![](https://tiflisnews.ge/wp-content/uploads/2024/05/kaladze_w_h-1.jpeg)
კახა კალაძე: აშშ-ის მიერ მოსალოდნელი სანქციების მიუხედავად, ვეტოს აუცილებლად დავძლევთ
„აშშ აწესებს სანქციებს იმის გამო, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის მიერ ლეგიტიმურად არჩეული პარლამენტი იღებს კანონს გამჭვირვალობის შესახებ“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა.
თბილისის მერის თქმით, მიუხედავად აშშ-ის მიერ მოსალოდნელ სანქციების დაწესებისა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის მიერ დადებულ ვეტოს პარლამენტი აუცილებლად დაძლევს.
„წარმოუდგენელია, როდესაც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი – ამერიკის შეერთებული შტატები აწესებს სანქციებს იმის გამო, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის მიერ ლეგიტიმურად არჩეული პარლამენტი იღებს კანონს გამჭვირვალობის შესახებ. ასეთი ქმედებები წარმოუდგენელია, თუმცა, ამ ყველაფრის მიუხედავად ჩვენ, რა თქმა უნდა, ვეტოს დავძლევთ. რადგან აქ საუბარია ქვეყნის ინტერესებზე, სუვერენიტეტზე, ჩვენს სახელმწიფოებრიობაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ქართველისთვის.
რამდენიმე დღის წინ, ჩვენ მოვისმინეთ განცხადებები ვიზალიბერალიზაციის შესახებ, ჩვენ ამას მივესალმებით. ამის შემდეგ კი, მიიღეს ეს გადაწყვეტილება, რაზეც მე პასუხი არ მაქვს. ჩვენ ვთქვით, რომ თუ იქნებოდა პირდაპირი ფრენები, სავაჭრო ურთიერთობების შეთანხმება, ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნა და ა.შ., ამ კანონის აუცილებლობა არ იქნებოდა დღის წესრიგში. ჩვენ თანამშრომლობისა და პარტნიორობისთვის მზად ვართ, მაგრამ ეს ცალმხრივად ვერ მოხდება“, – განაცხადა თბილისის მერმა.
რაც შეეხება ჟურნალისტის კითხვას, ჰელსინკის კომისიის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მომზადებულ კანონპროექტზე, ხომ არ არის ეს ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევა მათი მხრიდან, კახა კალაძე უპასუხა, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის ბოლო დროს არსებულ ურთიერთობებს გადატვირთვა სჭირდება.
„ბოლო წლებში ჩვენ ამ ტიპის არაერთი განცხადება მოგვისმენია. ჩვენ მხოლოდ მეგობრობას, პარტნიორობას და ჯანსაღ ურთიერთობებს მივესალმებით. მაგრამ ახლა რაც ხდება, ამ ყველაფრის საპირისპიროა. ეს ქმედებები არც მეგობრობაა და არც პარტნიორობა. რასაც აკეთებენ ახლა ამ სანქციების სახით, გამოდის, რომ ჩვენ მათი მეგობრები კი არა, მტრები ვართ. ვფიქრობ, ბოლო დროს არსებულ ურთიერთობებს გადატვირთვა სჭირდება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
![](http://tiflisnews.ge/wp-content/uploads/2024/04/უუუუ.png)
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
„მდგომარეობა არის საგანგებო, ყველაფერი მორყეულია“- უახლესი ინფორმაცია ალავერდის სამონასტრო კომპლექსიდან
"მდგომარეობა არის საგანგებო"- ასე შეაფასა ალავერდი ეპარქიის წინამძღავრმა, მეუფე დავითმა ალავერდის სამონასტრო კომპლექსში არსებული ვითარება გუშინდელი სტიქიის შემდეგ. " მდგომარეობა...
Politico: ევროკომისიას კვლავ ურსულა ფონ დერ ლაიენი უხელმძღვანელებს
ურსულა ფონ დერ ლაიენის კანდიდატურა ევროკომისიის ხელმძღვანელის პოზიციაზე ახალ ვადით შეთანხმდა. ამის შესახებ Politico ევროკავშირის სამთავრობო სტრუქტურებში წყაროებზე დაყრდნობით იუწყება....
დათო ხომერიკი: ენმ-ის ოფისში შუშები ჩამსხვრეული დაგხვდა – გამოძიების იმედი არ მაქვს
ფოთში, აღმაშენებლის ქუჩაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ფანჯრის მინა, რომელზედაც მიხეილ სააკაშვილის ბანერია გაკრული ჩამსხვრეულია. როგორც „ნაციონალური მოძრაობის" წევრები ამბობენ, ფანჯარას...
ნიკა მელია ზაზა ფაჩულიას წინააღმდეგ: მისი განცხადება გამჭვირვალობის კანონზე არ მომისმენია, ცუდია
შეიძლება გამომრჩა, მაგრამ ჩემთვის პატივსაცემი ზაზა ფაჩულიას განცხადება [გამჭვირვალობის კანონზე] არ მომისმენია, ცუდია, - ამის შესახებ პარტია „ახალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა...
დავით მათიკაშვილი: ნიკა გვარამია ლანძღავდა სალომე ზურაბიშვილს, ხაზარაძე/ჯაფარიძე თვალთხარიას ეძახდნენ გახარიას, ის კი თაღლითად მოიხსენიებდა მათ, ახლა ზურაბიშვილის ფანჩატურში ცდილობენ გაერთიანებას
რადიკალური ოპოზიციის პოლიტიკურ ამორალურობას და უზნეობას საზღვარი არ აქვს. ეს კრიზისი კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ უდიდეს ნაწილს გუშინ და გუშინწინ არ დასწყებია....
იონათამიშვილი: მამუკა მდინარაძე ტელეკამერებთან გამოჩნდა და მძიმე დარტყმები მიაყენა “ნაცმოძრაობის” კლასტერს – ამას მაშინვე მოყვა რეაქცია, დღეს მათი ტელევიზიების საინფორმაციო გაიხსნა ამბით, რომ მდინარაძე ამერიკამ დაასანქცირა
თვენახევრიანი პოსტოპერაციული პაუზის შემდეგ მამუკა მდინარაძე ტელეკამერებთან გამოჩნდა და როგორც სჩვევია, გამოჩენისთანავე მძიმე დარტყმები მიაყენა ნაცმოძრაობის კლასტერს; სალომე ზურაბიშვილს თავისი...