განათლების, ახალგაზრდობისა და სპორტის სფეროებში ევროკავშირის პროგრამის - „ERASMUS+” - ეგიდითა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საერთაშორისო პროექტის - „ERASMUS+ Credit Mobility” ფარგლებში, თანამშრომელთა მობილობის კვირეული მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, „ERASMUS+”-ის კვირეულში, რომელიც ტრენინგების კურსს მოიცავს, მონაწილეობენ „ERASMUS+ Credit Mobility”-ის კოორდინატორი უნივერსიტეტების წარმომადგენლები ევროპის შემდეგი ქვეყნებიდან: საფრანგეთი - ტულუზის უნივერსიტეტი, რუმინეთი - კლუჟ-ნაპოკის ტექნიკური უნივერსიტეტი, პოლონეთი - ვარმია და მაზურის უნივერსიტეტი ოლშტინში, ვროცლავის, ჟეშუვის და სილეზიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტები, თურქეთი - სივასის რესპუბლიკის, გაზის, კასტამონუს, სტამბოლის ბილგი უნივერსიტეტები, ჩეხეთის რესპუბლიკა - მენდელის უნივერსიტეტი ბრნოში.Erasmus+ თანამშრომელთა მობილობის კვირეულის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორ, პროფესორ თამარ ლომინაძესა და ევროპული უნივერსიტეტების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მოეწყო, რომელზეც კვირეულის საკვანძო საკითხები განიხილეს. შეხვედრას სტუ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ფაკულტეტების დეკანები და პროფესორ-მასწავლებლები ესწრებოდნენ.როგორც თამარ ლომინაძემ აღნიშნა, პროექტი „ERASMUS+ Credit Mobility” და „ERASMUS+ თანამშრომელთა კვირეული მრავალმხრივ შეუწყობს ხელს საქართველოს ტექნიკურ ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლებისა და კვლევების ინტერნაციონალიზაციის პროცესების შემდგომ განვითარებას.„სასიხარულოა, რომ „ERASMUS+ თანამშრომელთა მობილობის კვირეულის ფარგლებში, ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტიდან მაღალი რანგის კოლეგები გვსტუმრობენ. მინდა მათ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის საუკეთესო სურვილები გადავცე და მისი სახელით, წარმატებები ვუსურვო. ეს ღონისძიება მნიშვნელოვანი ნაბიჯია როგორც აკადემიური და სამეცნიერო კოლაბორაციის გაღრმავების, ასევე, სწავლებისა და კვლევების ინტერნაციონალიზაციის პროცესის განვითარებისთვის საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. სამუშაო შეხვედრების, დისკუსიებისა და ერთობლივი ინიციატივების გზით, ერთობლივად ვაყალიბებთ გრძელვადიანი პარტნიორობის საფუძვლებს, რაც მხოლოდ თუ გააძლიერებს სასწავლო და სამეცნიერო საქმიანობას. ცოდნისა და ახალი გამოცდილების გაზიარება ახალ შესაძლებლობებს უხსნის ჩვენს სტუდენტებს, ახალგაზრდა მკვლევრებს და აკადემიურ პერსონალს. დარწმუნებული ვართ, კვირეულის ფარგლებში ჩამოყალიბებული ურთიერთობები ნაყოფიერი სამომავლო თანამშრომლობის გარანტი გახდება“, - აღნიშნა თამარ ლომინაძემ.Erasmus+ კვირეულის ფარგლებში, ევროპის უნივერსიტეტების წარმომადგენლები, საგანმანათლებლო და კვლევითი კოლაბორაციის გაღრმავების მიზნით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტზე აკადემიურ და სამეცნიერო პერსონალთან, ასევე, ERASMUS+ მობილობის კონკურსში მონაწილე აპლიკანტებთან შეხვედრებს მართავენ, პრეზენტაციის სახით, მათ წარუდგენენ თავიანთ უნივერსიტეტებს, ეცნობიან სტუ-ის სასწავლო-კვლევით ინფრასტრუქტურას, ფაკულტეტების ლაბორატორიულ ბაზებს, მიმდინარე სასწავლო-სამეცნიერო აქტივობებსა და მიღწევებს.სტუ-ის ინფორმაციით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საერთაშორისო პროექტის - „ERASMUS+ Credit Mobility” ფარგლებში, თანამშრომელთა მობილობის კვირეული საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 23 მაისამდე გაგრძელდება.

