ფაქტების დამახინჯება პირადად ჩემ მიმართ მიზანმიმართულად ხორციელდება, რადგან კარგად იციან რამხელა ავტორიტეტი და მხარდაჭერა მაქვს საზოგადოების მხრიდან, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ „შაბათის ქრონიკაში“ განაცხადა.
„მთელი ამ წლების განმავლობაში, ერთი დღეც არ გამოუტოვებიათ, რომ ჩემ წინააღმდეგ ტალახი არ ესროლათ. მე 24 საათი იმით ვერ დავკავდები, რომ პასუხის რეჟიმში ვიყო. ჩემი პასუხი იქნება კონკრეტული გაკეთებული საქმეები“, – განაცხადა კახა კალაძემ.