ორშაბათი, სექტემბერი 22, 2025

კახა კალაძე პრეზიდენტის აშშ-ში ვიზიტზე – მნიშვნელოვანი პლატფორმაა, რომელიც გამოყენებული უნდა იყოს, რომ მთელმა მსოფლიომ გაიგოს სიმართლე

თბილისის მერი მედიასთან პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის აშშ-ში ვიზიტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გაერო-ს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე მისი სიტყვით გამოსვლა კარგი შანსია მსოფლიოსთვის სიმართლის გასაცნობად.

„კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პლატფორმაა, რომელიც გამოყენებული უნდა იქნეს, რათა მთელმა მსოფლიომ გაიგოს სიმართლე. მესიჯები, რომლებსაც ზოგიერთი კონგრესმენის მხრიდან ვისმენთ, გაჯერებულია ტყუილით. ჩვენი მთავარი ამოცანაა, დავიწყოთ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან, გავაღრმაოთ მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან”, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, პარტნიორობა ორმხრივია და არავის მიეცემა საქართველოს უსაფუძვლოდ კრიტიკის შესაძლებლობა.

„ვერ მოიყვანთ მაგალითს, ჩვენ რომ ანტიდასავლური გზავნილები გაგვეკეთებინოს. ჩვენ გვიწევს თავის, ქვეყნის, სახელმწიფოს დაცვა, როდესაც ვისმენთ ცრუ მესიჯებს, მუქარას. ვინც არ უნდა იყოს, ამერიკიდან, ევროპიდან თუ რუსეთიდან, არავის მიეცემა შესაძლებლობა, რომ უსაფუძვლოდ აკრიტიკოს ჩვენი ქვეყანა 80 ათასად გაყიდული კონგრესმენების მესიჯებით. პარტნიორობა და მეგობრობა არის ორმხრივი. ჩემი ქვეყანა გაწიროს ვიღაცამ თავისი ინტერესებისთვის, ამას ვერ დავუშვებთ. წინა ადმინისტრაციის პირობებში რაც იყო – ტყუილი, მუქარებზე დაფუძნებული განცხადებები, კატეგორიულად მიუღებელია”, – აღნიშნა კახა კალაძემ.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. მიხეილ ყაველაშვილი ნიუ იორკში ვიზიტის ფარგლებში გაერო-ს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე სიტყვით გამოვა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

არ გამოვრიცხავ, 4 ოქტომბრის შემდეგ, “ნაციონალური მოძრაობა”, როგორც მნიშვნელოვანი აქტორი, აღარ არსებობდეს – ალექსანდრე რაქვიაშვილი

"მშვიდობიანი დამხობა" - ბოიკოტში მყოფი ოპოზიციის ნაწილი 4 ოქტომბრისთვის დაანონსებულ გეგმაზე უარს არ ამბობს და რევოლუციასა და სახელმწიფო გადატრიალებაზე საუბრობს.უცვლელ რიტორიკას პასუხობენ მმართველ გუნდშიც. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ საზოგადოებაში ექსტრემიზმს მხარდაჭერა არ აქვს. თვითმმართველობის არჩევნებამდე ქვეყანაში 2 კვირაზე ნაკლები რჩება.თემას გამოეხმაურნენ "გირჩშიც". პარტიის წევრის, ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, 4 ოქტომბრის შემდეგ "ნაციონალური მოძრაობა", როგორც მნიშვნელოვანი აქტორი, გაქრება."ოპოზიცია რას აკეთებს ნაკლებად მაღელვებს, განსაკუთრებით ის ხალხი, რომლებიც "ფეიკ" რევოლუციას აწყობს. მგონი, თვითონაც არ სჯერათ ეს ყველაფერი. უბრალოდ, თავი ისეთ პოზიციაში ჩააყენეს, რომ უკან დასახევი გზა არ აქვთ. დიდი ალბათობით, ეს იქნება "ნაციონალური მოძრაობის" ბოლო აქტივობა. არ გამოვრიცხავ, რომ 4 ოქტომბრის შემდეგ, "ნაციონალური მოძრაობა", როგორც მნიშვნელოვანი აქტორი, აღარ არსებობდეს", - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

