დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, „ლაღიძის წყლებთან“ დაკავშირებით გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში იქნება მიღებული.
ამის შესახებ კახა კალაძემ პირველი არხის ჟურნალისტს განუცხადა.
„ლაღიძის წყლებან დაკავშირებით ვმუშაობთ და ვფიქრობ, უახლოეს მომავალში უკვე იქნება გადაწყვეტილება მიღებული. უკვე მიმდინარეობს მილაპარაკებები და ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას ძალიან მალე ვამცნობთ “, – განაცხადა კალაძემ.
გასულ წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა დედაქალაქის მერ კახა კალაძეს სთხოვა, ბიზნესის უფლებების სრული დაცვით, „ლაღიძის წყლები“ და სახაჭაპურე რუსთაველის გამზირს ისევ დაუბრუნდეს.
პრემიერ-მინისტრმა ამ თემაზე „გალერია თბილისის“ გახსნაზე ისაუბრა.
.