ორშაბათი, მაისი 5, 2025

კახა კალაძე – აქციებზე პოლიციელებს აყენებდნენ შეურაცხყოფას, ესროდნენ „მოლოტოვის კოქტეილებს“, ელჩებს და ზოგიერთ ევროპელ ბიუროკრატს კი ჰქონდა მცდელობა, ეს დემოკრატიულ პროცესად წარმოეჩინა

თბილისის მერის განცხადებით, თბილისში გამართულ აქციებზე  მომიტინგეები პოლიციელებს აყენებდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფას, ესროდნენ „მოლოტოვის კოქტეილებს“ და მძიმე საგნებს, ელჩებს და ზოგიერთ ევროპელ ბიუროკრატს კი ჰქონდა მცდელობა, ეს დემოკრატიულ პროცესად წარმოეჩინა.

ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებს საფრანგეთში აქციის დაშლის თემაზე დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.

„ეს არ არის პირველი შემთხვევა, რომ ასე ხდება აქციების დაშლა. საუბარია არა მხოლოდ საფრანგეთზე, ასეა ზოგადად ევროპის ქვეყნებში. ეს დამოკიდებულებაა ზოგადად. როდესაც შენ ატარებ აქციას, მისი ჩატარების უფლება, როგორც საქართველოში, ისე ევროპულ ქვეყნებში, აქვს ნებისმიერ მოქალაქეს. მოქალაქეებს უფლება აქვთ, გამოხატონ თავიანთი მოსაზრება სხვადასხვა ფორმით, თუნდაც აქციით, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა იყოს კანონის ფარგლებში, რაც გაწერილია კონსტიტუციით, კანონმდებლობით. როგორც კი შენ გადადიხარ კანონის ჩარჩოებს, რა თქმა უნდა, პოლიცია მოქმედებს კანონის შესაბამისად. ძალიან მარტივია. იმ თემის ირგვლივ, რაც საქართველოში ხდებოდა, პოლიტიკური სპეკულაციები იყო. იყო ფიზიკური  შეურაცხყოფა პოლიციელების მიმართ, „მოლოტოვის კოქტეილებსა“ და მძიმე საგნებს ესროდნენ, ელჩებს და ზოგიერთ ევროპელ ბიუროკრატს კი ჰქონდა მცდელობა, რომ ეს წარმოეჩინა, თითქოს დემოკრატიული პროცესები იყო. მოსამართლეებს კვერცხებს ესროდნენ და გვეუბნებოდნენ, რომ ეს ჩვეულებრივი, დემოკრატიული პროცესია. ორმაგი სტანდარტია: როგორც უნდათ, ისე ათამაშებენ მუსიკას. თუ რამე აწყობთ, მაშინ სხვა მესიჯებს გააჟღერებენ, თუ რამე საწინააღმდეგო იქნება, ამ შემთხვევაში იტყვიან, რომ ეს ასე არ არის“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, პროგრამა „ქართული თვითმყოფადობის“ ფარგლებში, თსუ-ის რექტორის, აკადემიკოს ჯაბა სამუშიას საჯარო ლექცია გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამა „ქართული თვითმყოფადობის“ ფარგლებში, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ჯაბა სამუშიას საგანმანათლებლო-შემეცნებითი ხასიათის საჯარო ლექცია - „თამარის ეპოქა“ - გაიმართა.ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნიივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, საჯარო ლექციათა ციკლს, რომელიც საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს ეძღვნება, „Logos - ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრთან“ ერთად, ორგანიზებას უწევენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თეოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი და ქრისტიანული კვლევების ლაბორატორია.საგანმანათლებლო-შექმეცნებით ღონისძიებას, რომელსაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მიტროპოლიტი, საქართველოს საპატრიარქოს მისიისა და ევანგელიზაციის ცენტრის თავმჯდომარე მეუფე დანიელი, უნივერსიტეტის სამეცნიერო-აკადემიური წრეები, სტუდენტები და მოწვეული პირები ესწრებოდნენ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ გახსნა.რექტორის განცხადებით, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და საქართველოს საპატრიაქროს ერთობლივი პროექტი - „ქართული თვითმყოფადობა“ ახალგაზრდებისთვის საქართველოს ისტორიის შემეცნება-გაანალიზებას ისახავს მიზნად.როგორც დავით გურგენიძემ აღნიშნა, ცნობილი ისტორიკოსის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსის, ჯაბა სამუშიას ლექცია - „თამარის ეპოქა“ - ახალგაზრდებს შეახსენებს საქართველოს ისტორიის იმ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პერიოდს, რომელმაც უდიდესი გავლენა იქონია ქვეყნისა და ქართველი ხალხის ძირითადი ღირებულებებისა და თვითმყოფადობის ჩამოყალიბების პროცესზე.