სოზარ სუბარი: დავიცვათ ჩვენი დამოუკიდებლობა, ჩვენი სუვერენიტეტი და ღირებულებები, ეს არის ყველაზე მთავარი. ეს არის მშვიდობის შენარჩუნების და განვითარების ერთადერთი გზა

„ვიზალიბერალიზაცია არის ძალიან დიდი მიღწევა ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხელისუფლების. ეს არის დიდი კომფორტი ჩვენი მოსახლეობისთვის და მე იმედი მაქვს, რომ ვერ მოხერხდება მისი შეჩერება, რადგან ევროპაში გვყავს ძალიან ბევრი მეგობარი, ვინც იცავს ჩვენს სიმართლეს“, - განაცხადა მედიასთან საუბარში პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარმა.მისი თქმით, რომც მოხდეს ვიზალიბერალიზაციის შეჩერება, ეს არის მხოლოდ 9-თვიანი პროცედურა და ამ თვეების გასვლის შემდეგ ბევრი რამ შეიცვლება საქართველოსთან მიმართებაში, რადგან ევროპის ქვეყნებში ხელისუფლებაში კონსერვატიული ძალები მოდიან, რომლებისთვისაც იგივე ღირებულებებია მთავარი, რაც აქვს საქართველოს.„ისეც რომ მოხდეს, რომ ქართულმა რადიკალურმა ოპოზიციამ და მათმა უცხოელმა მფარველებმა მიზანს მიაღწიონ, ვიზალიბერალიზაციის შეჩერება მაინც დროებითი, 9-თვიანი პროცედურაა, ამ შეჩერების გაგრძელება კი გაცილებით ძნელი იქნება, რადგან ევროპის პოლიტიკური ლანდშაფტი ძალიან სწრაფად იცვლება და ბევრ ქვეყანაში კონსერვატიული ძალები იმარჯვებენ.ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მცდელობებს ერთადერთი მიზანი აქვს - გამოიწვიონ მასობრივი სახალხო პროტესტი ხელისუფლების წინააღმდეგ. ქართული საზოგადოება მარტივი არჩევანის წინაშე დგას: სასწორის ერთ პინაზე დევს ვიზალიბერალიზაციის 9 თვით შეჩერების საფრთხე, ხოლო მეორეზე - ომში ჩართვის საფრთხე; ერთი მხრივ გვემუქრებიან ვიზალიბერალიზაციის ცხრათვიანი შეჩერებით და, მეორე მხრივ, არსებობს საფრთხე, რომ ჩვენთანაც იგივე მოხდეს, რაც მოხდა სირიაში, ლიბიასა და რამდენიმე სხვა ქვეყანაში „არაბულ გაზაფხულად“ წოდებული სახელმწიფო გადატრიალებების შედეგად. ამ თავიდან თითქოს „მშვიდობიან სამოქალაქო ამბოხებებს“ შედეგად მოჰყვა ასეულობით ათასი ადამიანის სიკვდილი, მილიონობით ადამიანის ლტოლვილად ქცევა, ამ ქვეყნების ეკონომიკების განადგურება და სახელმწიფოებრიობის რღვევა.ევრობიუროკრატებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ საქართველოს ომში ჩართვისკენ არავინ მოუწოდებდა და ეს თემა თითქოს ჩვენი გამოვიგონეთ. დავუშვათ, ჩვენ რაღაცას ვიგონებდით და ვაბრალებდით ჩვენს დასავლელ თუ უკრაინელ მეგობრებს, თითქოს მათ ჩვენი ომში ჩათრევა სურდათ, მაგრამ რას უპასუხებენ პოლონეთის აწ უკვე ყოფილ პრეზიდენტს ანდჟეი დუდას, რომელმაც სულ რაღაც 3 კვირის წინ განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლების მხრიდან იყო უამრავი მცდელობა და ძალიან დიდი ზეწოლა პოლონეთზე, რომ ისიც ჩართულიყო რუსეთ-უკრაინის ომში. ანუ, ქვეყანაზე, რომელიც ევროკავშირის და ნატოს წევრია, რომლის მშპ-მ ერთ ტრილიონ აშშ დოლარს მიაღწია და 40 მილიონამდე მოსახლეობა ჰყავს, იყო ზეწოლა და ვინმეს უკვირს, რომ საქართველოზეც იყო მსგავსი ზეწოლა სხვადასხვა ძალების მხრიდან?