სამშაბათი, სექტემბერი 2, 2025

კახა კალაძე – დღეს ევროპელი ბიუროკრატებისთვის არ არის მისაღები, რომ საქართველოს ხელისუფლების სათავეშია „ქართული ოცნება“, რადგან ის არის პატრიოტი ხელისუფლება

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დღეს ევროპელი ბიუროკრატებისთვის არ არის მისაღები, რომ დღეს საქართველოს ხელისუფლების სათავეში „ქართული ოცნებაა“, რომელიც არის პატრიოტი ხელისუფლება და „არ ითვალისწინებს იმ სისულელეებს, რასაც უბრძანებენ“.

ამის შესახებ მერმა ჟურნალისტებს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.

„ჩვენ არავის ვლანძღავთ, არავის ვესხმით თავს, ჩვენ ვიცავთ საკუთარ ქვეყანას, ხალხს, ქვეყნის ინტერესებს. ხალხის მიერ არჩეულმა პარლამენტმა მიიღო კანონი, რისი სრული უფლებაც აქვს. ამაზე გვეუბნებიან, რომ ეს არის არაევროპული კანონი. მარტივ კითხვას ვსვამთ, რატომ არის არაევროპული? გვაჩვენეთ არგუმენტები, შეიძლება, ჩვენ ვცდებით. იმაში თუ დაგვარწმუნებთ, რომ ეს არის ანტიევროპული და ანტიდემოკრატიული, კი ბატონო, მაგრამ გამჭვირვალობა როგორ შეიძლება, იყოს ანტიევროპული ან ანტიდემოკრატიული? დღემდე ვერაფერი წარმოადგინეს. ერთადერთი პასუხი იყო „იმიტომ“ და ამ პასუხზე დაყრდნობით ხომ არ შეიძლება რაიმე გადაწყვეტილების მიღება. პრემიერ-მინისტრმა არაერთხელ გააკეთა განცხადება – დაგველაპარაკეთ, გვითხარით, აგვიხსენით, დაგვიდეთ არგუმენტები, მაგრამ ჩვენ ხომ ძალიან კარგად ვიცით, რომ არ არსებობს არანაირი არგუმენტაცია. თუ გადახედავთ, რა ნაბიჯებიც არის მოცემული ქვეყნისთვის „ასოცირების ხელშეკრულებით“, ყველაფერი ზედმიწევნით სრულდება, მაგრამ როდესაც პოლიტიკური კომპონენტი შემოდის, მაშინვე იწყება სპეკულაციები, მაშინვე კეთდება განცხადებები, რომელიც სიცრუით არის გაჯერებული და არანაირი არგუმენტაცია. ეს არის დღევანდელი მოცემულობა და ხალხის უმრავლესობა ამ ყველაფერს ხედავს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, დამოუკიდებლობასა და სუვერენულობაზე მნიშვნელოვანი არაფერია.

„ჩვენ რატომ გამოვედით საბჭოთა კავშირიდან? იმიტომ, რომ გვინდოდა დამოუკიდებლები, თავისუფლები ვყოფილიყავით. ამისთვის ხომ იბრძოლეს ჩვენმა წინა თაობებმა, სისხლი დაიღვარა. იმაზე დიდი ბედნიერება არაფერია, რომ შენ ხარ დამოუკიდებელი, სუვერენული, თავისუფალი. როდესაც ევროპული გაერთიანება შეიქმნა, ეს იყო საინტერესო, ამაზე უკეთესი არაფერი შექმნილა, თავისი მსოფლმხედველობით, შინაარსით, რა ღირებულებებზეც იყო დაფუძნებული. საინტერესო იყო იმით, რომ ყველა ქვეყანას, რომელიც მასში იყო გაერთიანებული, ჰქონდა თავისი კულტურა, ტრადიციები, ხედვა, მრავალფეროვნება იყო. დღეს გამოდიან და გვეუბნებიან, რომ ჩემთვის რაც შეიძლება, შენთვის არ შეიძლება. არ არის სწორი ეს ორმაგი სტანდარტი და დამოკიდებულება. შემოდის პოლიტიკური ნარატივი, მათთვის არ არის მისაღები ის, რომ დღეს „ქართული ოცნება“ არის ხელისუფლებაში, იმიტომ, რომ ის არის პატრიოტი ხელისუფლება და არ ითვალისწინებს იმ სისულელეებს, რასაც უბრძანებენ – მეორე ფრონტი, რეზოლუციაში რაც ჩაიწერა, სანქციებზე მიერთება. ეს არის პრობლემა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, დღევანდელი ევროპული ბიუროკრატია მთლიანად დაცლილია იმ ღირებულებებისგან, რომელზეც ევროპა დგას და რომლისკენაც საქართველო მიისწრაფვის.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„ევრობარომეტრის“ გამოკითხვის თანახმად, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას წევრი სახელმწიფოების მოსახლეობის 46% უჭერს მხარს