„ეს მორიგი შეხვედრაა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, რომელიც იმართება სასულიერო პირთა, მეცნიერთა და სტუდენტთა მონაწილეობით და ეძღვნება საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს. აღსანიშნავია, რომ პროგრამა „ქართული თვითმყოფადობის“ ღონისძიებათა ციკლში შესულია ცნობილი მეცნიერის, აკადემიკოს ჯაბა სამუშიას ლექცია - „თამარის ეპოქა“. ბატონი ჯაბა, მისთვის ჩვეული შესანიშნავი თხრობის სტილით, აუდიტორიას, რომლის უმრავლესობას სტუდენტები შეადგენენ, გულგრილს არ ტოვებს და შეახსენებს საქართველოს ისტორიის იმ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ხანას, რომელმაც დიდი გავლენა იქონია ეროვნული ფასეულობების განსაზღვრაში. დღევანდელობის ჭრილში, საჯარო ლექციათა ციკლი მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც საუკუნეების წინ, ისევე როგორც დღეს, საქართველოს მუდმივად უწევს არჩევანის გაკეთება უკეთესი მომავლის უზრუნველსაყოფად. აღნიშნული პროექტით ახალგაზრდობამდე უნდა მივიტანოთ მთავარი იდეა, რომლის გაცნობიერებაც სასიცოცხლოდ აუცილებელია - საქართველოს სახელმწიფო და ქართველი ხალხი პროგრესულად მოაზროვნე კაცობრიობის ნაწილია. რაც შეეხება ჩვენი დიდი წინაპრების გადაწყვეტილებებს, მათ შესწავლა, გაანალიზება, შეჯერება და თანამედროვეობისთვის მისაღები ფორმების მიცემა სჭირდება - უნივერსიტეტში გამართული მსჯელობა სწორედ ამის ნათელი დადასტურებაა“, - განაცხადა რექტორმა დავით გურგენიძემ.როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მიტროპოლიტმა, საქართველოს საპატრიარქოს მისიისა და ევანგელიზაციის ცენტრის თავმჯდომარე მეუფე დანიელმა ლექციის დაწყებამდე აღნიშნა, საქართველოში გარდამავალმა პერიოდმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ თანამედროვე მსოფლიოსთან პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ინტეგრაციის წარმატებით განხორციელება შეუძლებელია ეროვნული ფასეულობებისა და თვითმყოფადობის გათვალისწინების გარეშე, რაც ეროვნული ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის სიღრმისეულად გაცნობიერებას მოითხოვს. ლექციით - „თამარის ეპოქა“ - აუდიტორიის წინაშე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია წარსდგა. მეცნიერმა ისაუბრა ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის ერთ-ერთი უძლიერესი მონარქის - თამარის შესახებ, რომლის მმართველობის პერიოდში საქართველო კავკასიის უძლიერეს სახელმწიფოდ იქცა. როგორც ჯაბა სამუშიამ აღნიშნა, თამარის ეპოქის გაერთიანებული ფეოდალური მონარქიის ეკონომიკური ძლიერების ერთ-ერთი ძირითადი განმსაზღვრელი ძლიერი სოციალურ-ეკონომიკური ბაზისი იყო. მეცნიერმა, ასევე, ყურადღება გაამახვილა თამარის პერიოდის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ მოღვაწეებზე, რეფორმებსა და გადახდილ მნიშვნელოვან ბრძოლებზე. სტუ-ის ინფორმაციით, საჯარო ლექციის დასასრულს, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა და დაინტერესებულ ახალგაზრდებს თამარის ეპოქაში განვითარებულ მოვლენებზე, დამატებით, არაერთი მნიშვნელოვანი ცნობა მიაწოდა.ინფორმაციისთვის, 2026 წელს საქართველო ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს აღნიშნავს. თარიღთან დაკავშირებით, მეცნიერთა და კულტურის მოღვაწეთა თაოსნობით, საქართველოს საპატრიარქოსა და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მხარდაჭერით, შემუშავდა სამწლიანი კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამა - „ქართული თვითმყოფადობა“, რომელიც 2024 წლის მაისიდან ამოქმედდა. პროგრამის მიზანია, საზოგადოების ჩართულობით, გაანალიზოს ისტორიის ის უმნიშვნელოვანესი ეტაპები, რომელთაც განსაზღვრეს საქართველოს უნიკალური კულტურა და ფასეულობები. ჩატარებული საჯარო ლექციების ვიდეოჩანაწერების ნახვა შესაძლებელია Youtube არხზე, მისამართით: logos ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრი.

