ხუთშაბათი, მაისი 1, 2025

კახა კალაძე – საქართველოს როგორც აშშ-თან, ისე ევროპასთან სურს მეგობრობა, თანამშრომლობა და არა ბატონყმური ურთიერთობა

საქართველოს მთავრობა მზად არის აშშ-თან მეგობრობისთვის, პარტნიორობისთვის, ურთიერთობების გადატვირთვისა და კიდევ უფრო გაღრმავებისთვის, რასაც ახალი ადმინისტრაციისგან ველოდებით, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან პირველი ვიცე-პრემიერის, ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით ეკონომიკური გუნდის აშშ-ში ვიზიტსა და ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობების შესაძლო გადატვირთვაზე საუბრისას განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, საქართველოს როგორც აშშ-თან, ისე ევროპასთან სურს მეგობრობა, თანამშრომლობა და არა ბატონყმური დამოკიდებულება, რასაც საქართველოს ხელისუფლება არ დაუშვებს.

„ჩვენ გვინდა მეგობრობა. ეს არაერთხელ პრინციპულად დაგვიფიქსირებია და მინდა, კვლავაც ხაზი გავუსვა, რომ საქართველოს მთავრობა მზად არის მეგობრობისთვის, პარტნიორობისთვის. მზად ვართ, კიდევ უფრო გავაღრმაოთ ურთიერთობები, მოხდეს გადატვირთვა, რასაც ველოდებით ახალი ადმინისტრაციისგან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია აშშ-თან ურთიერთობა. ის დამოკიდებულება, რაც იყო, არავისთვისაა მისაღები – არც ჩვენთვის და, დარწმუნებული ვარ, არც მათთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, საქართველოს ინტერესები არ და ვერ დაითმობა, როგორ დიდ სახელმწიფოზეც არ უნდა იყოს საუბარი.

„არავის მიეცემა იმის შესაძლებლობა, რომ საქართველო ვინმეს უკანა ეზო იყოს, როგორი დიდი ქვეყანაც არ უნდა იყოს. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო, რისთვისაც ჩვენმა წინაპრებმა სისხლი დაღვარეს. ეს უნდა შევინარჩუნოთ, განვამტკიცოთ და გავაძლიეროთ. ჩვენ არ დავთმობთ ქვეყნის ინტერესს, შევინარჩუნებთ მშვიდობას. გრძელვადიანი მშვიდობა დღეს საქართველოს სჭირდება ისე, როგორც არასდროს. როგორც ევროპასთან, ისე აშშ-თან გვინდა მეგობრობა და თანამშრომლობა და არა – ბატონყმური დამოკიდებულება. ამას ვერ და არ დავუშვებთ, ეს არ არის სწორი“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

რაც შეეხება „დიფ სთეითთან“ აშშ-ის პრეზიდენტის ბრძოლას, კახა კალაძე აცხადებს, რომ ეს ბრძოლა გრძელდება და საქართველოს ხელისუფლება აკვირდება ამ პროცესს.

„არაერთხელ გვითქვამს, რომ ვაკვირდებით პროცესებს. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ერთ-ერთი მთავარი დაპირება ე.წ. დიფ სთეითის დამარცხება იყო. პროცესი მიმდინარეობს. ცხადია, ის ჯერ დამარცხებული არ არის. „დიფ სთეითს“ საკმაოდ ღრმა ფესვები აქვს არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. თუ ის დამარცხებული იქნება და ამას შეძლებს აშშ-ის პრეზიდენტი, რა თქმა უნდა, ეს აისახება ჩვენზე და ჩვენთან ურთიერთობებზეც. არ იფიქროთ, რომ აშშ-ში ყველაფერი დალაგებულია. იქაც არსებობს პრობლემები და გამოწვევები“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

გია ხუბუა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობას ტოვებს

გია ხუბუა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობას ტოვებს.აღნიშნულის შესახებ გია ხუბუა სოციალურ ქსელში წერს.„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობას ვტოვებ პირადი განცხადების საფუძველზე. უფრო მეტი დრო მინდა, დავუთმო ჩემს აკადემიურ და სამეცნიერო საქმიანობას. მაქვს რამდენიმე სამეცნიერო პროექტი, რომელზე მუშაობაც დაწყებული მქონდა და უფრო ინტენსიურად გავაგრძელებ მათზე მუშაობას. ჩემთვის უდიდესი პატივი და, ამავდროულად, დიდი პასუხისმგებლობა იყო რექტორის თანამდებობიდან მემსახურა საქვეყნო მნიშვნელობის საქმისთვის, რასაც ახალგაზრდების განვითარებაზე და მათი ცოდნის გაღრმავებაზე ზრუნვა ჰქვია. წარმატებებს ვუსურვებ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს და მის თითოეულ თანამშრომელს მომავალ საქმიანობაში“, – წერს გია ხუბუა.გია ხუბუა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორად 2024 წლის ივლისში დაინიშნა.

