სამშაბათი, მარტი 10, 2026

კახა კალაძე – ევროპარლამენტის მიერ „გამჭვირვალობის კანონის“ გამკაცრება ჩვეულებრივი, ორმაგი სტანდარტის კიდევ ერთი მაგალითია

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის მიერ „გამჭვირვალობის კანონის“ გამკაცრების განკარგულების მიღება ორმაგი სტანდარტის კიდევ ერთი მაგალითია.

როგორც მერმა შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, ევროპელ ბიუროკრატებს საქართველოსთან მიმართებაში თავიანთი ინტერესები გააჩნიათ.

„ჩვეულებრივი, ორმაგი სტანდარტის კიდევ ერთი მაგალითია. მსგავსი უამრავი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ. არ უნდა მივაქციოთ იმ განცხადებებს ყურადღება, რომლებიც ხშირ შემთხვევაში, მოდის ევროპული ბიუროკრატიიდან და რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ სიცრუითაა გაჯერებული. მათ თავიანთი ინტერესები აქვთ საქართველოსთან მიმართებაში, რა თქმა უნდა, არა საჩვენო. ჩვენ ამ ყველაფერს არ უნდა მივაქციოთ ყურადღება, უნდა ვიმოქმედოთ ისე, როგორც სჭირდება ამ ქვეყნის მომავალს, უსაფრთხოებას, მშვიდობის შენარჩუნებასა და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე შეფასებით, ევროპარლამენტი აკეთებს იმავეს, რასაც საქართველოში აკრიტიკებენ.

„ჩვენ რასაც გვიშლიდნენ და გვეუბნებოდნენ, როგორ შეიძლება, აღნიშნული კანონების მიღებაო, დღეს თვითონ იღებენ და ამკაცრებენ კანონს, რათა გამჭვირვალე იყოს ყველაფერი. ჩვენც იმავეს ვაკეთებთ. გვინდა, რომ გამჭვირვალე იყოს პროცესები. ზოგიერთი ევროპარლამენტარი რომ გამოდის და ამბობს, სხვა გზებს ვეძებთ და შავ ხვრელებს, როგორ შემოვიტანოთ ფული საქართველოშიო, ეს არ გვინდა ზუსტად. შენ დალოცვილო, თუ კარგ საქმეს აკეთებ, რა გაქვს დასამალი? ხომ უნდა იყოს გამჭვირვალე ყველაფერი? მეორე იყო ოჯახური ღირებულებების თემა. ესეც ხომ მნიშვნელოვანია თითოეული ქართველისთვის? თუ ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, რა გამოდის? – ოჯახური ღირებულებების საკითხიც არ არის მისაღები მათთვის და უნდა მოვიქცეთ ისე, როგორც გვეუბნებიან. ეს უკვე ჩვენთვის არაა მისაღები“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტის შიდა ბაზრისა და მომხმარებელთა დაცვის კომიტეტმა მხარი დაუჭირა მესამე ქვეყნების მიერ განხორციელებული ლობირების გამჭვირვალობის შესახებ ახალ წესებს. ევროპარლამენტის გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ახალი წესები მიზნად ისახავს ლობირების საერთაშორისო ხასიათისა და დემოკრატიულ პროცესებზე შესაძლო უცხოური გავლენის საკითხის მოგვარებას.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გიორგი გაბუნია – ევრობიუროკრატია საქართველოს შიდა პოლიტიკურ სივრცეში საინფორმაციო დივერსიას აწყობს, ამის ნათელი დასტური ყულევის ნავთობტერმინალის საკითხია

საქართველო არასოდეს იყო გამოყენებული სანქციების გვერდის ავლისთვის და ქვეყანა ნებისმიერ აღებულ ვალდებულებებს პირნათლად იცავს, – ამის შესახებ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ განაცხადა.მისივე თქმით, ევროკომისიის გადაწყვეტილება, ყულევის ტერმინალი სანქციების პაკეტიდან ამოიღონ, ამტკიცებს, რომ ამ საკითხის ირგვლივ ცრუ ბრალდებები ვრცელდებოდა.„ევროკომისიამ ყულევის ტერმინალი სანქციების პაკეტიდან ამოიღო. ვიდრე ეს გადაწყვეტილება გამოცხადდებოდა, ვიცით, როგორი აქტიური კამპანია მიმდინარეობდა და დეზინფორმაცია ვრცელდებოდა ორგანიზებულად. გერმანიის ელჩის განცხადებაც გვახსოვს, რომ ყულევის ტერმინალი მეოცე პაკეტში იყო შეტანილი. მინდა, გერმანიის ელჩს ვკითხო, სად არის არგუმენტები და ეს მტკიცებულებები? თუ მტკიცებულებები იყო, მაშინ ყულევის ტერმინალი სანქციების პაკეტიდან რატომ ამოიღეს?  ვხედავთ, რომ ევრობიუროკრატია საქართველოს შიდა პოლიტიკურ სივრცეში საინფორმაციო დივერსიას აწყობს და ადგილი აქვს მთელ რიგ ცრუ ბრალდებებს, რომლის ნათელი დასტურია ყულევის ნავთობტერმინალის საკითხი. ამ თვალსაზრისით აქტიურ კამპანიას ეწეოდა სალომე ზურაბიშვილიც. ამ ადამიანების ცრუ ბრალდებები კიდევ ერთხელ დადასტურდა. საქართველო არასოდეს იყო გამოყენებული სანქციების გვერდის ავლისთვის და ქვეყანა ნებისმიერ აღებულ ვალდებულებებს პირნათლად იცავს“, – განაცხადა გაბუნიამ.ცნობისთვის, ევროკავშირმა საქართველოში მდებარე ყულევის ნავთობის ტერმინალი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტში არ შეიყვანა. შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, დევიდ ო’სალივანმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს წერილით აცნობა.