„ევრობარომეტრის“ გამოკითხვის თანახმად, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას წევრი სახელმწიფოების მოსახლეობის 46% უჭერს მხარს, - ამის შესახებ ევროკავშირის გაფართოების შესახებ ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ „ევრობარომეტრის“ კვლევის ანგარიშშია ნათქვამი.„ევრობარომეტრის“ კვლევის მიხედვით, ევროკავშირში გაწევრიანების მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, საქართველოს გაწევრიანებას მხარს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მოსახლეობის 46% უჭერს მხარს, ხოლო 43% წინააღმდეგია.საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას ყველაზე მეტად მხარს შვედეთის (71%), ლიეტუვის (62%), დანიისა (61%) და ლატვიის (61%) მოსახლეობა უჭერს.ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების უმეტესობა (14 ქვეყანა) გაწევრიანების ყველაზე სასურველ კანდიდატად უკრაინას ასახელებს. მეორე ადგილს მონტენეგრო იკავებს და მას შვიდი სახელმწიფოს მოსახლეობა ყველაზე სასურველ კანდიდატად თვლის.საქართველოს ყველაზე სასურველ კანდიდატად ევროკავშირის 27 სახელმწიფოს შორის არცერთი არ ასახელებს.ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას ყველაზე ნაკლებად ჩეხეთსა (29%) და ავსტრიაში (29%) უჭერენ მხარს.ასევე, გამოკითხვის თანახმად, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ გამოკითხვა კანდიდატ და პოტენციურ კანდიდატ ქვეყნებშიც ჩატარდა. საქართველოში ევროკავშირში გაწევრიანებას მოსახლეობის 74% უჭერს მხარს, ალბანეთში 91%, ჩრდილოეთ მაკედონიაში 69%, სერბეთში 33%, უკრაინაში კი 68%.ამასთან, ევროკავშირის შესახებ ყველაზე დადებითი წარმოდგენა ალბანეთის მოსახლეობას აქვს (82%). აღნიშნული მაჩვენებელი საქართველოში 43%-ია, უკრაინაში 49%, მოლდოვაში 55%, ხოლო სერბეთში ყველაზე ნაკლები - 38%.სულ, გაფართოების მომხრე ევროკავშირის მოსახლეობის 56%-ია. გამოკითხულთა შორის, 15-დან 39 წლამდე ასაკის ადამიანების ორი მესამედი თვლის, რომ (პოტენციური) კანდიდატები ევროკავშირში მას შემდეგ უნდა გაწევრიანდნენ, როდესაც ისინი საჭირო მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ.

ბებიას, რომელმაც 2 წლამდე შვილიშვილი tik-tok ლაივში სცემა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

ქუთაისის სასამართლომ ბებიას, რომელმაც 2 წლამდე შვილიშვილი tik-tok ლაივში სცემა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.პროკურატურა ბრალდებულისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა.როგორც ცნობილია, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების თანახმად, ბებიამ შვილიშვილზე ფიზიკურად იძალადა, რასაც პირდაპირი ეთერით გადასცემდა სოციალურ ქსელ „ტიკ-ტოკში“.სამართალდამცველებმა ბრალდებული 1 სექტემბერს დააკავეს. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, ჩადენილი ასაკის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის და უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 1-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მამუკა ხაზარაძე – მინდა, გავამხნევო რეჟიმის ყველა პატიმარი, უსამართლობა დიდხანს არ გაგრძელდება, ყველას მოეთხოვება მკაცრი პასუხი თავისუფალ და სამართლიან სასამართლოში

მინდა, გავამხნევო რეჟიმის ყველა პატიმარი – ეს უსამართლობა დიდხანს არ გაგრძელდება, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.როგორც ხაზარაძე წერს, ყველას მოეთხოვება მკაცრი პასუხი თავისუფალ და სამართლიან სასამართლოში.„დღეს ბიძინას მსახური მურუსიძის სასამართლომ უსირცხვილო განაჩენი გამოუტანა ჩემს თანამებრძოლებს, თანაპარტიელებსა და გულანთებულ ქართველებს, ვეფხიას და ვასილს, ასევე უსამართლოდ დაპატიმრებულ ბიჭებს – ანტონს, ზვიადს, ირაკლის, გიორგის, თორნიკეს, ინსაფსა და ნიკოლოზს.საქმის მტკიცებულებებზე არ ვისაუბრებ, რადგან მსგავსი რამ ამ საქმეში არ არსებობს. ის თავიდან ბოლომდე შეთითხნილი და ფალსიფიცირებულია, ისევე როგორც ყველა მსგავსი საქმე და ეს ხალხი გამოგონილი, ე.წ. საპარლამენტო კომისიის სახელით გვესაუბრება წინა ხელისუფლების დანაშაულებზე, მაშინ როცა იგივე მოსამართლეები და პროკურორები დღესაც „ოცნების“ სამსახურში არიან.მინდა, გავამხნევო რეჟიმის ყველა პატიმარი – ეს უსამართლობა დიდხანს არ გაგრძელდება და სიმართლე აუცილებლად გაიმარჯვებს!ყველას მოეთხოვება მკაცრი პასუხი თავისუფალ და სამართლიან სასამართლოში. მხნეობას და სიმტკიცეს ვუსურვებ ჩემს მეგობრებსა და თანამებრძოლებს. ბრძოლა ბოლომდე – საქართველოსთვის!“ – წერს ხაზარაძე.

