ხუთშაბათი, მაისი 1, 2025

კახა კალაძე – დაფინანსებები შემოდიოდა უცხოეთიდან და იყო მცდელობა, ხელისუფლებაში მოეყვანათ აგენტურა, რომელიც ნებისმიერ დავალებას თავდახრილი შეასრულებს

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში რევოლუციური პროცესები იმართებოდა უცხოეთიდან და იყო მცდელობა, ქვეყანაში მოეწყოთ სახელმწიფო გადატრიალება და ხელისუფლებაში მათთვის სასურველი ადამიანები მოეყვანათ. ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებს უცხოელ დიპლომატებთან ოპოზიციისა და სალომე ზურაბიშვილის შეხვედრის შესახებ დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.

„ის ყველაფერი, რაც ქვეყანაში ხდებოდა ბოლო თვეებისა და წლების განმავლობაში, არ იფიქროთ, რომ ხორციელდება ადგილობრივების, ე.წ. ქართული ოპოზიციის ხედვებით, ან მათ აქვთ რამე მოფიქრებული, რა ნაბიჯები უნდა გადადგან. ყველაფერი იმართება უცხოეთიდან, უცხოელების კარნახით. ჰქონდათ რევოლუციის მოწყობის მცდელობები. ყველაფერი შემოდიოდა უცხოეთიდან იმისთვის, რომ ქვეყანაში მოეწყოთ სახელმწიფო გადატრიალება და ხელისუფლებაში მოეყვანათ მათთვის სასურველი ადამიანები, აგენტურა, ადამიანები, რომლებიც ნებისმიერ დავალებას თავდახრილი და თვალდახუჭული შეასრულებენ. ეს არის მარტივი მოცემულობა. შესაბამისად, ჩვენ ქართველ ხალხთან ერთად უნდა ვიყოთ მოწოდების სიმაღლეზე, მაქსიმალურად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ ადამიანებს გარედან არ მიეცეთ იმის შესაძლებლობა, ქვეყანაში რამე დაძაბულობა შემოიტანონ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება კითხვას რუსი პრანკერების მიერ გავრცელებულ მორიგ ვიდეოსთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, აშშ-ის „ჰელსინკის კომისიის“ პოლიტიკის მრჩეველი საქართველოში „მაიდნის“ სცენარის შესაძლებლობას არ გამორიცხავს, თბილისის მერი პასუხობს, რომ ამ თემაზე საქართველოს ხელისუფლება, დიდი ხანია, საუბრობს.

„ჩვენ დიდი ხანია, გვაქვს დაწყებული საუბარი ამაზე. თავიდან შეიძლება, ბევრ ადამიანს არ სჯეროდა, თუმცა, ეს ყველამ დაინახა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა თავად ისაუბრა ამაზე და გამოაქვეყნეს მთელი რიგი დოკუმენტაცია, სადაც პირდაპირ ეწერა, რომ ეს კონკრეტული ორგანიზაციები – USAID-ი, NED-ი პირდაპირ ჩართულები იყვნენ სხვადასხვა ქვეყანაში მთავრობების დამხობაში, სახელმწიფო გადატრიალებაში. ამაში ხარჯავდნენ ფულს. საქართველოშიც, რა თქმა უნდა, ყველაფერი ის, რაც ხდებოდა, ორგანიზებული იყო და არავინ იფიქროს, რომ შემთხვევით ხდებოდა. რამდენიმე მცდელობა იყო სახელმწიფო გადატრიალების და რევოლუციის მოწყობის. თუნდაც 2020 წლის არჩევნები გავიხსენოთ. ხომ ყველამ ვიცით, ის პარალელური დათვლები ვისი დაფინანსებული იყო. საზოგადოება რომ მოატყუეს, თითქოს აცდენილი იყო, არადა, რეალურად ერთი ერთში იყო ცესკო-ს მიერ მიღებული მონაცემები და მათი პარალელური დათვლების შედეგი. ასეთი რაღაცები გამოიყენებოდა იმისთვის, რომ ქვეყანაში დაპირისპირება, პოლარიზაციის გაღვივება და სახელმწიფო გადატრიალება ყოფილიყო“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

კამალა ჰარისმა არჩევნებში დამარცხების შემდეგ თავის პირველ საჯარო გამოსვლაში დონალდ ტრამპის პოლიტიკას ქაოსური უწოდა

აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა და 2024 წლის არჩევნებში დონალდ ტრამპის მეტოქემ, კამალა ჰარისმა დამარცხების შემდეგ თავის პირველ საჯარო გამოსვლაში ტრამპის პოლიტიკას ქაოსური უწოდა.მისი თქმით, აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის ქმედებები ქვეყანას ცენზურითა და რეცესიით ემუქრება.ჰარისის განცხადებით, ტრამპის სატარიფო პოლიტიკა არის „უდიდესი ხელოვნური ეკონომიკური კრიზისი“.„ზოგიერთი ადამიანი აღწერს იმას, რაც ბოლო თვეებში ხდებოდა, როგორც აბსოლუტურ ქაოსს. რა თქმა უნდა, მესმის, რატომაც. ეს უდავოდ ეხება ამ ტარიფებს. ტარიფები, რომლებიც, როგორც მე ვიწინასწარმეტყველე, აშკარად იწვევს რეცესიას“, – თქვა ჰარისმა.ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მიესალმა ამერიკელებს, რომლებიც ღიად გამოდიან ტრამპის პოლიტიკის წინააღმდეგ, რომელიც, მისი თქმით, გაზრდის ამერიკელების ყოველდღიურ ხარჯებს, გავლენას მოახდენს საპენსიო ანგარიშებზე და მცირე ბიზნესზე.არჩევნებში დამარცხების შემდეგ ჰარისის პირველი გამოსვლა გაიმართა სან ფრანცისკოში, ორგანიზაცია Emerge America-ს გალაღონისძიებაზე, რომელიც ეხმარება ქალებს პოლიტიკური კარიერის განვითარებაში.ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ტრამპის საპრეზიდენტო პროგრამა დაახასიათა, როგორც „ამერიკის ვიწრო, ეგოისტური ხედვა, როდესაც ტრამპის გუნდი სჯის მათ, ვინც სიმართლეს ამბობს; მხარს უჭერენ მათ მიმართ ლოიალური დამოკიდებულების მქონე პირებს, პირად სარგებელს იღებენ ძალაუფლებისგან და ყველაფერ დანარჩენს ბედის ანაბარად ტოვებენ“.მისი თქმით, აშშ-ში მოქმედი შეკავებისა და ხელისუფლების შტოთა ბალანსის სისტემა თუ დაიშლება, ქვეყანა კონსტიტუციური კრიზისის წინაშე აღმოჩნდება.„ეს არის კრიზისი, რომელიც საბოლოოდ ყველას შეეხება, რადგან ეს ნიშნავს, რომ წესები, რომლებიც იცავს ჩვენს ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს, რომლებიც უზრუნველყოფს თითოეული ჩვენგანის ხმის უფლებას, იმას, თუ როგორ მუშაობს ჩვენი მთავრობა, აღარ იქნება მნიშვნელოვანი“, – თქვა ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა.მას შემდეგ, რაც დემოკრატების ადმინისტრაციამ დატოვა თეთრი სახლი, კამალა ჰარისი იშვიათად ჩნდებოდა საჯაროდ. მისი თქმით, სან ფრანცისკოში სიტყვით გამოსვლა შთააგონეს ამერიკელებმა, რომლებიც თამამად უპირისპირდებიან ტრამპის ქმედებებს, და მოსამართლეებმა, რომლებიც კვლავ უჭერენ მხარს კანონის უზენაესობას ქვეყანაში.„სავარაუდოდ, სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდება, ვიდრე გაუმჯობესებას დაიწყებს. მაგრამ ჩვენ ამისთვის მზად ვართ“, – განაცხადა ჰარისმა.

გოგა ხაინდრავა: EPP-ს ყრილობის ფაშისტურმა სულისკვეთებამ დაადასტურა ჩვენი წინა ვარაუდი, რომ ჰიმლერის, გებელსის და ჰიტლერის სულები შეუერთდნენ შეკრებას!

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.„EPP-ს ყრილობის ფაშისტურმა სულისკვეთებამ დაადასტურა ჩვენი წინა ვარაუდი, რომ ჰიმლერის, გებელსის და ჰიტლერის სულები შეუერთდნენ შეკრებას!გადაწყვეტილება კონცლაგერების აღდგენის შესახებ რეზოლუციებში ჯერ არ ჩანს თუმცა შერჩევა სავარაუდო ტუსაღების!პორნოლიბერალების მტრების დაიწყო! Heil!“, - წერს გოგა ხაინდრავა.  

