ხუთშაბათი, დეკემბერი 5, 2024

კახა კალაძე – არ მჯერა, რომ მართლა გულწრფელ ადამიანს, რომელსაც სურვილი აქვს, ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი, ვერ გაეგო, რა უნდა საქართველოს მთავრობას

ჩვენ შეიძლება, რაღაც არასწორად გადმოვეცით, მაგრამ იმის მერე ყველა თემა „დაიღეჭა“ და მიეწოდა საზოგადოებას. არ მჯერა იმის, რომ მართლა გულწრფელ ადამიანს, რომელსაც სურვილი აქვს, რომ ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი, ვერ გაეგო, რა უნდა საქართველოს მთავრობას, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას საზოგადოებრივ მაუწყებელზე დაგეგმილ დებატებთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

„ეს განცხადება გაკეთდა იმისთვის, რომ ვისაც სურვილი აქვს, შეუძლია, დასვას ნებისმიერი შეკითხვა იმიტომ, რომ თავიდან კეთდებოდა არასწორი ინტერპრეტაციები 28 ნოემბერს პრემიერის განცხადებასთან დაკავშირებით. ავრცელებდნენ ტყუილს და სიცრუით იყო ყველა განცხადება გაჯერებული ამ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან. სამწუხაროა ის, რომ ამ ყველაფერში ევროკავშირის ელჩი იყო ჩართული. საუბრობდნენ იმაზე, რომ თითქოს, საქართველოს მთავრობამ გააჩერა ევროინტეგრაციის პროცესი. წარმოუდგენელია უბრალოდ, როგორ შეიძლება, საქართველოს მთავრობამ გააჩეროს ევროინტეგრაციის პროცესი, როდესაც დღეს ბურთი მათ მხარეზეა, მათ აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ ქვეყანას გაუხსნან მოლაპარაკებები.

მე დღესაც ვთქვი და კიდევ ვიმეორებ, შეიძლება ჩვენი კომუნიკაციის ფორმა არ მოეწონა ვიღაცას, ან რაღაც არასწორად გადმოვეცით, მაგრამ იმის მერე ამდენი დღე გავიდა, ყველა თემა „დაიღეჭა“ და მიეწოდა საზოგადოებას. მე არ მჯერა იმის, რომ მართლა გულწრფელ ადამიანს, რომელსაც სურვილი აქვს, რომ ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი და გულანთებულია ამ მიმართულებით, ვერ გაეგო, რა უნდა საქართველოს მთავრობას და რას ვაკეთებთ ამ  მიმართულებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა კვლავ მზადაა, ხელი მოაწეროს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დაწყებას, თუკი დასავლეთის მხრიდან ამის მზაობა იქნება.

„კანდიდატის სტატუსის თემა იყო და გახსოვთ, როგორ შეურაცხყოფას გვაყენებდნენ, როგორი ცილისმწამებლური განცხადებები კეთდებოდა. ყველაფერი იკადრეს, გვაშანტაჟებდნენ, მაგრამ ჩვენ დავდექით ღირსეულად, დავდექით მყარად და ქვეყანამ მიიღო კანდიდატის სტატუსი. დღეს, უკვე კანდიდატის სტატუსი, როგორც იარაღი, არ აქვთ ხელში, მაგრამ აქვთ სხვა მიმართულება – მოლაპარაკებების გახსნა-არგახსნის თემა. აქაც ბურთი არის მათ მხარეს. ჩვენ, საქართველოს მთავრობამ, რა უნდა გავაკეთოთ? ერთადერთი ვითხოვთ, რომ გახსნან მოლაპარაკებები. დღესაც პრემიერმა ისაუბრა ამ თემაზე, არ დარჩა ადამიანი, ვისაც განცხადება არ გაეკეთებინა ამ მიმართულებით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ – დღესაც ვადასტურებ მზაობას, დღეს, ხვალ, ზეგ, მაზეგ, გახსნან მოლაპარაკებები და მაშინვე ვაწერთ ხელს ამ ყველაფერს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