თინა ბოკუჩავა – გახარია სუპერმხდალი აღმოჩნდა და ბერლინიდან გვმოძღვრავს, ეს ადასტურებს, რომ გახარია ყოველთვის ივანიშვილის პროექტი იყო, ბერლინიდან ევაჭრება პროცენტებთან დაკავშირებით

მე გეტყვით, სინამდვილეში რა იყო შეცდომა, რომლის აღიარება უნდა შეგვეძლოს. შეცდომა იყო ამ ტროას ცხენის, ივანიშვილის პროქსის და ივანიშვილის პროექტის ოპოზიციად აღიარება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.ბოკუჩავას თქმით, ის, რომ გახარია სინამდვილეში სუპერმხდალი აღმოჩნდა და პატიმრობის შიშით გაქცეული ბერლინიდან გვმოძღვრავს, ეს არის დასტური, რომ გახარია ყოველთვის ივანიშვილის პროექტი იყო.„მე გეტყვით, სინამდვილეში რა იყო შეცდომა და ამ შეცდომის აღიარება უნდა შეგვეძლოს. შეცდომა იყო ამ ტროას ცხენის, ივანიშვილის პროქსის და ივანიშვილის პროექტის ოპოზიციად აღიარება. აი, ეს იყო სინამდვილეში შეცდომა. ის, რომ გახარია იყო ივანიშვილის პროექტი, რომელიც ვითომ ერთ დროს სუპერძალოვანი, სინამდვილეში სუპერმხდალი აღმოჩნდა და პატიმრობის შიშით გაქცეული ბერლინიდან გვმოძღვრავს, ეს არის დასტური, რომ ის ყოველთვის ივანიშვილის პროექტი იყო. უბრალოდ, ახლა ევაჭრება ივანიშვილს პროცენტებთან დაკავშირებით 4 ოქტომბრის რუსულ სპეცოპერაციაში. დისტანციურად შეშინებული გახარია ივანიშვილს ევაჭრება ბერლინიდან, გარკვეულ პროცენტს თუ დამიწერ, მაშინ მე შემოვალ პარლამენტში და შენს დე ფაქტო პარლამენტს ლეგიტიმაციას მივანიჭებო“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

გია ვოლსკი – საკმაოდ ორგანიზებული და ექსტრემისტული აქტივობები ვიხილეთ, ამას დანაშაულს არ ეძახიან, ოპონენტების მთავარი ამოცანაა, როგორმე საზოგადოებას მცდარი ინფორმაცია მიაწოდონ

საკმაოდ ორგანიზებული და ექსტრემისტული აქტივობები ვიხილეთ. ამას დანაშაულს არ ეძახიან, ოპონენტების მთავარი ამოცანაა, როგორმე საზოგადოებას მცდარი ინფორმაცია მიაწოდონ, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.ვოლსკის თქმით, ისინი პოლიტიკის მოშველიებით დანაშაულის გამართლებას ცდილობენ.ვინმე დანაშაულის ჩადენას კი არ უარყოფს, ამბობს, რომ ქვაც ისროლა და „მოლოტოვის კოქტეილიც“ იხილეს, პიროტექნიკაც, ქონების განზრახ დაზიანებაც. საკმაოდ ორგანიზებული და ექსტრემისტული აქტივობები ვიხილეთ. ამას დანაშაულს არ ეძახიან. კონკრეტული ადამიანი დანაშაულში მონაწილეობდა თუ არა, ამაზე ლაპარაკი არ არის. თუ არის, ნაკლებად. ოპონენტების მთავარი ამოცანაა, როგორმე, საზოგადოებას მცდარი ინფორმაცია მიაწოდონ, რომ აქ უკანონობა ხდება და თურმე ეს ხელისუფლება რუსეთთან არის დაკავშირებული. პასუხი გასცენ კითხვას, რას გააკეთებენ იმისგან განსხვავებულს, რასაც ხელისუფლება აკეთებს რუსეთთან მიმართებით. ამაზე პასუხს ვერ გაგცემენ, ვერც იმაზე, რაში გამოიხატება პრორუსულობა. აქედან გამომდინარე, მათი ლოგიკით, ყველაფერი მართლდება – ფიზიკური დაპირისპირება, „მოლოტოვის კოქტეილის“ თუ პიროტექნიკის სროლა. ისინი პოლიტიკის მოშველიებით დანაშაულის გამართლებას ცდილობენ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ბოლო სიახლეები