„პოლიტიკო“ – ევროკავშირის ზოგიერთი ლიდერი შიშობს, რომ უკრაინის წევრობაზე დებატები შესაძლოა, არჩევნების წინ ბრძოლის მასალად იქცეს ულტრამემარჯვენე პარტიებისთვის საფრანგეთში, ფინეთსა და სხვა ქვეყნებში

ევროკავშირმა ახალი წევრების მიღებისას უფრო სწრაფად უნდა იმოქმედოს და 27-წევრიანი კლუბის გაფართოების მიმართულებით, – ამის შესახებ ევროკავშირის  უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა.„პოლკიტიკოს“ ინფრომაციით, ბრიუსელში, ევროკავშირის დიპლომატების ყოველწლიურ კონფერენციაზე, კალასმა აღნიშნა, რომ გაფართოება დამსახურებაზე დაფუძნებული უნდა დარჩეს, მაგრამ ამჟამინდელ კონტექსტში ევროკავშირმა ტემპი უნდა დააჩქაროს.„გაფართოება რუსული იმპერიალიზმის ანტიდოტია და ნიშანი იმისა, რომ ისტორიაში ყველაზე ამბიციური მრავალმხრივი პროექტი, ევროკავშირი, აქ დარჩება, – განაცხადა კაია კალასმა.გამოცემა წერს, რომ კალასის მიერ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების უფრო სწრაფი ინტეგრაციისკენ მიმართული ძალისხმევა ევროკომისიასა და ეროვნულ დედაქალაქებს შორის დაძაბული დისკუსიებს იწვევს, რადგან ზოგიერთი წევრი სახელმწიფო ევროკავშირის სრაფად გაფართოების იდეას მხარს არ უჭერს.„გასულ კვირას ევროკომისიის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ბიორნ ზაიბერტის თანდასწრებით გამართულ სადილზე, ევროკავშირის ელჩებმა უარყვეს ახალი წევრების შეზღუდული პრივილეგიებით დაშვების შესაძლებლობა. კალასის სიტყვები მნიშვნელოვან მხარდაჭერას უწევს იმ აზრს, რომ გაფართოება არ არის უბრალოდ ბიუროკრატიული პროცესი, რომლითაც კანდიდატები აკმაყოფილებენ ევროკავშირის კრიტერიუმებს, არამედ გეოპოლიტიკური არჩევანია, როგორც ეს კომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა“, – წერს „პოლიტიკო“.გამოცემა წერს, რომ უკრაინის წევრობასთან დაკავშირებით საჯარო დებატების პერსპექტივა შემაშფოთებელია ევროკავშირის ზოგიერთი ლიდერისთვის, რომლებიც შიშობენ, რომ ამან შეიძლება, ულტრამემარჯვენე პარტიებს საბრძოლო მასალა მისცეს მომავალ წელს საფრანგეთში, ფინეთსა და სხვა ქვეყნებში დაგეგმილ არჩევნებამდე.

გია ხუხაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ექსპერტი გია ხუხაშვილი გამოკითხვაზე დაიბარეს.ხუხაშვილი სუს-ში სავარაუდოდ გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით არის დაბარებული.კერძოდ, მან „პალიტრანიუსის“ პოლიტიკურ თოქშოუ „360 გრადუსში“ განაცხადა: „ძალიან საფრთხილო სიტუაციაა. დეტალებს ვერ ვიტყვი. ღია წყაროებიდან ვფლობ ინფორმაციას, მაგრამ ინფორმაცია საკმაოდ დამაჯერებელია და აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, საფრთხე არის რეალური. შეიძლება დაიწყოს ტერაქტების სერია“.სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე გია ხუხაშვილი 12:00 საათზეა დაბარებული.

გიგა ფარულავა – ყულევის ტერმინალის სანქციათა პაკეტიდან ამოღება თუ მოხდა, ეს მხოლოდ კარგია

ძალიან კარგია, რომ ყულევის ტერმინალი სასანქციე პაკეტიდან ამოიღეს, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიგა ფარულავამ განაცხადა.„სტრატეგიულ პარტნიორებს მოვუწოდებდით, სანქციები ჩვენს მოქალაქეებს ნაკლებად შეეხოს. ხელისუფლებასაც მოვუწოდებდით, რომ საქართველოში არ იყოს სანქციების გვერდის ავლის შესაძლებლობა. შესაბამისად, ტერმინალის ამ პაკეტიდან ამოღება თუ მოხდა, ეს მხოლოდ კარგია“, – განაცხადა გიგა ფარულავამ.ცნობისთვის, ევროკავშირმა საქართველოში მდებარე ყულევის ნავთობის ტერმინალი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტში არ შეიყვანა. შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, დევიდ ო’სალივანმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს წერილით აცნობა.

აზერბაიჯანი ირანში 32 ტონა ჰუმანიტარულ ტვირთს გაგზავნის

აზერბაიჯანი ირანში 32 ტონა ჰუმანიტარულ ტვირთს გაგზავნის.აზერბაიჯანის სახელმწიფო რეზერვების კონტროლის დეპარტამენტის დირექტორმა, ემინ ჰასანოვმა განაცხადა, რომ ბაქო თეირანს 30 ტონა საკვებ პროდუქტებსა და ორ ტონა მედიკამენტს გაუგზავნის.„ჰუმანიტარული დახმარება მოიცავს ფქვილს, ბრინჯს, შაქარს, ჩაის, ასევე სამედიცინო მასალებს. მანქანები უკვე გადიან“, – განაცხადა ენინ ჰასანოვმა.ირანში ჰუმანიტარული ტვირთების გაგზავნის გადაწყვეტილბა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა მიიღო.

ბოლო სიახლეები