ჩვენო მუსლიმო მეგობრებო, მინდა, მოგვიანებით მოგილოცოთ რამადან ბაირამისა და ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულები, – ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს.
როგორც კალაძე აღნიშნავს, მუსლიმმა თემმა კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებისა და დაკრძალვის დღეებში კიდევ ერთხელ აჩვენა უდიდესი თანადგომა, სიმტკიცე და ურთიერთპატივისცემის საუკეთესო მაგალითი.
„განახლების, იმედებისა და სულიერი სიმტკიცის სიმბოლოდ ქცეული დღესასწაულები საქართველოში მრავალი წელია, აღინიშნება და თქვენთან ერთად, მთელი გულით ვიზიარებთ ამ სიხარულს.
საქართველოს ყოველდღიურობა და მისი კულტურა წარმოუდგენელია სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლების გარეშე, რაც გასულ დღეებში კიდევ ერთხელ ნათლად წარმოჩინდა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებისა და დაკრძალვის დღეებში, თქვენ კიდევ ერთხელ აჩვენეთ უდიდესი თანადგომა, სიმტკიცე და ურთიერთპატივისცემის საუკეთესო მაგალითი.
დიდი მადლობა თანადგომისთვის, პატივისცემისთვის, ჩვენი ტკივილის გაზიარებისთვის!
გილოცავთ, სიკეთე, სიხარული და ბედნიერება იყოს თქვენს ოჯახებში!“ – აცხადებს კახა კალაძე.

