პარასკევი, მარტი 21, 2025

კახა კალაძე – ნოვრუზ ბაირამს ვულოცავ ყველას, ვინც ამ დღესასწაულს ზეიმობს, დაე, მოეტანოს მას სასიკეთო ცვლილებები, განახლება, მშვიდობა და კეთილდღეობა

ნოვრუზ ბაირამს ვულოცავ ყველას, ვინც ამ დღესასწაულს ზეიმობს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.

„გაზაფხულის ეს ლამაზი დღესასწაული, კარგა ხანია, საქართველოს მრავალეთნიკური კულტურის ნაწილად იქცა.

დაე, მოეტანოს მას სასიკეთო ცვლილებები, განახლება, მშვიდობა და კეთილდღეობა!“ – წერს კახა კალაძე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

საქართველოს ნაკრების მზადების გეგმა ერთა ლიგის საპასუხო მატჩის წინ

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი მედიას შეხვდება და სომხეთთან ერთა ლიგის „ბ“ დივიზიონის პლეი ოფის საპასუხო შეხვედრისთვის მზადებაზე ისაუბრებს.მეტოქე გუნდები შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე 22 მარტს ივარჯიშებენ. ასევე, გაიმართება მთავარი მწვრთნელების მატჩისწინა ტრადიციული პრესკონფერენციები.ერევანში გამართული პირველი მატჩი „ჯვაროსნებმა“ 3:0 მოიგეს და წყვილის ფავორიტები არიან. ერთა ლიგის პლეი-ოფის საპასუხო შეხვედრა საქართველოს ნაკრებსა და სომხეთს შორის 23 მარტს „დინამო არენაზე“ 18:00 საათზე დაიწყება. 22 მარტის განრიგი | დინამო არენა 15:30 საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია16:00 საქართველოს ნაკრების ვარჯიში (აკრედიტებული მედიისთვის ღიაა საწყისი 15 წუთი)17:00 სომხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია17:30 სომხეთის ნაკრების ვარჯიში (აკრედიტებული მედიისთვის ღიაა საწყისი 15 წუთი)

ბუნდესტაგის საბიუჯეტო კომიტეტმა უკრაინისთვის 2025 წელს დამატებით სამი მილიარდი ევროს გამოყოფა დაამტკიცა, 2026-2029 წლებისთვის კი, 8.3 მილიარდი ევრო გამოყო

გერმანიის ბუნდესტაგის საბიუჯეტო კომიტეტმა უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის მიზნით, 2025 წლისთვის დამატებით სამი მილიარდი ევროს გამოყოფა დაამტკიცა, 2026-2029 წლებისთვის კი, დამატებით 8.3 მილიარდი ევრო გამოყო.„ეს სწორი გადაწყვეტილება და მკაფიო სიგნალია პუტინისთვის, ჩვენი მოკავშირეებისთვის უკრაინაში. გერმანიის იმედად ყოფნა შეიძლება და უკრაინული ბრძოლა თავისუფლებისთვის იმსახურებს ჩვენს სრულ მხარდაჭერას“, – განაცხადა სოციალ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელმა, ანდრეას შვარცმა.უკრაინისთვის დამატებითი თანხების გამოყოფა გერმანიის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებმა მოითხოვეს.

თეა წულუკიანი: ის პოლიტიკური ძალა, რომელიც გადაწყვეტს, არ მიიღოს ნებაყოფლობით არჩევნებში მონაწილეობა, ეს მხოლოდ და მხოლოდ მისთვისაა საზიანო. ამით ხელისუფლებას ვერაფერი დააკლდება

პოლიტიკური პარტია, ან პოლიტიკური პარტიის წევრი, ან ტუნდაც, დამოუკიდებელი პოლიტიკოსი ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნება პოლიტიკაში, პოლიტიკურ პროცესში ჩართული, თუ ის არჩევნებში არ მონაწილეობს, - განუცხადა პარლამენტში ჟურნალისტებს თეა წულუკიანმა.პარლამენტის ვიცე-სპიკერი თვითმმართველობის არჩევნებში რადიკალური ოპოზიციის მონაწილეობის საკითხს გამოეხმაურა. მისი თქმით, აღნიშნული პოლიტიკის „ანა-ბანას წარმოადგენს“.„ის პოლიტიკური ძალა, რომელიც გადაწყვეტს, არ მიიღოს ნებაყოფლობით არჩევნებში მონაწილეობა, ეს მხოლოდ და მხოლოდ მისთვისაა საზიანო. ამით ხელისუფლებას ვერაფერი დააკლდება“, - აღნიშნა წულუკიანმა.თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე ოპოზიციაში დაპირისპირებაა. მათ პოზიციების შეჯერება ამ საკითხზეც უჭირთ და საერთო გადაწყვეტილებაზე ვერ ყალიბდებიან.

ზურაბ ქადაგიძე ბესო ხარძიანის საქმეზე: ოპოზიციის რომელი წარმომადგენელი დაესწრებოდა კომისიის სხდომას – ხაზარაძე, რომლის ბანკი პირდაპირი წესით იყო ჩართული ხარძიანის გაკოტრებისა და რეკეტის საქმეში,...

