კვირა, მარტი 30, 2025

კახა კალაძე – საქართველოს მოუწია ბეწვის ხიდზე გავლა, იყო საფრთხე, რომ ქვეყანას სახელმწიფოებრიობა დაეკარგა

ჩვენი მხრიდან არ იყო მარტივი ის, რომ არ გადავდგით ნაბიჯი და მავანს არ მივეცით შესაძლებლობა, რომ ჩვენი ქვეყანა გამოყენებული ყოფილიყო სხვა რომელიღაც დიდი ქვეყნის ინტერესების გასატარებლად და ამისთვის შეგვეწირა სამშობლო და ჩვენი ხალხი. ეს არ იყო მარტივი, ამას ახლდა ძალიან ბევრი მუქარა, შანტაჟი, რომელიც დღესაც გრძელდება, შეურაცხყოფა. დღეს, როდესაც ვსაუბრობთ, თუ რა გზის გავლა მოგვიწია, მართლაც ბეწვის ხიდზე გავიარეთ, – განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.

კალაძის თქმით, ქვეყნის ხელისუფლება პრაგმატული პოლიტიკით იცავს საქართველოს ინტერესებს.

„ზუსტად იმ პრაგმატული პოლიტიკის შედეგია, რასაც „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ატარებს, რომ ვიცავთ ქვეყნის ინტერესს. ამ პოლიტიკის გატარების დროს ქვეყნის შიგნითაც უამრავი შეურაცხყოფა მივიღეთ, ბევრი ადამიანი ვერ გაერკვა, თუ რა ხდებოდა და რა პროცესები მიმდინარეობდა. დღეს კი ყველაფერი ხელის გულზე დევს და არჩევანი და ანალიზი მარტივი გასაკეთებელია. მაგრამ როდესაც ამ ყველაფერზე ვსაუბრობდით, ბევრს არ სჯეროდა, თუ რა გლობალური ომის პარტიაზე და რა „დიფ სთეითზე“ ვსაუბრობთ. დღეს აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტი გამოდის და პირდაპირ ამბობს, რომ მისი მთავარი ამოცანაა „დიფ სთეითის“ დამარცხება და ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს და ვგულშემატკივრობთ პრეზიდენტ ტრამპს ამ ბრძოლაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, საქართველოს რომ შეცდომა დაეშვა და ხელისუფლებას არასწორი ნაბიჯი გადაედგა, კერძოდ, გაეხსნა მეორე ფრონტი, მიერთებოდა სანქციებს, დღეს ქვეყანაში კატასტროფული მდგომარეობა იქნებოდა და შესაძლოა, სახელმწიფოებრიობაც დაეკარგა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

დონალდ ტრამპი – ფინეთის პრეზიდენტი და მე მოუთმენლად ველოდებით პარტნიორობის გაძლიერებას, ეს მოიცავს აშშ-ისთვის ძალიან საჭირო ყინულმჭრელების დიდი რაოდენობით შეძენასა და განვითარებას

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ფინეთის პრეზიდენტს, ალექსანდრ სტუბს შეხვდა.როგორც ტრამპი თავის სოციალურ ქსელში წერს, ფინეთის პრეზიდენტთან ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის გაძლიერება განიხილა, მათ შორის აშშ-ისთვის ყინულმჭრელების შეძენა.„პრეზიდენტი სტუბი და მე მოუთმენლად ველოდებით შეერთებულ შტატებსა და ფინეთს შორის პარტნიორობის გაძლიერებას, ეს მოიცავს შეერთებული შტატებისთვის ძალიან საჭირო ყინულმჭრელების დიდი რაოდენობით შეძენასა და განვითარებას, ჩვენი ქვეყნებისთვის და მსოფლიოსთვის მშვიდობისა და საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფას. პრეზიდენტმა სტუბმა მითხრა ყველაზე ძლიერი სიტყვებით, რომ შეერთებული შტატები ძლიერია და კვლავ დაბრუნდა. მე ვეთანხმები“, – წერს ტრამპი.შეხვედრა ფლორიდაში, ტრამპის რეზიდენციაში გაიმართა.აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ალექსანდრ სტუბთან ერთად გოლფი ითამაშა. დონალდ ტრამპის შეფასებით, სტუბი ძალიან კარგი მოთამაშეა.

საქართველოს სახელით მოასპარეზე წყვილმა,დიანა დევისმა და გლებ სმოლკინმა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა მეათე ადგილზე დაასრულეს და ოლიმპიადის ლიცენზია მოიპოვეს

