პარასკევი, სექტემბერი 12, 2025

კახა კალაძე – გედევან ფოფხაძე ყველაფრის მკადრებელი ადამიანია, გერმანიის ელჩისგან რა განცხადებას ელოდებით, ჩვეულებრივი რადიკალია

გედევან ფოფხაძე არის უბინძურესი ადამიანი, ყველაფრის მკადრებელი. მისგან მეტს არაფერს უნდა ელოდო ადამიანი, ისეთი რაღაცები იკადრა. ჯერ ერთი, სერიოზულადაც არ უნდა მივიღოთ მისი განცხადებები, არასერიოზული ადამიანია, არასერიოზულად აღიქვამენ, ჩვენთანაც, ყველამ ძალიან კარგად იცის, თუ ვინ იყო გედევან ფოფხაძე, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრის, გედევან ფოფხაძის განცხადებას, რომ თუ ვინმე ბიძინა ივანიშვილს ცეცხლხს წაუკიდებს, მას არ ეწყინება.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ რატომ არ მოახდინა რეაგირება გერმანიის ელჩმა აღნიშნულ განცხადებაზე მაშინ, როცა ფოფხაძის მიერ გამოცხადებული შიმშილობისას, ელჩმა ფიშერმა ის მოინახულა, კახა კალაძემ უპასუხა, რომ „ფიშერიც შიმშილობდა, უბრალოდ ჩვენ არ ვიცით, თორემ ისიც შიმშილობდა ჩუმად სახლში“.

„რა განცხადებას ელოდებით გერმანიის ელჩისგან? ის ჩვეულებრივი რადიკალია, უბრალოდ სხვა ქვეყნის მოქალაქე. არის წამხალისებელი ბოროტების, სიძულვილის, რომელსაც გარე ძალები აღვივებენ ქვეყანაში და არის ამ დაჯგუფების, ამ ექსტრემიზმის ერთ-ერთი წარმომადგენელი. ეს ადამიანი ყველა წითელ ხაზს, ყველა დიპლომატიურ ჩარჩოს გაცდა, მისი ქმედებებითა და განცხადებებით. ამ ტიპის ქმედებები და განცხადებები,  რა თქმა უნდა, დამაზიანებელია, პირველ რიგში, მისთვის. ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტია. ის პირდაპირ ერევა ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში, აკეთებს   განცხადებებს, რომლებიც დაფუძნებულია ტყუილზე, სიცრუეზე, არანაირი სიმართლე არ არსებობს მის განცხადებებსა და ქმედებებში. კანონით გაწერილია, თუ როგორ უნდა მოქმედებდეს დიპლომატი. საერთოდ ყველანარი კანონიდან ამოვარდნილია და ყველანაირ ჩარჩოებს მიღმა არის. გავიხსენოთ, თუნდაც საპარლამენტო არჩევნების დროს წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას ეს ადამიანი როგორ იქცეოდა. ეს წარმოუდგენელია – არც ერთ განვითარებულ ქვეყანაში მსგავს ქმედებებს სხვა ქვეყნების ელჩებს არ აპატიებენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

36 წლის წინ, 1989 წლის 12 სექტემბერს, “ბორჯღალოსნებმა” ქართული რაგბის ისტორიაში პირველი საერთაშორისო მატჩი ჩაატარეს

36 წლის წინ, 1989 წლის 12 სექტემბერს, "ბორჯღალოსნებმა" ქართული რაგბის ისტორიაში პირველი საერთაშორისო მატჩი ჩაატარეს ქუთაისში, საქართველომ ზიმბაბვე 16:3 დაამარცხა და ასე გადაიდგა პირველი ნაბიჯი ქართული რაგბის საერთაშორისო აღიარებისკენ. გილოცავთ ამ ისტორიული დღეს ქართული რაგბისთვის!