ოპოზიციის რომელი წარმომადგენელი დაესწრებოდა კომისიის სხდომას - ხაზარაძე, რომლის ბანკი პირდაპირი წესით იყო ჩართული ხარძიანის გაკოტრებისა და რეკეტის საქმეში თუ ვაშაძე გიორგი, რომელიც იუსტიციის სახლის სერვისებს არგებდა, წართმეული ბიზნესის გადაფორმების პროცესში,- ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე საქართველოს პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე  ბესო ხარძიანის  საქმის განხილვას.ქადაგიძის თქმით,  ის ნაძირალა "ენჯეოშნიკები" და პოლიტიკური ექსპერტები, ხომ არ დაესწრებოდნენ კომისიის სხდომას, რომლებიც  "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმის დროს  პეპლებსა და გაზაფხულის ბუნიობაზე წერდნენ დასკვნებს და არ იმჩნევდნენ სააკაშვილის რეჟიმს. ახლა, რომ რადიკალურ ოპოზიციაში არიან აზელილები.„ოპოზიციის რომელი წარმომადგენელი დაესწრებოდა კომისიის სხდომას - ხაზარაძე, რომლის ბანკი პირდაპირი წესით იყო ჩართული ხარძიანის გაკოტრებისა და რეკეტის საქმეში თუ ვაშაძე გიორგი, რომელიც იუსტიციის სახლის სერვისებს არგებდა, წართმეული ბიზნესის გადაფორმების პროცესში?თუ მელია თავისი აღსრულების ბიუროთი, მისი აღმზრდელი გვარამია ან, ელენე ხოშტარია თავისი საგარეო სამინისტროს, გამრუდებული ორიენტირებით?ან და - ის ნაძირალა "ენჯეოშნიკები" და პოლიტიკური ექსპერტები, რომლებიც მაშინ პეპლებსა და გაზაფხულის ბუნიობაზე წერდნენ დასკვნებს, არ იმჩნევდნენ სააკაშვილის რეჟიმს და ახლა, რადიკალურ ოპოზიციაში არიან აზელილები?!ამიტომაც, ერთიანად უნდა გასამართლდეს ყველა ნაძირალა - შემკვეთ, შემსრულებელ, შუამავლებიანად,“-  წერს ზურაბ ქადაგიძე.

სოზარ სუბარი ბესიკ ხარძიანის ადვოკატზე: აშკარად ჩანს, რომ ის იყო დანაშაულის თანამონაწილე და შეგნებულად იცრუა კომისიის წინაშე

აშკარად ჩანს, რომ დავით კვაჭანტირაძე იყო დანაშაულის თანამონაწილე და სრულიად შეგნებულად იცრუა დღეს კომისიის წინაშე, - განაცხადა 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე კომისიის მდივანმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სოზარ სუბარმა.მისივე თქმით, გამორიცხულია, რომ ადვოკატ კვაჭანტირაძეს არ სცოდნოდა, რომ ბესიკ ხარძიანს ქონებას იძულების წესით ართმევდნენ.კომისიის სხდომაზე მოუსმინეს ქონებრივ დავაში ბესიკ ხარძიანების ოჯახის ინტერესების დამცველს, ქალბატონ ლამარა კობალაძეს, რომლის მიმართაც ვიცე-სპიკერს ჰქონდა კითხვა:„ჩვენ დღეს მოვუსმინეთ გიორგი უდესიანის ე.წ. ადვოკატს დავით კვაჭანტირაძეს, რომელმაც თქვა, რომ მაშინ როცა ის შევიდა საპატიმროში ბესიკ ხარძიანთან, მან საერთოდ არაფერი იცოდა ქონების იძულებით გადაფორმების შესახებ, ანუ არ იცოდა, თუ რაიმე სახის ზეწოლა ან მუქარა ხორციელდებოდა ხარძიანზე. თქვენი ნათქვამიდან კი მკაფიოდ გამოჩნდა, რომ ადვოკატმა დავით კვაჭანტირაძემ ყველაფერი კარგად იცოდა და ისე იკვეთება, თითქოს დანაშაულის თანამონაწილეც კი იყო. იქნებ თქვენ დაგვიზუსტოთ, რა იკვეთება საქმის მასალებიდან,“ - მიმართა სოზარ სუბარმა ადვოკატ კობალაძეს.ადვოკატმა ლამარა კობალაძემ სოზარ სუბარის კითხვის პასუხად მოიყვანა ამონარიდი ბესიკ ხარძიანის საქმიდან, საიდანაც ჩანს, რომ ადვოკატმა დავით კვაჭანტირაძემ წინასწარ იცოდა საქმის გარემოებები, იცოდა, რომ ხარძიანის მიმართ ხორციელდებოდა ზეწოლა და წილის დათმობის სანაცვლოდ ბესიკ ხარძიანს ციხიდან გათავისუფლებას დაჰპირდა. ამასთან დაკავშირებით სოზარ სუბარმა მიმართა კომისიის თავმჯდომარეს, თეა წულუკიანს და აღნიშნა, რომ საქმის მასალებით მტკიცდება, რომ ადვოკატმა დავით კვაჭანტირაძემ კომისიის წევრები მოატყუა.„აშკარად ჩანს, რომ დავით კვაჭანტირაძე იყო დანაშაულის თანამონაწილე და აშკარად შეგნებულად მოატყუა დღეს კომისია. გამორიცხულია, რომ მას ეს ყველაფერი არ ახსოვდეს, მით უმეტეს, რომ შემდგომ წლებში მონაწილეობა აქვს მიღებული ამ საქმესთან დაკავშირებულ სასამართლო პროცესებში,“ - განაცხადა ვიცე-სპიკერმა.

ბოლო სიახლეები