ოთხშაბათი, იანვარი 14, 2026

კახა კალაძემ სამტრედიაში მცხოვრებ 5 ოჯახს საახალწლო საჩუქრად სახლი გადასცა

საახალწლო კონცერტი გაიმართა სამტრედიის ცენტრალურ მოედანზე. სამტრედიელებს ძველით ახალი წელი, ტრადიციულად, თბილისის მერმა კახა კალაძემ მიულოცა.

მუნიციპალიტეტში მცხოვრებ თევზაძეების ცხრასულიან ოჯახს კი, საჩუქრად სახლი გადასცა. დღეიდან, ახალ სახლში, ჯამში, 5 ოჯახი იცხოვრებს.

“ვაგრძელებთ ტრადიციას, 2012 წლიდან მოყოლებული, ყოველწლიურად, სამტრედიაში გვაქვს კონცერტი.

გარდა ამისა, ვაბედნიერებთ ოჯახებს, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს, ვისაც ყველაზე
მეტად სჭირდება ჩვენი დახმარება. ამ კეთილ საქმეში ჩემი მეგობრებიც შემომიერთდნენ.

რა თქმა უნდა, ყოველწლიურად გავაგრძელებთ იმ ოჯახების დახმარებას, დასაჩუქრებას მაცხოვრებლებით, ვინც ამ პრობლემის წინაშე დგას”, – განაცხადა კახა კალაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ტაილანდში მატარებლის სამ ვაგონს სამშენებლო ამწე დაეცა, დაიღუპა, სულ მცირე, 19 ადამიანი

ტაილანდის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მატარებლის სამ ვაგონს სამშენებლო ამწე დაეცა, რასაც, სულ მცირე, 19 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 80 კი დაშავდა.ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.მედიის ინფორმაციით, შემთხვევა ნახონ რაჩასიმას პროვინციაში იმ დროს მოხდა, როდესაც ამწე რკინიგზის პროექტზე მუშაობდა. გავრცელებული ცნობით, ინციდენტის შედეგად მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა.ტრანსპორტის მინისტრის განცხადებით, ინციდენტის დროს მატარებელში 195 მგზავრი იმყოფებოდა და საქმის საფუძვლიანად გამოძიება მოითხოვა.„19 ცხედარი იპოვეს, თუმცა მატარებლის ვაგონებში ჯერ კიდევ რჩება რამდენიმე ადამიანი, რომელთა ამოყვანაც ჯერჯერობით ვერ შეძლეს“, – აცხადებენ ადგილობრივ პოლიციაში.

რა ვითარებაა გზებზე – გზების დეპარტამენტი ინფორმაციას აქვეყნებს

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ97-კმ162 (რუისის სატრანსპორტო კვანძი-ბორითის სატრანსპორტო კვანძი) მონაკვეთზე, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილიასაავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, ,,სადახლოს“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტის შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი - ,,სადახლო საავტომობილოს“ მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტის შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს.უფლებამოსილი პირის მიერ, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის, როგორც ფიზიკური, ასევე მისი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, სხეულზე მალულად განთავსებული 34 აბი აკრძალული მედიკამენტი გამოვლინდა.საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური

სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს

სურსათის ეროვნული სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის დეპარტამენტის ინსპექტორები ზამთრის მაღალმთიან კურორტებზე სურსათის სარეალიზაციო ობიექტებს ამოწმებენ. სახელმწიფო კონტროლი ტარდება როგორც ქსელურ მარკეტებში, ასევე მცირე სავაჭრო ობიექტებში.დაცულია თუ არა სურსათის რეალიზაციისა და განთავსების პირობები, ვადები, ტემპერატურული რეჟიმი, მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესი, რაც ითვალისწინებს ეტიკეტზე სურსათის დასახელების, ინგრედიენტების, მათ შორის, ალერგენების, საკვები საღებავისა და სხვა დანამატების, წონის, შენახვისა და გამოყენების პირობების დატანას. გარდა ამისა, ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს სურსათის მწარმოებელი/დისტრიბუტორი ბიზნესოპერატორი, მისამართი, სურსათის წარმოშობის ქვეყანა, ინფორმაცია კვებითი ღირებულების შესახებ, დამზადების თარიღი, პარტიის ნომერი და ა.შ.სურსათის ეროვნული სააგენტო სურსათის სარეალიზაციო ობიექტებს ქვეყნის მასშტაბით მთელი წლის განმავლობაში ამოწმებს. სეზონების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია საკურორტო ზონები, სადაც, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, მრავლად არიან ტურისტები.გასულ წელს, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში სახელმწიფო კონტროლი ჩატარდა 512 ობიექტში. 1200-ზე მეტი ინსპექტირების შედეგად გამოვლინდა 92 სამართალდარღვევა, რაზეც გატარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

თავდაცვის ძალებში სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნა

14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა. ქვეყნის ეროვნული სიმბოლოს პატივისცემის ნიშნად, თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა სახელმწიფო ჰიმნის ფონზე საქართველოს დროშები საზეიმოდ აღმართეს. დროშის დღესთან დაკავშირებით, დროშის აღმართვის ცერემონიალი გაიმართა  საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიასა და თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე. საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს საქართველოს ორგანული კანონი განსაზღვრავს.

ბოლო სიახლეები