ბოსტონში მიმდინარე ფიგურული ციგურაობის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს სახელით მოასპარეზე წყვილმა, დინა დევისმა და გლებ სმოლკინმა სპორტულ წყვილებში თავისუფალი პროგრამით იასპარეზეს და ტურნირზე გამოსვლა მეათე ადგილზე დაასრულეს.რიტმულ ცეკვებში ასპარეზობის შემდეგ წყვილი 73.22 ქულით მე-14 ადგილზე იყო, თავისუფალ პროგრამაში 117.28 ქულა დაიმსახურა, ორი გამოსვლის ჯამში კი 190.50 ქულა მიიღო და ოლიმპიადის ლიცენზია მოიპოვა, რომელიც 2026 წელს იტალიის ქალაქ მილანში გაიმართება.ოლიმპიადის ლიცენზია წყვილებში ასევე ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ მოიპოვეს, რომელებმაც მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა მეოთხე ადგილზე დაასრულეს.შეგახსენებთ, რომ 30 მარტს, 02:00 საათიდან მსოფლიო ჩემპიონატზე თავისუფალი პროგრამით მამაკაცები გამოვლენ, სადაც ნიკა ეგაძე იციგურავებს, რომელიც მოკლე პროგრამის შემდეგ მეექვსე ადგილზეა.სპორტულ წყვილებში მსოფლიო ჩემპიონები მედისონ ჩოკი და ევან ბეიტსი (222.06, აშშ) გახდნენ, ვერცხლის მედლები პაიპერ ჯაილსმა და პოლ პოირიერმა (216.54, კანადა) მოიპოვეს, ხოლო ბრინჯაოს მედლებს ოლივია სმარტი და ტიმ დიკი (207.11, ესპანეთი) დაეუფლნენ.

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ტირანის მიტროპოლიტს და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოსს, მის უნეტარესობას, იოანეს პირველიერარქად დადგინებას ულოცავს.„საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირად ჩემი სახელით კიდევ ერთხელ გულითადად გილოცავთ ალბანეთის ეკლესიის პირველიერარქად დადგინებას.როგორც საყოველთაოდ ცნობილია, ალბანეთში ქრისტიანობა I საუკუნეებიდან გავრცელდა, ხოლო პირველი ფართო ქრისტიანული გაერთიანებები III საუკუნიდან გაჩნდა. ამ პერიოდიდან მოყოლებული დღემდე ალბანეთის ეკლესია მოწამებრივ ღვაწლშია და ახლაც, როდესაც უნეტარესი ანასტასიოსის შემდეგ თქვენ ხდებით საჭეთმპყრობელი ამ ტახტის, გასაკეთებელი კვლავაც ბევრია; მაგრამ უფალი, რომელმაც ინება თქვენი აღსაყდრება, შეგეწევათ ჯვრის მტვირთველობაში და მოგცემთ ძალას შემდგომი წარმატებული ნაბიჯების გადადგმისა.ჩვენ დიდ პატივს ვცემთ თქვენს ეკლესიას, მთელ ალბანელ ხალხს და სიყვარულით გილოცავთ ინტრონიზაციის დღეს.ღმერთმა შეგაძლებინოთ, თქვენი მმართველობა ჩვენს რთულ დროში იყოს სიმშვიდით, სიყვარულითა და სიბრძნით გამორჩეული.ღმერთმა დალოცოს ალბანეთი და ინებოს ალბანეთის წმინდა ეკლესიის შემდგომი წინსვლა და აღორძინება“, - აღნიშნულია პატრიარქის მისალოც ტექსტში.

პეტრას აუსტრევიჩუსი – საქართველოს მთავრობა ადამიანის უფლებების დარღვევებისთვის მაღალ საფასურს გადაიხდის

ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი„დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას დაკავებას ეხმიანება და აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობა ადამიანის უფლებების დარღვევებისთვის მაღალ საფასურს გადაიხდის.ამის შეასხებ პეტრას აუსტრევიჩუსმა სოციალურ ქსელ „იქსში“ დაწერა.„რუსული სტილით მოქმედმა საქართველოს პოლიციამ გუშინ დააკავა, დააშინა და დაამცირა ელენე ხოშტარია, ოპოზიციური პარტია „დროას“ თავმჯდომარე. საქართველოს მთავრობა მაღალ საფასურს გადაიხდის ადამიანის უფლებების დარღვევებისთვის“, – წერს პეტრას აუსტრევიჩუსი.პარტია „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია აცხაებს, რომ დიღმის იზოლატორში მის მიმართ ღირსების შემლახავი და ფიზიკური ძალადობის უღირსი, რუსული მეთოდი გამოიყენეს.შსს-ს განცხადებით, ელენე ხოშტარიას „კანონმდებლობის სრული დაცვით, დროებითი მოთავსების იზოლატორში შესახლებამდე აუცილებელი პროცედურები ჩაუტარდა. შემოწმებისას დაკავებულს თან აღმოაჩნდა, სავარაუდოდ, კანონსაწინააღმდეგო ნივთიერება, რომელზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა“.შსს-ს ინფორმაციით, ელენე ხოშტარია 28 მარტს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად დააკავეს.

📽️მაგდა პაპიძის პირველი გამოჩენა წლების შემდეგ – რა თქვა სასამართლოზე ქმარ-შვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებულმა

მაგდა პაპიძის პირველი გამოჩენა წლების შემდეგ - კურიერი P.S-ის ექსკლუზივი.რას ითხოვს ქმარ-შვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებული უვადო პატიმარი.„საკმარისი დრო გავიდა, რომ ადამიანებთან ვიყო და მომეცეს საშუალება. თუ არ გაამართლებს დამაბრუნეთ უკან...“, - თქვა მაგდა პაპიძემ სასამართლოზე.ნახეთ ანონსი ⇓ 

ბოლო სიახლეები