შაბათი, ივლისი 26, 2025

კახა კალაძე – ვინც გვლანძღავდა, რატომ იძულებით არ გავიყვანეთ სადგურის მოედანზე მცხოვრებლები, დღეს უტიფრად აცხადებს, რომ მეოთხე კატეგორიის შენობებიდან შეჭრილი ხალხის გაყვანა დანაშაულია

თბილისის მერმა, კახა კალაძემ სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვისას განაცხადა, რომ თვალჭრელიძის ქუჩაზე მიმდინარე პროცესში მერია არ მონაწილეობს, რადგან ეს მუნიციპალიტეტის საკუთრება არ არის. მანვე წარმოადგინა ფოტოები, სადაც ნაჩვენებია აღნიშნული შენობა-ნაგებობების ავარიულობა.

„მინდა, კარგად ნახოთ, რა საფრთხის მქონე შენობებზეა საუბარი, გაჩვენებთ ფოტოებს. აი, აქედან მოსახლეობის იძულებით გაყვანა ყოფილა დანაშაული. გახსოვთ ის ბრალდებები, შეურაცხყოფა და თავდასხმა, რაც სულ ახლახან სადგურის მოედნის მიმდებარედ სახლის ჩამოშლას მოჰყვა. ზუსტად ის ხალხი, ვგულისხმობ ზოგიერთი მედიის წარმომადგენლებს, ოპოზიციას, ე.წ. ექსპერტებს, ვინც ერთი კვირის განმავლობაში გვლანძღავდა იმის გამო, რატომ არ გავიყვანეთ იძულების წესით იმ კორპუსის მცხოვრებლები ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მეოთხე კატეგორიის მქონე შენობებიდან ხალხის იძულებით გაყვანა არის დანაშაული. თანაც ეს მათი საკუთრება არ არის. ეს იგივეა, თქვენს საცხოვრებელში შემოიჭრას ვინმე, მიმართოთ სახელმწიფოს და სახელმწიფომ არ იმოქმედოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მანვე მოუწოდა ოპოზიციის წარმომადგენლებსა და კონკრეტულ მედიასაშუალებებს, აღნიშნული საკითხის ირგვლივ ცრუ ინფორმაცია არ გაავრცელონ.

„ავარიული კორპუსები უდიდესი პრობლემაა და ნაცვლად იმისა, რომ მედია, საზოგადოება, ოპოზიცია დაინტერესებული იყოს რეალური გამოსავლის ძებნით, რადგან ყველანი ამ ქალაქში ვცხოვრობთ და ყველას გვეხება იგი, დაკავებულია ხელის შეშლით. ყველამ კარგად იცით, რომ მოქმედებს ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამა, რაც გვაძლევს საშუალებას, რომ ეტაპობრივად ჩვაანაცვლოთ ასეთი კორპუსები. მას თავისი პირობები და წესები გააჩნია. თბილისის მერია ყველა ოჯახს, ვისაც აქვს საცხოვრებლის პრობლემა, ცხოვრობს ავარიულ სახლებში, ეხმარება, სთავაზობს გადაწყვეტის გზებს, მაგრამ მნიშვნელოვანია თქვენი თანადგომა. ეს პოლიტიკური სპეკულაციები, მიზანმიმართული ცილისწამება არის ერთსაათიანი – რა დროსაც შეგიძლიათ, საზოგადოება შეიყვანოთ შეცდომაში, მაგრამ სიმართლე არის ის, რაზეც ვისაუბრე და ყველაფერი დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დავით კილაძე ჭაბუკთა შორის ევროპის ჩემპიონია

მადრიდში მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე  წარმატებით იასპარეზა დავით კილაძემ (65 კგ), რომელმაც ორი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვა.ძალოსანმა ატაცში 101/106/108  კგ. დაძლია და ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხოლო აკვრაში თავი 127/130/132 კგ-ს გაართვა, ოქროს მედლის მფლობელი გახდა და ევროპის ჩემპიონობა იზეიმა.ძალოსანმა ორჭიდის ჯამში მოგროვილი 240 კილოგრამით მეორე ოქროს მედალი მოიპოვა და საქართველოს რეკორდის დამყარებაც შეძლო – მან ატაცსა და აკვრაში 4-4, ორჭიდში კი 8 კილოგრამით შეძლო ქვეყნის რეკორდის გაუმჯობესება, რომელიც მასვე ეკუთვნოდა.