„სასწრაფოა, გთხოვთ გაავრცელეთ…“ – 21 წლის ბიჭი „ბოლო ზარზე“, სკოლასთან ქალს შეეჯახა | დაშავებული ქალის შვილი მიმართვას ავრცელებს

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომ 159-ე სკოლასთან ,,ბოლო ზარის“ აღნიშვნის დროს ავტომობილი ქვეითს დაეჯახა.სკოლის დირექტორი ამბობს, რომ სკოლასთან "ბოლო ზარის" ღონისძიებიდან გასულ მშობელს სრულიად უცხო პირი შეეჯახა.დაშავებული ქალის შვილი, საზოგადოებას დახმარების თხოვნით მიმართავს:„159 სკოლასთან დედაჩემს დაეჯახნენ. ახლა მორჩა ოპერაცია. კერავენ, ყველა მყესი გაწყვეტილი ჰქონდა, ისეთ მდგომარეობაში ჰქონდა ფეხი მართლა არ მეგონა თუ გადაურჩენდნენ.საჭესთან იჯდა 21 წლის ბიჭი და უბრალოდ მობუქსავებას ცდილობდა” და დამთავრდა ამ შედეგით. ცოტა აზრზე მოდით, ხალხნო! დედაჩემს 5 შვილი ჰყავს, გვღუპავდა ყველს. მერე სად მიდიოდა იმდენი პატარა ბავშვი იყო იქ, ჩემი მანქანა რომ არ მდგარიყო 10 ადამიანს დაიხვევდა კიდევ.სასწრაფოდ გვჭირდება სისხლი დიდი რაოდენობით. მე-4 დადებითი აქვს დედას, მაგრამ გადავცვლითო, ვისაც შეგიძლიათ რომ დაგვეხმაროთ და გაავრცელოთ. "მედისონში" სისხლის ბანკში ბარდება ალეკო გობრონიძის 27-ში, თეა გიორგაძის სახელზე", - წერს დაშავებულის შვილი".ვისაც დახმარება შეგიძლიათ, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: 592006077.