სპეცრაზმმა თავისუფლების მოედნის ტერიტორია დატოვა – აქცია მშვიდობიანად გრძელდება

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სპეცრაზმელებმა თავისუფლების მოედნის ტერიტორია დატოვეს. ადგილზე კვლავ რჩებიან წყლის ჭავლის მანქანები - ამ დროისთვის ადგილზე სამი ერთეული მანქანა დგას. რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გრძელდება - მომიტინგეები თავიანთ პროტესტს მშვიდობიანი გზით გამოხატავენ, სკანდირებენ. მხოლოდ რამდენჯერმე ჰქონდა ადგილი პიროტექტნიკის სროლას, თუმცა პარლამენტის შენობიდან მოშორებით და ისიც - ჰაერში. დემონსტრანტების ნაწილი პირველ კლასიკურ გიმნაზიასთან, ჭიჭინაძის ქუჩის დაღმართზე დგას, სადაც ისინი დრო და დრო სამართალდამცველებს ესაუბრებიან და ეს დიალოგიც მშვიდად, ყოველგვარი დაპირისპირების გარეშე მიმდინარეობს. აქციის მონაწილეთა ნაწილი პარლამენტის წინ, რუსთაველის გამზირზე რჩება, ძირითადი მასა კი თავმოყრილია სასტუმრო „თბილისი მარიოტიდან“ ოპერისა და ბალეტის თეატრს შორის არსებულ ტერიტორიაზე, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით.

ლუკა ეხვაია ელენე ხოშტარიას განცხადებაზე: თურმე, არ ყოფილა სახალხო, გულწრფელი, სპონტანური და კეთილშობილური განზრახვებით განმსჭვალული ჯანყი/ამბოხი და ყველაფრის უკან ისევ დესტრუქციული ოპოზიციური ძალები და...

ელენე ხოშტარიამ აღიარებითი ჩვენება დადო - მე ვარ აქციების ორგანიზატორი, აქციებს ყველაფრით მე ვამარაგებდი, კიდევ გავაგრძელებ თქვენს მომარაგებას და სრულ პასუხისმგებლობას ვიღებო, - წერს პოლიტოლოგი ლუკა ეხვაია სოციალურ ქსელში. მისი თქმით, "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადება, რომ თავად არის აქციის ორგანიზატორი, პასუხისმგებლობას იღებს და რაც აქციისთვის საჭიროა, ყველაფერი აქვთ, მათ შორის "ძალიან ბევრი პარალონები, ფეიერვერკები" და კიდევ აპირებენ შეძენას, ნიშნავს, რომ ბოლო დღეების მანძილზე მიმდინარე მოვლენები არ ყოფილა გულწრფელი, სპონტანური და კეთილშობლიური ამბოხი, ვინაიდან დადასტურდა, რომ ამის უკან კვლავ დესტრუქციული ოპოზიცია და მათი დონორები დგანან. "ელენე ხოშტარიამ აღიარებითი ჩვენება დადო - მე ვარ აქციების ორგანიზატორი, აქციებს ყველაფრით მე ვამარაგებდი, კიდევ გავაგრძელებ თქვენს მომარაგებას და სრულ პასუხისმგებლობას ვიღებო. რა ხდება, თურმე არ ყოფილა სახალხო, გულწრფელი, სპონტანური და კეთილშობილური განზრახვებით განმსჭვალული ჯანყი/ამბოხი და ყველაფრის უკან ისევ დესტრუქციული ოპოზიციური ძალები და მათი დონორები დგანან, რომლებიც ხალხით მანიპულირებენ, საზარბაზნე ხორცად იყენებენ და მათ პოლიტიკურ ინსტრუმენტალიზაციას ახდენენ?" - წერს ლუკა ეხვაია.