„ცხედარს, დაუზიანებელი ადგილი არ ჰქონდა…“ – დაკავებულია ყაზახი ბიზნესმენი, რომელმაც ცოლი ჯერ აწამა, შემდეგ ცხენს გამოაბა

ყაზახეთში მამაკაცმა ორსული ცოლი ცხენზე მიაბა და სიკვდილამდე ათრია. ყაზახეთში მამაკაცი ეჭვმიტანილია 32 წლის ორსული ცოლის სასტიკად მკვლელობაში, მათი ორი წლის ქალიშვილის თვალწინ. მან ქალი ცხენის უნაგირზე მიაბა და რამდენიმე საათის განმავლობაში მინდორში მისდევდა, სანამ მსხვერპლი მტკივნეული სიკვდილით არ გარდაიცვალა. საშინელი ისტორია ადგილობრივმა ჟურნალისტმა, სანდუგაშ დუისენოვამ გაახმაურა.ტრაგედია სოფელ ბალასაზში მოხდა. აიბარ ჟანბოლატს ცოლთან ჩხუბი მოუვიდა. ნათესავების თქმით, აიზატ ჯუმანოვა ძალადობის მსხვერპლი გახდა, რაც შეიძლება შევადაროთ არა უბრალო ცემას, არამედ ნამდვილ წამებას. ამის შემდეგ კაცმა ქალი ცხენზე მიაბა და მინდორში გაუშვა. რამდენიმე საათის შემდეგ, აიზატის სხეულზე თითქმის აღარ დარჩა დაუზიანებელი ადგილი.მოგვიანებით, ექსპერტებმა სხვა საშინელი დაზიანებებიც აღმოაჩინეს.„სამედიცინო დასკვნა წამების მეთოდების ჩამონათვალს ჰგავს: დახურული ქალა-ტვინის ტრავმა, ტვინის დაჟეჟილობა და შეშუპება, თავის ქალას ფუძის მოტეხილობა, კიდურებისა და მენჯის მრავლობითი მოტეხილობები, უხეშ ზედაპირზე თრევის კვალი. „მუხლებზე აქერცლილი კანი, ამოვარდნილი და მოტეხილი თითები, დაწყვეტილი იოგები და სხეულის ისეთი ადგილები, რომლებიც სისხლიდან დაცლამდე იყო დაზიანებული“, - წერს ჟურნალისტი სოციალურ ქსელში.გარდაცვლილის დედის თქმით, მისმა ქმარმა მოაწყო მისი ქალიშვილის სიკვდილით დასჯა, როგორც ეს უძველესი რიტუალების დროს იყო. დამწუხრებულმა ქალმა განმარტა, რომ უძველეს დროში დამნაშავე ადამიანებს სტეპში მანამ ათრევდნენ, სანამ „მხოლოდ გატეხილი ჩონჩხი არ დარჩებოდა“. ახლა აიზატის ოჯახი სამართლიანობის აღდგენას ცდილობს. პოლიციამ ეჭვმიტანილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა, თუმცა გაუფრთხილებლობით გამოწვეული სიცოცხლის მოსპობით გამოწვეული მძიმე ზიანის მიყენების მუხლით. თუმცა, გარდაცვლილის დედა დარწმუნებულია, რომ რეალურ მკვლელობაზეა საუბარი.სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ ეჭვმიტანილი, აიბარ ჟანბოლატი, წარმატებული ბიზნესმენია: მას ცხენების უზარმაზარი ჯოგი ჰყავს და ერთხელ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებშიც კი იყრიდა კენჭს. გარდაცვლილის ორი წლის ქალიშვილმა მკვლელობა საკუთარი თვალით ნახა, თუმცა ჯერ ვერ საუბრობს. ახლა, ნათესავების თქმით, ბავშვი გამუდმებით ტირის და დედას ეძახის.

ნინი ბადურაშვილი მიმართვას ავრცელებს

ნინი ბადურაშვილი მიმართვას ავრცელებს.„ახლა რაც შეეხება ჩემს მუდმივ განსჯის საგანს გათხოვება-გამოთხოვების შესახებ! ძალიან მაგრად დამღალეთ მეც და ხალხიც დაიღალა!თხოვნაა,რომ დაოკდეთ გაუგებარ გვერდებში მომუშავე ადამიანები და შეეშვათ სიცრუის გავრცელებასთქვენი მიზანია მხოლოდ ის რომ, გამომწერების რაოდენობა გაზარდოთ ნუ აფრიალებთ სხვადასხვა ადამიანის ფოტოებს ვითომ ჩემი შეყვარებულია,რადგან ეს სიმართლეს არ შეესაბამება თუ საჭიროდ ჩავთვლი მე თვითონ დავწერ ამის შესახებ მადლობა ნახვამდის“,- წერს ნინი ბადურაშვილი.