CBS – მაიკ უოლცი თანამდებობას ტოვებს

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ტრამპის მრჩეველი, მაიკ უოლცი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული ტელეარხი CBS-ი რამდენიმე ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.წყაროების ინფორმაციით, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი, მაიკ უოლცი და მისი მოადგილე, ალექს ვონგი თანამდებობებს 1 მაისს დატოვებენ.ცნობისთვის, მარტში მაიკ უოლცი სკანდალში გაეხვა, როდესაც Signal-ის ჩატში, სადაც ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები “ჰუსიტების” წინააღმდეგ დარტყმებს განიხილავდნენ, მაიკ უოლცმა შეცდომით გამოცემა The Atlantic-ის მთავარი რედაქტორი, ჯეფრი გოლდბერგი დაამატა.

რუსეთი არასდროს დაუშვებს უკრაინის 1991 წლის საზღვრებში დაბრუნებას – რუსეთის საგარეო უწყება

კიევი და მისი მხარდამჭერი დასავლეთის ქვეყნები ხელმძღვანელობენ „კანიბალური ინსტინქტით“, როდესაც სურთ უკრაინის აღდგენა 1991 წლის საზღვრებში, – ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.როგორც განცხადებაშია ნათქვამი, რუსეთი არასდროს დაუშვებს ასეთ სცენარს.„აშკარაა, რომ კიევის რეჟიმისა და მისი დასავლელი მხარდამჭერების უშედეგო, უსაფუძვლო პრეტენზიების უკან, რომ უკრაინა 1991 წლის საზღვრებში აღდგეს, ყველაფერი რუსულის განადგურების კანიბალური ინსტინქტია. რა თქმა უნდა, რუსეთი არასდროს დაუშვებს ასეთი სცენარის განხორციელებას“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო ABET ექსპერტ-კონსულტანტთა ჯგუფთან შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ამერიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების სააკრედიტაციო საბჭოს (ABET) ექსპერტ-კონსულტანტთა ჯგუფთან შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა, რომელზეც ამერიკელმა სპეციალისტებმა ABET აკრედიტაციის მაძიებელი რამდენიმე ქართულ და ინგლისურენოვანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის საერთაშორისო აკრედიტაციისათვის მზაობის შესახებ დასკვნა წარმოადგინეს.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, შემაჯამებელ შეხვედრამდე ABET ჯგუფს რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე შეხვდა და, ამერიკელ ექსპერტ-კონსულტანტებთან ერთად, ABET აკრედიტაციის მოსაპოვებლად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხრიდან შესრულებული სამუშაო განიხილა და მოსალოდნელ პერსპექტივებზე იმსჯელა.საერთაშორისო ABET აკრედიტაციის მოსაპოვებლად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ერთდროულად ხუთ ქართულ და ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამას ამზადებს: ენერგეტიკის ფაკულტეტის „ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია“, სამშენებლო ფაკულტეტის „სამოქალაქო ინჟინერია“, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის „კომპიუტერული ინჟინერია“, „კომპიუტერული მეცნიერებები“ და „ბიოსამედიცინო ინჟინერია“.შემაჯამებელ შეხვედრაში სტუ-ის კანცლერი, პროფესორი კარლო კოპალიანი, უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი, პროფესორი ზურაბ გუდავაძე, ვიცე-რექტორები - პროფესორები თამარ წერეთელი და თამარ ლომინაძე, საერთაშორისო აკრედიტაციის საუნივერსიტეტო ცენტრისა და ბიოსამედიცინო ინჟინერიის ABET აკრედიტებული ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი ირინე გოცირიძე, ABET ექსპერტ-კონსულტანტთა ჯგუფის ხელმძღვანელი, კლემსონის უნივერსიტეტის (აშშ) პროფესორი ჯო ტერნერი, სირაკუსის, ორეგონისა და პენსილვანიის უნივერსიტეტების (აშშ) პროფესორი ფრენსის ედვარდ ნოელი, მასაჩუსეტსის ამჰერსტის უნივერსიტეტის (აშშ) პროფესორი უილიამ ჰენრი ჰაითერი, სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ზურაბ გვიშიანი, ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ქეთევან ქუთათელაძე, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თალიკო ჟვანია, ABET აკრედიტაციის მაძიებელი პროგრამების ხელმძღვანელები და ხარისხის მართვის მენეჯერები მონაწილეობდნენ. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ამერიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების სააკრედიტაციო საბჭოს (ABET) ექსპერტ-კონსულტანტთა ჯგუფის სამუშაო ვიზიტის მისია საგანმანათლებლო პროგრამების ინტერნაციონალიზაციის პროცესის ხელშეწყობა და ABET საერთაშორისო აკრედიტაციის მოპოვებისთვის უნივერსიტეტის საინჟინრო პროგრამების მზადების პროცესის კონსულტირება, ასევე, საგანმანათლებლო პროგრამების ABET სტანდარტებთან შესაბამისობის განხილვა და ამ მიმართულებით რეკომენდაციების გაცემა იყო.ვიზიტის ფარგლებში ABET ჯგუფმა საკონსულტაციო შეხვედრები ჩაატარა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო, ენერგეტიკის და ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტებზე საერთაშორისო აკრედიტაციის მაძიებელი საბაკალავრო პროგრამების ABET მოსამზადებელ ჯგუფებთან და აკადემიურ პერსონალთან. განიხილეს საბაკალავრო პროგრამების თვითშეფასების ანგარიშები, საერთაშორისო აკრედიტაციის მოსაპოვებლად წარსადგენი დოკუმენტური მასალები და დეტალურად გაეცნენ სასწავლო ინფრასტრუქტურასა და სასწავლო-კვლევით ლაბორატორიულ ბაზას. ABET ექსპერტ-კონსულტანტების შეფასებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო-კვლევითი ლაბორატორიები უდავოდ მაღალ შეფასებას იმსახურებს.როგორც შემაჯამებელ შეხვედრაზე ABET ჯგუფის ხელმძღვანელმა, კლემსონის უნივერსიტეტის პროფესორმა ჯო ტერნერმა აღნიშნა, წინასწარი დასკვნის საფუძველზე, სავსებით შესაძლებელია 2026-2027 ABET შეფასებების ციკლისთვის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხუთი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციაზე წარდგენა.„დასაფასებელია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული და აკადემიური კორპუსის ძალისხმევა და მხარდაჭერა იმ მიმართულებით, რომ ხუთმა საგანმანათლებლო პროგრამამ, ახლო მომავალში, ABET აკრედიტაცია მოიპოვოს. ჩვენ უკვე, სამი წლის განმავლობაში აქტიურად ვთანამშრომლობთ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან. ჩატარდა მოცულობითი სამუშაოები, გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები და დიდი იმედი მაქვს, 2026-2027 წლებში ხუთივე პროგრამა ABET აკრედიტაციას მოიპოვებს. მეტიც, ღრმად ვარ დარწმუნებული, ისინი ჩაერთვებიან ამ ძალიან მნიშვნელოვან საერთაშორისო პროგრამაში“, - განაცხადა ჯო ტერნერმა.სტუ-ის ბიოსამედიცინო ინჟინერიის ABET აკრედიტებული ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელის, იმს ფაკულტეტის ბიოსამედიცინო ინჟინერიის დეპარტამენტის პროფესორის, საერთაშორისო აკრედიტაციის საუნივერსიტეტო ცენტრის ხელმძღვანელის, ირინე გოცირიძის განცხადებით, ABET აკრედიტაციის მოპოვების მიმართულებით მუშაობა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში აქტიურად მიმდინარეობს.„ABET ექსპერტ-კონსულტანტებთან სამუშაო შეხვედრები უაღრესად მნიშვნელოვანია, როგორც თითოეული პროგრამისთვის და მათი განმახორციელებელი პერსონალისთვის, ასევე, ზოგადად, უნივერსიტეტისთვის, რადგან ეს საერთაშორისო ექსპერტ-კონსულტანტების მხრიდან გაცემული აკადემიური პროგრესის შემაჯამებელი შეფასებაა. საგულისხმოა, რომ 2023 წელს, ბიოსამედიცინო ინჟინერიის ინგლისურენოვანმა საბაკალავრო პროგრამამ, პირველად ჩვენი უნივერსიტეტის ისტორიაში, მოიპოვა ABET აკრედიტაცია, რაც დიდი შრომისა და ძალისხმევის შედეგი იყო. ამ რთულ პროცესში უშუალოდ იყვნენ ჩართული რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე და უნივერსიტეტის ადმინისტრაცია. დარწმუნებული ვართ, 2026 წელს უნივერსიტეტი სრულად იქნება მზად საერთაშორისო ABET აკრედიტაციის მოსაპოვებლად და შესაბამისად, ხუთივე პროგრამა წარმატებით გაივლის აკრედიტაციას საინჟინრო და კომპიუტერულ მეცნიერებათა პროგრამების კომისიებში“, - ამბობს ირინე გოცირიძე.