თბილისის მერმა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები დამატებით 27 ოჯახს გადასცა

საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად, კიდევ 27 ოჯახს დაუკანონდა.საბურთალოს, გლდანის, ნაძალადევის, სამგორის, კრწანისის, ჩუღურეთისა და ისნის რაიონებში მცხოვრებ მოქალაქეებს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელთან გიორგი კობიაშვილთან ერთად გადასცა.„ვულოცავ ამ ადამიანებს. მათთან ერთად მეც ბედნიერი ვარ. დიდი ხანია ელოდნენ ამ გადაწყვეტილებას. დღეს უკვე გადავეცით საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები. აღნიშნული პროგრამა წარმატებით მუშაობს. ვინც იგივე პრობლემის წინაშე დგახართ, მიმართეთ რაიონულ გამგეობებს. ასეულობით მილიონი ლარის ქონება არის არის გადაცემული კერძო საკუთრებაში, რომელიც სახელმწიფოს ბალანსზე იყო. აღნიშნული პროგრამა გაგრძელდება ეს პრობლემა არ აღმოიფხვრება“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, საცხოვრებელი ფართებით 3 300-ზე მეტი ოჯახია დაკმაყოფილებული. ეს ის ოჯახებია, რომლებიც ხანგრძლივად ცხოვრობდნენ საცხოვრებელ ფართებში, რომელთა დაკანონებას ამ დრომდე ვერ ახერხებდნენ. დედაქალაქის მერიაში ფართების დაკანონების მსურველთა ასობით განაცხადია შემოსული, რომელთა განხილვა და დაკმაყოფილება ეტაპობრივად მიმდინარეობს.ადგილზე კახა კალაძესთან ერთად აღნიშნული გამგეობების გამგებლები და გამგებლის მოვალეობის შემსრულებლები, ასევე, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები იმყოფებოდნენ.

მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენი ხელისუფლება ეკონომიკის დივერსიფიკაციას ახორციელებს, რაც ქვეყნის სტაბილურ განვითარებას უზრუნველყოფს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს ეკონომიკურ ზრდასა და სამომავლო პროგნოზებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, საქართველო, დადებითი ეკონომიკური ზრდის ტენდენციებით, რეგიონისა და ევროპის ქვეყნებს შორის გამორჩეულია.როგორც მინისტრმა აღნიშნა, პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველოს საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 9,7 პროცენტი შეადგინა და რაც მნიშვნელოვანია, ეს დინამიკა მომდევნო წლებშიც შენარჩუნდა - შარშან ეს მაჩვენებელი 9,4 პროცენტი იყო, მიმდინარე წლის 8 თვის განმავლობაში კი 8 პროცენტია."ეს შედეგი გამომდინარეობს რამდენიმე კომპლექსური ფაქტორის ეფექტური მართვით, სწორი ხედვითა და სტრატეგიით, ასევე მჭიდრო თანამშრომლობით კერძო სექტორთან. დადებითი დინამიკა შეინიშნება ისეთ სექტორებში, რომელთაც დიდი წვლილი შეაქვთ ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაში. გამოვყოფდი ტრანსპორტს, ლოგისტიკას, საინფორმაციო სერვისებს, ვაჭრობას, ტურიზმს და ა.შ. ეკონომიკის ყველა ეს სექტორი მდგრადად და სტაბილურად ვითარდება", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს ეკონომიკის დივერსიფიკაციას, რაც ქვეყნის სტაბილურ განვითარებას უზრუნველყოფს.

პეტრე ცისკარიშვილი – ჯერ საბოლოო პასუხი უნდა გავიგოთ, რა ბედი ეწევა „მეგობარი აქტს“, მაგრამ აშშ-ის ადმინისტრაციას, რომელიც არ აღიარებს რეჟიმის ლეგიტიმურობას, ზეწოლისთვის ყველა ბერკეტი...