თანაც, პოლონეთი არც კი ესაზღვრება რუსეთს, საქართველოს კი ყველაზე დიდი საზღვარი სწორედ რუსეთთან აქვს. ჩვენი ტერიტორიების 20% ოკუპირებულია და თან გეოგრაფიულად ორ სხვადასხვა ადგილას. ამ ყველაფრიდან გამომდინარე ძალიან ადვილად გასაწირი ქვეყანა ვიყავით. როდესაც მსოფლიოში არსებული წესრიგი ფაქტობრივად მორღვეულია და მსოფლიოს ხელახალი გადანაწილება მიმდინარეობს, დიდი სახელმწიფოები ნაკლებად ფიქრობენ პატარა ქვეყნების ბედზე და ადვილად სწირავენ მათ თავიანთი ინტერესებისთვის. ჩვენ კარგად გვახსოვს ბაიდენის ადმინისტრაციის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის და თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის განცხადებები, რომლებმაც კრიტიკის პასუხად - თუ რატომ უნდა იხარჯებოდეს აშშ-ს გადასახადის გადამხდელთა ფული უკრაინის დასახმარებლად, პირდაპირ განაცხადეს - ამ ფულს ისევ ამერიკის თავდაცვის მრეწველობაში ვხარჯავთ და ამერიკის ეკონომიკას ვაძლიერებთ, სამაგიეროდ, ამით ჩვენს მტერს, რუსეთს ვასუსტებთ და უკრაინელები კვდებიანო. ეს არის ცინიკური დამოკიდებულება ადამიანების სიცოცხლისა და იმ სახელმწიფოს ბედის მიმართ, რომელიც ამერიკის ერთგული მოკავშირეა.სამწუხაროდ, ასეთი დამოკიდებულება დიდად არ შეცვლილა ტრამპის ადმინისტრაციის პირობებშიც. მართალია, ერთი მხრივ პრეზიდენტი ტრამპი ცდილობს მშვიდობის დამყარებას, მაგრამ, მეორე მხრივ, რადგან ჯერჯერობით ეს არ გამოსდის, ის პირდაპირ ამბობს, რომ სანამ ომი გრძელდება, ამერიკამ ფული უნდა გააკეთოს: რადგან ომი არის ევროპის კონტინენტზე, შესაბამისად, მისი დაფინანსება თავის თავზე სწორედ ევროპულმა ქვეყნებმა უნდა აიღონ - ჩვენ იარაღს მივყიდით და უკრაინელებმა იომონო.როდესაც ადამიანების სიცოცხლისა და სახელმწიფოების მომავლის მიმართ არსებობს ასეთი ცინიკური დამოკიდებულება, რატომ უკვირს ვინმეს, რომ საქართველოზე იყო ზეწოლა, რომ ომში ჩავრთულიყავით? ეს საფრთხე არსებობდა და ავიცილეთ, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ სანამ ომი გრძელდება, საფრთხე ბოლომდე აცილებული არ არის. ამიტომ, მთელი ერი უნდა ვიყოთ ფხიზლად, შევკავშირდეთ და არჩევნებზე ვაჩვენოთ საერთაშორისო საზოგადოებას, თუ როგორი მხარდაჭერა აქვს მშვიდობის პოლიტიკას საქართველოში“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ცნობილი ჟურნალისტის შვილი, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობდა, გარდაიცვალა

ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, ცნობილი ჟურნალისტის ჯანო ინაძის შვილი, მარიამ ინაძე გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა.„ასეთი ლამაზი მარიამ ინაძე აღარ გვყავს... დამუნჯებული ვარ მარიამ, გუშინდელი დღესავით მახსოვს შენი დაბადება, ამას როგორ ვიფიქრებდი, რასაც ახლა ვწერ... რა კარგია, შენო მამიკო რომ ვერ მოესწრო ამ ტკივილს და მწუხარებას, როგორი იმედით იყო შენი დედიკო ორი დღის წინ, ვზივარ და ვტირი... წაგიყვანა ღვთისმშობელმა თავისთან“.

