ხუთშაბათი, დეკემბერი 25, 2025

კახა კალაძე: მშვიდობა იყო, არის და იქნება მუდამ მთავარი ღირებულება, რაზეც ცივილიზებული სამყარო შეთანხმდა

„მშვიდობაა მთავარი სიკეთე, რომელიც თბილისელებს 2022 წელმა გვაჩუქა და რომელსაც დამდეგი 2023 წლისგან ყველა თბილისელი ისურვებდა“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა და საახალწლო სლოგანის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, კონკრეტულმა მედიასაშუალებებმა და პოლიტიკოსებმა სცადეს, საახალწლო სლოგანი – „მშვიდობის ქალაქი“ წარმოეჩინათ როგორც ნიშნისმოგება უკრაინელების მიმართ.

„ყოველ წელს გვაქვს საახალწლო სლოგანი, რაც 2018 წლიდან იცვლებოდა. იყო „სიცოცხლით სავსე თბილისი“, „სიყვარულით სავსე თბილისი“, „ისტორიით სავსე თბილისი“, „სოლიდარობით სავსე თბილისი“ და „მეტი სიყვარული – გვიყვარდეს ერთმანეთი“. წელს ჩვენი საახალწლო სლოგანია – „მშვიდობის ქალაქი“. იმ გამოწვევების ფონზე, რაც მსოფლიოში ხდება ნებისმიერი ადამიანი რასაც
ინატრებს, მშვიდობაა, თუმცა, საკმარისია ხელისუფლების, თბილისის მთავრობის, ან გნებავთ, საზოგადოების მხრიდან გაჩნდეს საყოველთაო ფასეულობებზე დაფუძნებული იდეა, მყისიერად იწყება თავდასხმა, ბულინგი, ცილისწამება. გუშინ, კონკრეტულმა მედიასაშუალებებმა და პოლიტიკოსებმა სცადეს, აღნიშნული საახალწლო სლოგანი წარმოეჩინათ როგორც ნიშნისმოგება ჩვენი
მეგობარი უკრაინელების მიმართ, რაც არის უმძიმესი სპეკულაცია და პროვოკაცია, რომელსაც ჩვენი ქვეყნის და ქალაქის მიმართ სიყვარულით გამსჭვალული ადამიანი არასოდეს იკადრებდა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისი თქმით, მშვიდობა გასული წლის მთავარი მონაპოვარი იყო და მას ალტერნატივა არ აქვს.

„ყოველ ახალ წელს ადამიანები ტრადიციულად აღნიშნავენ მთავარ სიკეთეს, რითაც გასული წელი ყველაზე მეტად დაამახსოვრდათ და ერთმანეთს უსურვებენ ყველაზე მნიშვნელოვანს, რაც მათ უნდათ, რომ მომავალმა წელმა მოუტანოს. სწორედ მშვიდობაა მთავარი სიკეთე, რომელიც თბილისელებს 2022 წელმა გვაჩუქა და რომელსაც დამდეგი 2023 წლისგან ყველა ქართველი ისურვებდა. ამასთან, პირველი, ვისაც თითოეული ჩვენგანი, თითოეული თბილისელი და ქართველი, ერთმანეთის შემდეგ, მშვიდობას უსურვებდა, სწორედ ჩვენი კიეველი და უკრაინელი მეგობრები არიან. მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა და ის, რომ ჩვენი და ზოგადად, მსოფლიოს ყველა ქალაქი უნდა იყოს მშვიდობის ქალაქი, მავანთათვის თურმე კითხვებს აჩენს. რა ვქნათ, არ ჩავიფიქროთ მშვიდობა?! არ გავუშვათ ეს ყველასთვის სანუკვარი სურვილი თბილისიდან მსოფლიოს ყველა ქალაქის მისამართით?!“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისი თქმით, საახალწლო სლოგანში არ იყო ჩადებული არავითარი პოლიტიკური გზავნილი და მშვიდობა არის ის, რისკენაც ყველა მიისწრაფვის.

„გასული წელიწადნახევრის განმავლობაში, საქართველოში პოლიტიკური პროცესები სხვაგვარად რომ წარმართულიყო და კონკრეტულ ჯგუფს ძალაუფლება დაებრუნებინა, თბილისი დღეს ნამდვილად იქნებოდა არა მშვიდობის, არამედ ომის ქალაქი, რაც თბილისმა თავის თავზე არაერთგზის იწვნია და რისი გამეორება არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ. დღეს ჩვენს ქალაქს, ხალხს, ქვეყანას ყველაზე მეტად მშვიდობა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარება სჭირდება. ამ ადამიანებმა ვერ შეიკავეს თავი და კიდევ ერთხელ გამოავლინეს საკუთარი რეალური სურვილი. სინამდვილეში, მათ არა მშვიდობის შესახებ სრულიად უწყინარი სლოგანი და წარწერა, არამედ უპირველეს ყოვლისა, თავად მშვიდობა აღიზიანებთ. სლოგანზე თავდასხმა სწორედ ამ ყველაფრის გამოვლინება იყო და მეტი არაფერი. არ ვიცი, რა ვთქვა, ეს თემა განსასჯელად თქვენთვის მომინდია. დავამატებ მხოლოდ იმას, რომ მთავარი ის კი არ არის, რა წარწერას გავაკეთებთ ქუჩებში, მთავარია, გულით ვისურვოთ კეთილი სურვილები და ცოტა უფრო მეტად გვიყვარდეს ჩვენი ქვეყანა და ხალხი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

კახა კალაძე: შობას ვულოცავ ყველას, ვინც დღეს აღნიშნავს ამ უდიდეს დღესასწაულს!

თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში შობის დღესასწაულს ულოცავს ყველას, ვინც ამ დღესასწაულს დღეს აღნიშნავს.„შობას ვულოცავ ყველას, ვინც დღეს აღნიშნავს ამ უდიდეს დღესასწაულს!მაცხოვრის შობა არის სიყვარულის, სიკეთის, განახლებისა და იმედის სიმბოლო და მას გამორჩეულად ზეიმობს ყველა ქრისტიანი.დაე, იყოს მშვიდობა ქვეყანაში და კეთილდღეობა თქვენს ოჯახებში!", - წერს კახა კალაძე.

ტყიბულში ქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო

ტყიბულში ქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო.ბავშვებთან ერთად ნაძვის ხე ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კუბლაშვილმა აანთო და მოსახლეობას დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.საახალწლოდ ქალაქი საგანგებოდ მოირთო და პატარების განწყობაზე ანიმატორებმა იზრუნეს.ღონისძიებას ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იზოლდა ნემსაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

რომის პაპმა, ლეო XIV-მ საშობაო მესა პირველად აღავლინა

რომის პაპმა ლეო XIV-მ შუაღამის საშობაო მესა პირველად აღავლინა.წმინდა პეტრეს ბაზილიკში კათოლიკური ღვთისმსახურება ვატიკანის დროით საღამოს, 10:00 საათზე დაიწყო.შობის სცენისკენ მიმავალ რომის პაპს ათი ბავშვი მიჰყვებოდა – სამხრეთ კორეიდან, ინდოეთიდან, მოზამბიკიდან, პარაგვაიდან, პოლონეთიდან და უკრაინიდან. მათ შობის სცენა ყვავილებით შეამკეს.სადღესასწაულო მესას ასობით ადამიანი დაესწრო. მსახურებას ესწრებოდნენ სასულიერო პირებიც.კათოლიკურ ღვთისმსახურებამდე, რომის პაპი ლეო XIV წმინდა პეტრეს მოედანზე ჩავიდა და დალოცა მორწმუნეები, რომელთაც წმინდა პეტრეს ბაზილიკაში შესვლა და საშობაო მესაზე დასწრება ვერ შეძლეს.„წმინდა პეტრეს ბაზილიკა ძალიან დიდია, მაგრამ, სამწუხაროდ, საკმარისად არა ყველა თქვენგანის მისაღებად. მე აღფრთოვანებული ვარ, პატივს გცემთ და მადლობას გიხდით ამ საღამოს აქ ყოფნის სურვილისთვის. ჩვენ გვსურს შობის ერთად აღნიშვნა. იესო ქრისტე, რომელიც ჩვენთვის დაიბადა, სიმშვიდესა და ღვთის სიყვარულს გვაძლევს. საუკეთესო სურვილები ყველას. ღმერთმა დაგლოცოთ და დალოცოს ყველა თქვენგანის ოჯახი“, – მიმართა რომის პაპმა მომლოცველებს.ხვალ, 25 დეკემბერს ვატიკანის დროით დილის 10:00 საათზე რომის პაპი ლეო XIV დღის მესას აღავლენს, რომელიც სწორედ მან აღადგინა. შობის დღის წირვა ლეო XIV-ის წინამორბედებს – პაპ ფრანცისკეს და პაპ ბენედიქტ XIV-ს ის არასდროს აღუვლენიათ. ბოლოს ეს 1994 წლის 25 დეკემბერს, პაპმა იოანე პავლე II-მ გააკეთა.შუადღისას, პონტიფიკოსი წმინდა პეტრეს აივნიდან, ტრადიციულ საშობაო მიმართვას წაიკითხავს და კათოლიკე მორწმუნეებს შობას სხვადასხვა ენაზე მიულოცავს.

ბიძინა ივანიშვილი – ვულოცავ პატრიარქს აღსაყდრების იუბილეს, ვუსურვებ ჯანმრთელობასა და მხნეობას, რათა კიდევ მრავალი წელი იღვაწოს მართლმადიდებლური ფასეულობების განმტკიცებისათვის

48 წელია, საქართველოს სულიერი მამა, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ღირსეულად, პატიოსნად ემსახურება ჩვენს ეკლესიას, ჩვენს რწმენასა და სამშობლოს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მილოცვაშია ნათქვამი.„შეუფასებელია უწმინდესის ღვაწლი ქართველების ერთიანობის, ქრისტიანობისა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცების საქმეში. მრავალი ქარტეხილის მიუხედავად, თითქმის ნახევარი საუკუნეა, ილია მეორე ღირსეულად ატარებს ერის სულიერი მამის მძიმე ჯვარს.ჩემი და ჩემი მეუღლის, ეკატერინა ხვედელიძის სახელით ვულოცავ პატრიარქს აღსაყდრების იუბილეს, ვუსურვებ მას ჯანმრთელობასა და მხნეობას, რათა კიდევ მრავალი წელი იღვაწოს მართლმადიდებლური ფასეულობების განმტკიცებისათვის“, – ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის მისალოც ტექსტში.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი გავიდა

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი გავიდა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მილოცვებს იღებს. 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის ტაძარში მე-12 საეკლესიო კრების მიერ არჩეული პატრიარქის ინტრონიზაცია გაიმართა.ილია მეორის სახელს უკავშირდება წლების განმავლობაში უამრავი ეკლესია-მონასტრის აღდგენა- მშენებლობა, საერთაშორისო კონტაქტების გაძლიერება, ეკლესიებში მრევლის და სასულიერო პირების რაოდენობის ზრდა. ასევე ქვეყანაში დემოგრაფიული ვითარების გაუმჯობესება.

ბოლო სიახლეები