„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, დედაქალაქის მერი კახა კალაძე, ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს.
„ძალიან მიმძიმს, სამძიმრის სიტყვები მივუძღვნა მეგობარს, თანაგუნდელს, თანამებრძოლს, საუკეთესო ადამიანს – ირაკლი ხახუბიას. ირაკლის სახით, მე დავკარგე საიმედო და ერთგული მეგობარი, რომლისთვისაც ღირსება და ქვეყნის სიყვარული იყო უპირველესი. ვუსამძიმრებ ირაკლის ოჯახის წევრებს, მის მეგობრებს, კოლეგებს, მთელ საქართველოს!“, – წერს კახა კალაძე.