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე სასამართლოში თეა წულუკიანის გამოკითხვას ითხოვენ

„ლელო – ძლიერი საქართველოს“ ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე სასამართლოში თეა წულუკიანის გამოკითხვას ითხოვენ.როგორც პარტიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, „შესაბამისი წერილი წულუკიანის სახელზე ხაზარაძე-ჯაფარიძის ადვოკატებმა არალეგიტიმურ პარლამენტში უკვე შეიტანეს“.„მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე თეა წულუკიანს ე.წ საგამოძიებო კომისიის საქმეზე მოწმის სახით გამოკითხვაზე იბარებენ, რის გამოც მათ მიმართ პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. ადვოკატების განცხადებით, თეა წულუკიანსა და ე.წ. კომისიის წევრებს სასამართლოსთვის განმარტების მიცემა მოუწევთ ყველა იმ განცხადებასა თუ ქმედებაზე, რომელსაც ე.წ. საგამოძიებო კომისიის მუშაობისას ჰქონდა ადგილი. თეა წულუკიანს პასუხისთვის სამი დღე აქვს“, – აღნიშნულია პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

ახალციხეში, ბაგა–ბაღში 2 წლის ბავშვი გარდაიცვალა

ახალციხეში მდებარე კერძო ბაგა–ბაღში 2 წლის ბიჭი გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ–კრიმინალისტები მუშაობენ. ინფორმაციას „სამხრეთის კარიბჭე“ ავრცელებს.მცირეწლოვანი პროზექტურაშია გადაყვანილი.რა გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია. ერთ–ერთი ვერსიით, როდესაც ბავშვს ეძინა, მის სანახავად მისულ აღმზრდელს, ის უკვე გარდაცვლილი დახვდა.

დავით დოიაშვილი: კასტინგი მქონდა, ჩავატარე კასტინგი და ჩამოვედი. ჩინეთი არის კომუნისტური ქვეყანა – წავედი მიწვევით, სპექტაკლი უნდა გავაკეთო

ჩინეთი არის კომუნისტური ქვეყანა - წავედი მიწვევით, სპექტაკლი უნდა გავაკეთო, - განაცხადა რეჟისორმა დავით დოიაშვილმა „ქრონიკასთან“ სატელეფონო საუბრისას.მან განმარტა, თუ რატომ ჩავიდა ჩინეთში.„კასტინგი მქონდა, ჩავატარე კასტინგი და ჩამოვედი. ეს ერთი წელია უკვე დაგეგმილი იყო. ახლა ჩავედი, ჩავატარე კასტინგი, ავარჩიე მსახიობები და ჩამოვედი, ვარ თბილისში. ვალდებული ვარ, შევასრულო ეს კონტრაქტი. ეს არის არაჩვეულებრივი თეატრი - „პიპოლს არტ სიეთრა“ არის როგორც რუსთაველის თეატრი, ისეა ბეიჯინგში. ჩავედი, გავაკეთებ სპექტაკლს და ჩამოვალ. არაფერი პრობლემა არაა, ისევე, როგორც ერთ კვირაში გავემგზავრები. დავდებ ახალ კონტრაქტს იტალიასთან და იქაც გავაკეთებ სპექტაკლს და ჩამოვალ, რა პრობლემაა! ჩინეთი არის კომუნისტური ქვეყანა. წავედი მიწვევით, სპექტაკლი უნდა გავაკეთო“, - განაცხადა დოიაშვილმა.დავით დოიაშვილი თანამდებობიდან 16 აპრილს გაათავისუფლეს. საქართველოს კულტურის სამინისტროს განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, „ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის“ ხელმძღვანელობა ვალდებულებას არ ასრულებდა და სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების განმავლობაში შეჩერებული იყო.

ბოლო სიახლეები