მეუფე შიო – იმდენად გულქვანი და გაბოროტებულნი გავხდით, რომ გვიჭირს სინანული, განწმენდა და ამით ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის გახარება, რადგან ეს არის მისი სიხარული

იმდენად გულქვანი და გაბოროტებულნი გავხდით, რომ გვიჭირს სინანული, გვიჭირს განწმენდა და ამით ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის გახარება, რადგან ეს არის მისი სიხარული, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე ქადაგებისას განაცხადა.მისი თქმით, როდესაც ადამიანი ჯანმრთელია და კეთილდღეობით ცხოვრობს, მას დიდად არ სურს, იფიქროს თავის ცოდვებზე, ღმერთზე, სინანულზე, მაღალ მატერიებზე.„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ ღვთისმშობლის შობის დიდებულ დღესასწაულს, რომელიც დაემთხვა კვირა დღეს. გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.დღეს ხარობს ცა, ხარობს მიწაც და ამ სიხარულზე გალობს წმინდა ეკლესიაც დღესასწაულის ტროპარში: „შობამან შენმან, ღვთისმშობელო ქალწულო, სიხარული აუწყა ყოველსა სოფელსა“. ეს სიხარული მდგომარეობს იმაში, რომ ღმერთმა ამქვეყნად მოავლინა ყოვლადწმინდა დედა და დედოფალი ჩვენი - ღვთისმშობელი.მისი მოვლინება მოწმობს იმას, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ კაცობრიობა არ არის მიტოვებული და განწირული ცოდვაში დასაღუპად; როგორც ამბობს უფალი ჩვენი იესო ქრისტე: „ძე კაცისა მოვიდა საცხონებლად წარწყმედილისა“ (ლკ. 19, 10). უნდა მოსულიყო ძე კაცისა, უფალი იესო ქრისტე, მზე სიმართლისა ამ დედამიწაზე და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი იშვა, რომ გამხდარიყო დაუტევნელის დამტევნელი და ამ სამყაროში უდიდესი სიწმინდის კიდობანი. იგი აღასრულებს ყოვლადწმინდა სამების განგებულებას და ამიტომაც უგალობს მას ეკლესია ასეთი სიხარულით და უწოდებს „ქრისტე ღმერთის დედას“, „ცისა და მიწის დედოფალს“, ადარებს განთიადს, რომელიც წინასწარ გვამცნობს მზის ამოსვლას, სიმართლის მზის ამობრწყინებას. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს წმინდა ეკლესია დიდი მოწიწებით უწოდებს ასევე ცოდვილი კაცობრიობის შემწესა და მეოხს.არ არის ადვილი საქმე დაცემულთა და უღირსთა შეწევნა. არც ღვთისმშობლისთვის არის ეს იოლი მისია, ჩვენ ხომ ასე განვსხვავდებით ჩვენი დაცემებით, ჩვენი ცოდვებით, თავად ვიქმნით სირთულეებს, რადგან აღვმართავთ კედლებს, წინაღობას, რაც გვაშორებს ღმერთს და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს. იმდენად გულქვანი და გაბოროტებულნი გავხდით, რომ გვიჭირს სინანული, გვიჭირს განწმენდა და ამით ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის გახარება, რადგან ეს არის მისი სიხარული.