ჯერ საბოლოო პასუხი უნდა გავიგოთ, რა ბედი ეწევა „მეგობარი აქტს“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.მისი თქმით, მთავარია, რომ აშშ და ევროპის წამყვანი ქვეყნები ჯერ კიდევ ინარჩუნებენ „ქართული ოცნების“ მიმართ პრინციპულ მიდგომას და მათ ლეგიტიმაციას არ აღიარებენ.„ალბათ ჯერ კიდევ საბოლოო პასუხი უნდა გავიგოთ, რა ბედი ეწევა „მეგობარი აქტს“, მაგრამ, თავისთავად, ადმინისტრაციას, რომელიც არ აღიარებს ამ რეჟიმის ლეგიტიმურობას, ყველა ბერკეტი აქვს, რომ ზეწოლა განახორციელოს, იქნება ეს ამ რეჟიმის მიმართ პერსონალური სანქციები თუ სხვა ტიპის ზემოქმედება. საქმე და დრო ყველაფერს გვაჩვენებს. მთავარია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, ისევე როგორც ევროპის წამყვანი ქვეყნები, ჯერ კიდევ ინარჩუნებენ ამ რეჟიმის მიმართ თავიანთ პრინციპულ და თანმიმდევრულ მიდგომას და მათ ლეგიტიმაციას არ აღიარებენ. დანარჩენს დროთა განმავლობაში ვიხილავთ, ამასთან დაკავშირებით რა ზომებს მიიღებენ და რა გადაწყვეტილებები იქნება“, – აცხადებს პეტრე ცისკარიშვილი.ცნობისთვის, დემოკრატმა კონგრესმენმა, სტივ კოენმა ჰელსინკის კომისიაში განაცხადა: „სამწუხაროა, რომ სენატმა არ მიიღო და არ მიიღებენ „მეგობარი აქტს“, რაღაც პრობლემები იყო და შესაძლოა, ეს დაკავშირებული იყოს ერთ კონკრეტულ დიდ ბიზნესთან, რომელიც პორტს უკავშირდება. „მეგობარი აქტის“ ჩაკვლა ერთმა ადამიანმა შეძლო“.

კახა კალაძე – გულდასაწყვეტი და არასასიამოვნოა, როდესაც ყოფილ თანაგუნდელს აკავებენ, გამოძიება ყველაფერს დაადგენს

ჩემთვის ადამიანურად, რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია, როდესაც ყოფილ თანაგუნდელს აკავებენ“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ  თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის დაკავების ფაქტთან დაკავშირებით განაცხადა.მისივე შეფასებით, მსგავსი ტიპის ფაქტები არასასიამოვნოა და გამოძიება ყველაფერს დაადგენს.„გამოძიება ყველაფერს დაადგენს. ჩემთვის ადამიანურად, რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტი და არასასიამოვნოა, როდესაც ყოფილ თანაგუნდელს აკავებენ. კიდევ უფრო მეტად მძიმეა ეს ფაქტი იმ ვითარებაში, როდესაც მთელმა გუნდმა, განსაკუთრებულად ბიძინა ივანიშვილმა, ყველაფერი გადადო გვერდით და, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, დანის პირზე გვიწევს სიარული. გახსოვთ, რა რთული პერიოდი გამოვიარეთ. დღესაც ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანა – არის ძალიან დიდი ზეწოლის ქვეშ, ბევრი შეურაცხყოფა, შანტაჟი, მუქარებია. ამიტომ, როდესაც მსგავსი ტიპის ფაქტები ხდება, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია და არასასიამოვნოა. დაველოდოთ გამოძიებას“, – აღნიშნა კახა კალაძემ.მისივე თქმით, სპეკულაციაა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ჯუანშერ ბურჭულაძე საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ნდობით აღჭურვილი პირია.„შეეშვით ამ სულელურ სპეკულაციებს. არ მაინტერესებს თქვენი სპეკულაციები“, – განაცხადა კახა კალაძემ.სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე გუშინ განაცხადეს, რომ საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე დააკავეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

ბოლო სიახლეები