
მინდა, მივმართო ყველას, ვინც ადგენდა და ახორციელებდა დესტრუქციულ ქმედებებს, მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს კანონის წინაშე. ზონდერებისა და დივერსანტების დრო ქართულ პოლიტიკაში დასრულებულია და აღარ არის, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
იგი გლდანში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.
მისივე თქმით, გარკვეული პირები პისტოლეტებით შეიარაღებული დარბიან საარჩევნო უბნებზე და ყველას იმ მძიმე პრაქტიკას ახსენებენ, რომელიც მათი ხელისუფლებასი ყოფნის პირობებში იყო ჩამოყალიბებული.
კალაძემ აღნიშნა, რომ მათ გააფრთხილეს საზოგადოება, მედია და საერთაშორისო ორგანიზაციები, რომ ოპოზიცია 16:00 საათიდან გეგმავდა მძიმე პროვოკაციებს.
მისივე თქმით, პროვოკაციების ეპიცენტრად ბოლნისი, დმანისი, მარნეული და გლდანი განიხილებოდა.
„თუ დააკვირდებით, მათი ზონდრების მოქმედება სწორედ ამ რაიონებსი ფიქსირდება. ზემოთ ხსენებული გეგმის შესაბამისად ინციდენტი დაფიქსირდა გდანში, სადაც ე.წ. კრიმინალურმა ავტორიტეტმა, მეტსახელად „ჭყიპინა“, (ირაკლი ეძგვერაძე) მზიმე პროვოკაცია მოაწყო. ყველას შევახსენებ, რომ არჩევნები გრძელდება. დღეს საღამოს დაფიქსირდება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ დამაჯერებელი გამარჯვება და ჩვენი პარტია საქართველოს პარლამენტში 100 მანდატს მიიღებს. მე ამის თქმით უფლებას მაძლევს ის მხარდჭერა და აქტივობა, რომელიც დღესაა საარჩევნო უბნებზე.
მინდა მივმართო ყველას, ვინც ადგენდა და ახორციელებდა დესტრუქციულ ქმედებებს, მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს კანონის წინაშე. ზონდერებისა და დივერსანტების დრო ქართულ პოლიტიკაში დასრულებულია და აღარ არის“, – განაცხადა კახა კალაძემ.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ამომრჩეველმა არჩევანი დღეს 50 საარჩევნო სუბიექტს – ორ ბლოკსა და 48 პარტიას შორის უნდა გააკეთოს. საპარლამენტო არჩევნებისთვის 38 ქვეყანაში 52 საარჩევნო უბანი გაიხსნა. 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის კოვიდდაწესებულებებში 127 საარჩევნო უბანი მუშაობს. პენიტენციურ დაწესებულებებში კი 10 საარჩევნო უბანი გაიხსნა. არჩევნებს 132 ადგილობრივი და 23 საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი აკვირდება. ამასთან, ამერიკული ორგანიზაცია Public Opinion Strategies „იმედის“ დაკვეთით ეგზიტპოლს ატარებს.