მრავალ ჩვენგანს უჭირს სინანული, ზოგს ახალგაზრდობის გამო, ზოგიერთს - ამქვეყნიური, მიწიური მიჯაჭვულობის და სხვადასხვა მიზეზის გამო. როდესაც ადამიანი ჯანმრთელია და კეთილდღეობით ცხოვრობს, მას დიდად არ სურს, იფიქროს თავის ცოდვებზე, ღმერთზე, სინანულზე, მაღალ მატერიებზე. იმათ შორისაც კი, ვინც დაკარგა ჯანმრთელობა ან სხვა მიწიური სიკეთე, ბევრს ავიწყდება ღმერთი და ღვთისმშობელი. საერთოდ, ჩვენ ხშირად გვავიწყდება უფალი და ღვთისმშობლის სიყვარული და დედობრივი მზრუნველობა.მაგრამ რა მდგომარეობაშიც არ უნდა იყოს ადამიანი, იგი მაინც ღვთისმშობლის შვილია, ღვთისმშობელი ყველასთვის არის: კეთილისთვის თუ ბოროტისთვის, ძლიერისთვის თუ სუსტისთვის, მორწმუნისთვის თუ მცირედმორწმუნისთვის. მისი სიყვარული, დედობრივი მზრუნველობა, ლოცვა და შეწევნა ყველაფერს აღემატება, მას ყველა შვილი უყვარს და ყველასთვის ევედრება თავის საღვთო ძეს. ამიტომ შეუძლებელია, უფალმა იესო ქრისტემ არ შეისმინოს მისი თხოვნა. არცერთი დედის ლოცვა არ ჩაივლის უკვალოდ, ძვირფასო ძმებო და დებო, მით უმეტეს, იმ დედისა, რომელიც თავის თავში აერთიანებს დედობრივი სიყვარულის მთელ სისავსეს.ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს გული შესტკივა ჩვენთვის, ის ტირის ჩვენ გამო, ჩვენთან ერთად და ჩვენთვის; განუწყვეტლად, მხურვალედ ევედრება თავის ძეს ჩვენ ცოდვილთათვის, რომ მოგვცეს წყალობა. უფალი იესო ქრისტეც მისი ლოცვით გვაძლევს ყველაფერს, რაც საჭიროა ჩვენი ამქვეყნიური თუ მარადიული ცხოვრებისთვის.სწორედ ამიტომ მას ყოველთვის მივმართავთ და ვევედრებით: - შეგვიწყალენ ყველანი, ყოვლადწმინდაო დედაო და დედოფალო ჩვენო, მარადის ქალწულო ღვთისმშობელო! მოგვმადლე ყოველივე, რაც საჭიროა ჩვენთვის, ჩვენი ცხოვრებისთვის. დალოცე, გააძლიერე, გაამთლიანე, გადაარჩინე შენი წილხვედრი საქართველო. გააძლიერე დიდი მეუფე და მამა ჩვენი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II. დაიფარე ჩვენი ეკლესია, ჩვენი სამშობლო ხილული და უხილავი მტრებისგან. შეგვიწყალენ და გვაცხოვნენ ჩვენ, რამეთუ შენ ხარ მფარველი და მეოხი მონათა და მხევალთა შენთა. ამინ.კიდევ ერთხელ გილოცავთ, ძვირფასო ძმებო და დებო. შეგვეწიოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ჩვენ და სრულიად საქართველოს. ამინ“, - განაცხადა მეუფე შიომ.

კარგი ამბავი – ცნობილი ტყუპი ძმები 2-თვიანი რეაბილიტაციის შემდეგ ფეხზე დადგნენ

ცნობილი ქუთაისელი ტყუპი ძმები ცოტნე და თორნიკე ტურაბელიძეები 2-თვიანი რეაბილიტაციის შემდეგ ფეხზე დადგნენ. სასიამოვნო ამბავს სოციალურ ქსელში ფოტოგრაფი დანტესი ავრცელებს.„რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასასრულს მიუახლოვდა. მეორე ეტაპი: ტყუპები უნდა წავიდნენ თურქეთში რობოტულ სარეაბილიტაციო ცენტრში. ახლო მომავალში ყველა დეტალს გეტყვით ამ ყველაფრის შესახებ“, - წერს ფოტოგრაფი.

ბოლო სიახლეები