კამალა ჰარისმა არჩევნებში დამარცხების შემდეგ თავის პირველ საჯარო გამოსვლაში დონალდ ტრამპის პოლიტიკას ქაოსური უწოდა

აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა და 2024 წლის არჩევნებში დონალდ ტრამპის მეტოქემ, კამალა ჰარისმა დამარცხების შემდეგ თავის პირველ საჯარო გამოსვლაში ტრამპის პოლიტიკას ქაოსური უწოდა.მისი თქმით, აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის ქმედებები ქვეყანას ცენზურითა და რეცესიით ემუქრება.ჰარისის განცხადებით, ტრამპის სატარიფო პოლიტიკა არის „უდიდესი ხელოვნური ეკონომიკური კრიზისი“.„ზოგიერთი ადამიანი აღწერს იმას, რაც ბოლო თვეებში ხდებოდა, როგორც აბსოლუტურ ქაოსს. რა თქმა უნდა, მესმის, რატომაც. ეს უდავოდ ეხება ამ ტარიფებს. ტარიფები, რომლებიც, როგორც მე ვიწინასწარმეტყველე, აშკარად იწვევს რეცესიას“, – თქვა ჰარისმა.ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მიესალმა ამერიკელებს, რომლებიც ღიად გამოდიან ტრამპის პოლიტიკის წინააღმდეგ, რომელიც, მისი თქმით, გაზრდის ამერიკელების ყოველდღიურ ხარჯებს, გავლენას მოახდენს საპენსიო ანგარიშებზე და მცირე ბიზნესზე.არჩევნებში დამარცხების შემდეგ ჰარისის პირველი გამოსვლა გაიმართა სან ფრანცისკოში, ორგანიზაცია Emerge America-ს გალაღონისძიებაზე, რომელიც ეხმარება ქალებს პოლიტიკური კარიერის განვითარებაში.ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ტრამპის საპრეზიდენტო პროგრამა დაახასიათა, როგორც „ამერიკის ვიწრო, ეგოისტური ხედვა, როდესაც ტრამპის გუნდი სჯის მათ, ვინც სიმართლეს ამბობს; მხარს უჭერენ მათ მიმართ ლოიალური დამოკიდებულების მქონე პირებს, პირად სარგებელს იღებენ ძალაუფლებისგან და ყველაფერ დანარჩენს ბედის ანაბარად ტოვებენ“.მისი თქმით, აშშ-ში მოქმედი შეკავებისა და ხელისუფლების შტოთა ბალანსის სისტემა თუ დაიშლება, ქვეყანა კონსტიტუციური კრიზისის წინაშე აღმოჩნდება.„ეს არის კრიზისი, რომელიც საბოლოოდ ყველას შეეხება, რადგან ეს ნიშნავს, რომ წესები, რომლებიც იცავს ჩვენს ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს, რომლებიც უზრუნველყოფს თითოეული ჩვენგანის ხმის უფლებას, იმას, თუ როგორ მუშაობს ჩვენი მთავრობა, აღარ იქნება მნიშვნელოვანი“, – თქვა ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა.მას შემდეგ, რაც დემოკრატების ადმინისტრაციამ დატოვა თეთრი სახლი, კამალა ჰარისი იშვიათად ჩნდებოდა საჯაროდ. მისი თქმით, სან ფრანცისკოში სიტყვით გამოსვლა შთააგონეს ამერიკელებმა, რომლებიც თამამად უპირისპირდებიან ტრამპის ქმედებებს, და მოსამართლეებმა, რომლებიც კვლავ უჭერენ მხარს კანონის უზენაესობას ქვეყანაში.„სავარაუდოდ, სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდება, ვიდრე გაუმჯობესებას დაიწყებს. მაგრამ ჩვენ ამისთვის მზად ვართ“, – განაცხადა ჰარისმა.

გოგა ხაინდრავა: EPP-ს ყრილობის ფაშისტურმა სულისკვეთებამ დაადასტურა ჩვენი წინა ვარაუდი, რომ ჰიმლერის, გებელსის და ჰიტლერის სულები შეუერთდნენ შეკრებას!

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.„EPP-ს ყრილობის ფაშისტურმა სულისკვეთებამ დაადასტურა ჩვენი წინა ვარაუდი, რომ ჰიმლერის, გებელსის და ჰიტლერის სულები შეუერთდნენ შეკრებას!გადაწყვეტილება კონცლაგერების აღდგენის შესახებ რეზოლუციებში ჯერ არ ჩანს თუმცა შერჩევა სავარაუდო ტუსაღების!პორნოლიბერალების მტრების დაიწყო! Heil!“, - წერს გოგა ხაინდრავა.  

CBS – მაიკ უოლცი თანამდებობას ტოვებს

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ტრამპის მრჩეველი, მაიკ უოლცი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული ტელეარხი CBS-ი რამდენიმე ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.წყაროების ინფორმაციით, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი, მაიკ უოლცი და მისი მოადგილე, ალექს ვონგი თანამდებობებს 1 მაისს დატოვებენ.ცნობისთვის, მარტში მაიკ უოლცი სკანდალში გაეხვა, როდესაც Signal-ის ჩატში, სადაც ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები “ჰუსიტების” წინააღმდეგ დარტყმებს განიხილავდნენ, მაიკ უოლცმა შეცდომით გამოცემა The Atlantic-ის მთავარი რედაქტორი, ჯეფრი გოლდბერგი დაამატა.

რუსეთი არასდროს დაუშვებს უკრაინის 1991 წლის საზღვრებში დაბრუნებას – რუსეთის საგარეო უწყება

კიევი და მისი მხარდამჭერი დასავლეთის ქვეყნები ხელმძღვანელობენ „კანიბალური ინსტინქტით“, როდესაც სურთ უკრაინის აღდგენა 1991 წლის საზღვრებში, – ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.როგორც განცხადებაშია ნათქვამი, რუსეთი არასდროს დაუშვებს ასეთ სცენარს.„აშკარაა, რომ კიევის რეჟიმისა და მისი დასავლელი მხარდამჭერების უშედეგო, უსაფუძვლო პრეტენზიების უკან, რომ უკრაინა 1991 წლის საზღვრებში აღდგეს, ყველაფერი რუსულის განადგურების კანიბალური ინსტინქტია. რა თქმა უნდა, რუსეთი არასდროს დაუშვებს ასეთი სცენარის განხორციელებას“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

ბოლო სიახლეები