200-ზე მეტი ბრიტანელი კანონმდებელი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრს მოუწოდებს, პალესტინის სახელმწიფო აღიაროს

200-ზე მეტი ბრიტანელი კანონმდებელი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრს მოუწოდებს, პალესტინის სახელმწიფო აღიაროს.ერთობლივ წერილს ხელს აწერს 221 დეპუტატი.„გვესმის, რომ გაერთიანებული სამეფოს არ აქვს ძალაუფლება, უზრუნველყოს პალესტინის თავისუფლება და დამოუკიდებლობა, გაერთიანებული სამეფოს მიერ აღიარებას მნიშვნელოვანი გავლენა ექნებოდა. ამიტომ მოგიწოდებთ, გადადგათ ეს ნაბიჯი“, – აღნიშნულია წერილში.წერილის ხელმომწერი კანონმდებლები ასევე მოუწოდებენ მთავრობას, მომავალ კვირას გაერო-ს კონფერენციაზე დასახოს, როდის და როგორ იმოქმედებს თავის დიდი ხნის ვალდებულებასთან დაკავშირებით, რომელიც ორი სახელმწიფოს პრინციპს ეყრდნობა.

საქართველოს ელჩმა, თამარ ტალიაშვილმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს თეთრ სახლში რწმუნებათა სიგელები გადასცა

აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თამარ ტალიაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს თეთრ სახლში რწმუნებათა სიგელები გადასცა.ცერემონიის ფარგლებში პრეზიდენტთან შეხვედრისას დონალდ ტრამპმა ახლად დანიშნულ ელჩს წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.„მნიშვნელოვანი დღე იყო დღეს ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში. მქონდა პატივი, გადამეცა რწმუნებათა სიგელები აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის. მე მას ასევე გადავეცი საქართველოს ხელისუფლების, ქართველი ხალხის, საქართველოს პრემიერის, პრეზიდენტის კეთილი სურვილები, მათი მილოცვები, ასევე ის მნიშვნელოვანი გზავნილები,რომელიც ჩვენ გაგვაჩნია აშშ-ის მიმართ და რაც გულისხმობს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება მზადაა,  გადაიშალოს ახალი ფურცელი ჩვენს ურთიერთობებში და ის დაემყაროს ურთიერთსარგებელს, ჩვენი პარტნიორობა გახდეს მტკიცე და კიდევ უფრო გაძლიერდეს ის ხალხთაშორისი ურთიერთობები, რომელიც ამ ეტაპზე არსებობს.მინდა, აღვნიშნო, რომ შეხვედრა ძალიან თბილ და მეგობრულ გარემოში ჩატარდა, შეხვედრას ესწრებოდა სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო. მინდა, მადლობა გადავუხადო აშშ-ის სახელმწიფო ადმინისტრაციას, რომ ამ მნიშვნელოვანი ცერემონიის ჩატარება საქართველოსთან მიმართებაში შესაძლებელი გახდა უმოკლეს დროში. მინდა, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ ჩვენ დიდი ხელშეწყობა გვქონდა, რათა ეს პროცედურები რაც შეიძლება სწრაფად და მალე განხორციელებულიყო.აღსანიშნავია, რომ გუშინ ასევე მქონდა ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრა აშშ-ის სახელმწიფო პროტოკოლის ხელმძღვანელთან, ელჩ მონიკა ქრაულისთან. ეს შეხვედრა წარიმართა ძალიან მეგობრულ ატმოსფეროში.ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, ამ შეხვედრების განმავლობაში გვესაუბრა საქართველო- აშშ-ის ურთიერთობების გაძლიერებაზე და ასევე იმ სამოქმედო გეგმაზე, რომელიც გაიწერება და იქნება სახელმძღვანელო იმისათვის, რომ ჩვენი სამომავლო გეგმები და თანამშრომლობა იყოს ძლიერი და მტკიცე“, – განაცხადა ელჩმა შეხვედრის შემდეგ.

ბოლო სიახლეები