ედგარს რინკევიჩსი – საქართველოს რაიმე გზით უნდა დავუჭიროთ მხარი, საუკეთესო გზას ვიპოვით, ბალტიის ქვეყნებს პერსონალური სანქციები აქვთ დაწესებული, თუმცა საჭიროა კონსენსუსი

საქართველოს მხარდასაჭერად საუკეთესო გზას ვიპოვით, ვფიქრობ, ამ გზებზე თანამოაზრე ქვეყნების ლიდერებთან ვისაუბრებთ, – ამის შესახებ ლატვიის პრეზიდენტმა, ედგარს რინკევიჩსმა განაცხადა. მისი თქმით, ბალტიის ქვეყნებს პერსონალური სანქციები აქვთ დაწესებული და ეს არის ის მიმართულება, რომელზეც ევროკავშირის ფარგლებშიც იმუშავებენ, თუმცა საჭიროა კონსენსუსი. „საქართველოს რაიმე გზით, პოლიტიკურად და სიმბოლურად უნდა დავუჭიროთ მხარი, იქნება ეს ერთობლივი ვიზიტები თუ სხვა რამ. ნუ დაგვავიწყდება, რომ ბალტიის ქვეყნები იყვნენ პირველები, რომლებმაც პერსონალური სანქციები დააწესეს. ეს არის ის მიმართულება, რომელზეც ჩვენი დიპლომატები ევროკავშირის ფარგლებშიც იმუშავებენ, მაგრამ საჭიროა კონსენსუსი. ეს საკითხი უახლოეს დღეებში განიხილება. ვფიქრობ, საქართველოს მხარდასაჭერად საუკეთესო გზას ვიპოვით, მაგრამ ვფიქრობ, ამ გზებზე ვისაუბრებთ თანამოაზრე ქვეყნების ლიდერებთან“, – განაცხადა ლატვიის პრეზიდენტმა.

მაკა ბოჭორიშვილი – ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობები იქნება მეგობრული და არ იქნება იმ ფორმებით, რა ფორმებითაც დღეს ვხედავთ

ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობები იქნება მეგობრული და არ იქნება იმ ფორმებით, რა ფორმებითაც დღეს ვხედავთ, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა აშშ-ის საელჩოს მიერ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესსა და აშშ-თან საქართველოს სტრატეგიულ ურთიერთობასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ ქარდებზე საუბრისას აღნიშნა. „ზოგადად ვიტყოდი, რომ პარტნიორობაზე როდესაც ვსაუბრობთ, ასევე როცა ვსაუბრობთ საქართველოს მდგომარეობაში მყოფ ქვეყანასთან ურთიერთობაზე, რომელიც ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში იმყოფება, უფრო სერიოზული უნდა ვიყოთ. უფრო სერიოზული უნდა ვიყოთ, როდესაც საქმე ეხება დიალოგს, პარტნიორობას, თანამშრომლობას, ვინაიდან, ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი იმედი გვაქვს ჩვენი პარტნიორების. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობები იქნება მეგობრული და არ იქნება იმ ფორმებით, რა ფორმებითაც დღეს ვხედავთ“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

VIDEO: მისი ყველა განცხადება მოწოდებულია იმისკენ, რომ როგორმე ქვეყანაში შემოიტანოს არეულობა და მოახდინოს შიდა დაპირისპირება – ვარლამ ლიპარტელიანი სალომე ზურაბიშვილზე

ის ყველანაირად ცდილობს ყველა ინსტიტუტზე შეტევა განახორციელოს - ამის შესახებ  საქართველოს პარლამენტის წევრმა - პარტია ,,ქართული ოცნება“, ვარლამ ლიპარტელიანმა გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ პრეზიდენტზე საუბრისას განაცხადა. „ჩემთვის ყოვლად მიუღებელია სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებული ნებისმიერი განცხადება, ის ხალხს მოუწოდებს საკონსტიტუციო სასამართლოს შეტევაზე, პრეზიდენტი პირდაპირ რადიკალიზმისკენ მოუწოდებს ადამიანებს, მისი ყველა განცხადება მოწოდებულია იმისკენ, რომ როგორმე ქვეყანაში შემოიტანოს არეულობა და მოახდინოს შიდა დაპირისპირება...“ - განაცხადა ვარლამ ლიპარტელიანმა.

ბოლო სიახლეები