ვიცე-რექტორის, პროფესორ თამარ ლომინაძის განცხადებით, ABET აკრედიტაციის მოპოვება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის, არამედ ახალგაზრდობის ღირსეული მომავლის უზრუნველყოფისა და მათთვის ახალი შესაძლებლობების გახსნისთვის. ვიცე-რექტორის თქმით, ინტელექტუალური და მატერიალური რესურსი, რომელიც საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებისთვის გაიღო, კეთილშობილურ მიზანს ემსახურება.„ინჟინერიასა და ტექნოლოგიებში საერთაშორისო ABET აკრედიტაციის მიღებით, გზას ვუხსნით ჩვენს ახალგაზრდებს, რათა მიიღონ საერთაშორისო სტანდარტების განათლება და პრაქტიკული უნარები, რაც მათ მსოფლიო შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიან პირობებში დააყენებს და ღირსეულად დასაქმებაში დაეხმარება. საგულისხმოა, რომ ABET ჯგუფთან შეხვედრაზე, ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლაბორატორიული ბაზა არ ჩამოუვარდება ამერიკის შეერთებული შტატების ტოპ ათეულში შესული უნივერსიტეტების ლაბორატორიებს. ეს ჩვენი უნივერსიტეტის უდიდესი მიღწევაა. ამ მიმართულებით დასაფასებელია ყველა იმ ადამიანის წვლილი, ვინც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის გამართული ინფრასტრუქტურის ფუნქციონირება უზრუნველყო. რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის სახელით, გვინდა მადლობა ვუთხრათ საქართველოს მთავრობას, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს - მათი მხარდაჭერის გარეშე წარმატების მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა. დარწმუნებული ვართ, სამომავლოდ კიდევ უფრო მეტ წარმატებას მივაღწევთ და ვიმედოვნებთ, ხუთივე პროგრამა - რექტორის, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, პროგრამის ხელმძღვანელებისა და აკადემიური პერსონალის ერთობლივი ძალისხმევით - საერთაშორისო აკრედიტაციას ღირსეულად მოიპოვებს. შედეგი კი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი ლიდერი უმაღლესი სასწავლებლის ადგილობრივ თუ საერთაშორისო პოზიციებს გააძლიერებს, ჩვენი სტუდენტებისთვის საერთაშორისო ხარისხის განათლებისა და საერთაშორისო დიპლომის მიღების შესაძლებლობებს გაზრდის, რითაც ჩვენი ახალგაზრდების მომავალი გარანტირებულად უკეთესი იქნება. დარწმუნებული ვართ, ორ წელიწადში შევძლებთ თამამად განვაცხადოთ, რომ არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ რეგიონშიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი იქნება ერთადერთი უმაღლესი სასწავლებელი, რომელიც სტუდენტებს, მათ შორის საერთაშორისო სტუდენტებს, ერთდროულად ამდენ საერთაშორისო სტანდარტით აკრედიტებულ პროგრამაზე სწავლას შესთავაზებს“, - აღნიშნავს თამარ ლომინაძე.ცნობისათვის, ამერიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების სააკრედიტაციო საბჭო (ABET) მსოფლიოში წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც პასუხისმგებელია ინჟინერიის, საინჟინრო ტექნოლოგიების, გამოყენებითი, საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული მეცნიერებების განათლების ხარისხის მონიტორინგზე, შეფასებასა და სერტიფიცირებაზე. ABET-ის მიერ აკრედიტებულ პროგრამებს, მსოფლიოში, ყოველწლიურად, 180 000-ზე მეტი სტუდენტი ამთავრებს, მათ შორის ისეთ წამყვან უნივერსიტეტებში, როგორიცაა კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტი (California Institute of Technology), მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი (Massachusetts Institute of Technology), სტენფორდის უნივერსიტეტი (Stanford University) და სხვ.

ბოლო სიახლეები