სალომე ზურაბიშვილი – ბათუმში გერმანიის ელჩის და მისი მეუღლის შეურაცხყოფა უფრო ჩვენი ქვეყნისთვის, საქართველოსთვისაა შეურაცხყოფა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გერმანიის ელჩს შეხვდა და ბათუმში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, პირადად მისი და ,,წინააღმდეგობის პლატფორმის" სახელით მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოხატა.სალომე ზურაბიშვილმა კომენტარი გააკეთა ბათუმში მომხდარ ინციდენტზე, რომლის დროსაც გერმანიის ელჩს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ქართველი ხალხის დიდი ნაწილი აფასებს გერმანიის მხარდაჭერას. მისივე თქმით, გერმანიის გარეშე არ არსებობს ევროინტეგრაციის პროცესი.მისი თქმით, მომხდარი საქართველოს შეურაცხყოფაა.„მინდა გამოვეხმაურო ბათუმში მომხდარ ინციდენტს, რომელიც ეხებოდა გერმანიის ელჩს და მის მეუღლეს. ორივეს მიაყენეს შეურაცხყოფა. მიმაჩნია, რომ ეს უფრო ჩვენი ქვეყნისთვის, საქართველოსთვისაა შეურაცხყოფა. ქვეყანა, რომელმაც მიიღო გერმანიისგან უდიდესი დახმარება ამ 30 წლის განმავლობაში ყველა მიმართულებით, თუნდაც იმ მიმართულებით, რომ დღეს ვინც არის ამ ქვეყნის მმართველობაში „ქართული ოცნებიდან“, თითქმის ყველამ გაიარეს გერმანული უნივერსიტეტები და იქიდან მიიღეს განათლება. ეს არის ის ქვეყანა, რომელმაც მხარი დაგვიჭირა და რომლის როლიც იყო გადამწყვეტი იმ დროს, როცა მივიღეთ კანდიდატის სტატუსი ევროკავშირში შესასვლელად. გერმანიის გარეშე არ არსებობს ინტეგრაციის პროცესი. მინდა რომ ჩემი მხრივ და ასევე ამაში მინდა გავაერთიანო წინააღმდეგობის პლატფორმა, გამოვხატო ჩვენი მხარდაჭერა, სოლიდარობა ბატონი ელჩის და მისი მეუღლის მიმართ. ჩვენ გვყავს მეგობრები ევროპაში, ეს მეგობრები გვეხმარებიან და მე ვიცი, რომ ქართული საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი მხარს უჭერს, აფასებს. ელჩმა, დღეს რომ შევხვდი, თვითონაც მითხრა, იმ დროს, როცა ვიღაც ლანძღავდა, ადგილზე იყო ძალიან ბევრი უბრალო ადამიანი, საზოგადოების წარმომადგენელი, რომლებმაც ამოიღეს ხმა და გამოხატეს თავიანთი მხარდაჭერა და პატივისცემა ელჩისა და მისი მეუღლის მიმართ. მე მინდა მას პირადად დიდი მადლობა ვუთხრა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.შეგახსენებთ, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პიტერ ფიშერს ბათუმში 18 მაისს მოქალაქე ვალერი ქოჩიაშვილმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა."საელჩო ადასტურებს ამ შემთხვევას და მადლობას უხდის იმ ქართველებს, რომლებიც შემთხვევით შეესწრნენ ინციდენტს და ამ სიტუაციაში მხარი დაუჭირეს ელჩს, როგორც მათი ქალაქის სტუმარს. მას შემდეგ, რაც ირგვლივ მდგომმა ქართველებმა ბატონ ქოჩიაშვილს მის უღირს საქციელზე მიუთითეს, მან სწრაფად დატოვა იქაურობა. პოლიცია ადგილზე არ ყოფილა", - განუცხადეს "ფორმულას" გერმანიის საელჩოში.

ხვიჩა კვარაცხელია – საქართველომ ყველაფერი მომცა, ვამაყობ, რომ ამ ქვეყნიდან ვარ

„პარი სენ-ჟერმენის“ ქართველმა თავდამსხმელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ „სკაი სპორტის“ იტალიურ ბიუროსთან ჩემპიონთა ლიგის მოახლოებულ ფინალზე, საქართველოსა და იტალიის სერია A-ში ყოფილი გუნდის, „ნაპოლის“ საჩემპიონო შანსები ისაუბრა.„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ ვარ და ასეთი შესაძლებლობა მომეცა, ეს ახდენილ ოცნებას ჰგავს. ჩემი გზა ძალიან გრძელი იყო და სირთულეებით სავსე, თუმცა ყველაფერი გადავლახე.საქართველო მუდამ ჩემთან იქნება. მან ყველაფერი მომცა და ვამაყობ, რომ ამ ქვეყნიდან ვარ. მინდა, სამშობლოსთვის რაღაც გავაკეთო, რადგან ჩვენთვის ასეთ დონეზე ასვლა რთულია.ლუის ენრიკეს ჩემი დახმარება არ სჭირდება. „ინტერთან“ ბევრჯერ მითამაშია და ვიცი, რამდენად ძლიერები არიან. თუ ჩემი რჩევა საჭირო იქნება, ყველაფერს ვეტყვი. ჩვენ ყველა ერთად ვდგავართ.მე, ფაბიან რუისსა და ჯანლუიჯი დონარუმას „ნაპოლი“ ძალიან გვიყვარს. ვფიქრობ, ისინი „სკუდეტოს“ მოიგებენ და ეს ნეაპოლელებისთვის დიდი ზეიმი იქნება — მათ ტიტული ნამდვილად ეკუთვნით“, – განაცხადა კვარაცხელიამ.

ბოლო სიახლეები