ორშაბათი, მარტი 16, 2026

კახა ბექაური: სატელეკომუნიკაციო ბაზარი უნდა გაიხსნას, რაზეც ძალიან დიდი პროტესტი აქვს ბიზნეს სექტორს, რაც პარლამეტში გამოხატეს კიდეც

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა დღეს იმედის ეთერში, სატელეკომუნიკაციო სფეროს წარმომადგენლების  პარალმენტში გაკეთებულ რეაქციებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათი გაცხარება, პირდაპირ არ არის დაკავშირებული „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ კანონში ცვლილებებთან, ვინაიდან ბიზნესმა ეს კანონი იცოდა და კომპრომისიც მიღწეულია ამ საკითხზე. მისი განმარტებით, ბიზნესის რეაქცია კომუნიკაციების კომისიის მიერ ბოლო წლებში მიღებულ გადაწყვეტილებებს უკავშირებდა, რომელიც მთლიანად ტელეკომ ბაზრის ლიბერალიზაციისკენ და ევროპული სტანდარტების დანერგვისკენ არის მიმართული, რაც მათ რბილად რომ ვთქვათ არ მოსწონთ.  მისივე თქმით ბაზრის ლიბერალიზაცია გარდაუვალია პროცესია და ეს სჭირდება როგორც სფეროს განვითარებას ისე მომხმარებლებს.

მისი თქმით, ბოლო რამდენიმე წელია კომუნიკაციების კომისია აქტიურადაა დაკავებული კანონშემოქმედებითი საქმიანობით. კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარის განმარტებით, საუბარია ნორმატიულ აქტებზე, რომლებიც  ტელეკომ ბაზრისთვის ასოცირების შეთანხმებით სავალდებულოა შესასრულებლად. ასევე კხა ბექაურმა ახსნა, თუ რატომ ჭირდება ჩაკეტილ ტელეკომ ბაზარს გახსნა და რა სიკეთეს მოუტანს ეს ქვეყანას და მომხმარებელს.

„რას ნიშნავს და რისთვის  გვინდა ეს ცვლილებები? სატელეკომუნიკაციო ბაზარი  საკმაოდ ჩაკეტილია. სატელეკომუნიკაციო სერვისის მიწოდებისთვის კომპანიები სარგებლობენ შეზღუდული რესურსით, რასაც სიხშირული სპექტრი ჰქვია და ასევე სახელწიფოსგან ნებართვებს იღებენ ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ანუ გარკვეული ნებართვები გაიცემა და ამავდროულად გარკვეული ლიცენზიები გაიცემა და ისინი პრივილეგირებულნი არიან ამ თვალსაზრისით, იმიტომ რომ, სიხშირული სპექტრის რესურსი შეზღუდულია და ყველა ვერ მიიღებს ამას. ეს იმას ნიშნავს, რომ რამდენიმე კომპანია არის წარმოდგენილი ბაზარზე“- აღნიშნა კახა ბექაურმა.

მან ასევე განმარტა, როგორ მუშაობას სატელეკომუნიკაციო ბაზარი დღეს,

„დღეს ეს ბაზარი ჩაკეტილია იმ კომპანიებში, რომლებსაც ეს რესურსები და ინფრასტრუქტურა გააჩნიათ და სატელეკომუნიკაციო რესურსებს საზოგადოებასა და სხვა ოპერატორებს მხოლოდ ისინი აწვდიან. როგორ მუშაობს ევროპა და რას ვაკეთებთ ჩვენ ბოლო წლებში? ეს ბაზარი უნდა გაიხსნას. სატელეკომუნიკაციო დარგი იმით განსხვავდება სხვა დარგებისგან, რომ ურთულესი კონსტრუქცია აქვს, ტექნოლოგიური სერვისები ინფრასტრუქტურა თავისი არსით რთულია. მაგალითად, ევროპული ბაზარი იცნობს 14 საკომუნიკაციო ბაზრის სეგმენტს, რომელიც ჩვენ გადმოვიღეთ. ეს არის საბითუმო ბაზარი მაგალითად ოპტიკურ-ბოჭკოვან წყვილებზე დაშვების ბაზარი, ოპტიკურ-ბოჭკოვან არხებზე დაშვების ბაზარი, ასევე ფიქსირებული ინტერნეტის ბაზარი, ხმოვანი მომსახურების ბაზარი, მობილური  ინტერნეტის ბაზარი. 14 ბაზარია სულ და ეს 14-ვე ბაზარი თითქმის დაკეტილია. დაკეტილია ნიშნავს  იმას, რომ მხოლოდ ეს კომპანიები აწვდიან ამ საბითუმო ბაზარზე როგორც ავტორიზებულ პირებს, ასევე ჩვენს მოსახლეობას საკომუნიკაციო    სერვისებს. როგორ უნდა იყოს რეალურად? უნდა იყოს ისე, რომ საკუთარი ინფრასტრუქტურა გამოაყენებინონ ყველას, ვისაც ამის სურვილი აქვს. როგორც ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურა, ასევე მობილური კომუნიკაციების ინფრასტრუქტურა და უნდა დაუშვან სხვა ნებისმიერი ოპერატორები, რომლებსაც სურვილი აქვთ მოსახლეობას საკომუნიკაციო სერვისები მიაწოდონ. ანუ ე.წ. ვირტუალური ოპერატორები უნდა გაჩნდნენ როგორც ფიქსირებულ საკომუნიკაციო ბაზარზე, ასევე მობილურ საკომუნიკაციო ბაზარზე“- განაცხადა კახა ბექაურმა.

მისი განმარტებით, კომუნიკაციების კომისიის მიერ მიღებული და დაგეგმილი ცვლილებებით ტელეკომ ბაზარზე გაჩნდება კონკურენცია, ხარისხი მოიმატებს და შესაბამისაც მომსახურების ღირებულებაც გაიაფდება.

„ამისთვის მომზადებაც ძალიან რთულია. 14-ვე ბაზარი რომ გახსნა, მით უმეტეს ასეთ მაღალტექნოლოგიურ სფეროში, ძალიან რთულია. ერთი, რაც ამისთვის საჭიროა, განცალკევებული ხარჯთაღრიცხვის მეთოდოლოგია დავნერგეთ. რატომ გვჭირდება ეს? იმისთვის, რომ მობილური კომუნიკაციების კომპანია ქსელზე დაუშვას ქსელის ოპერატორმა და გამოიყენოს მობილური ინტერნეტის ბაზარი, უნდა ვიცოდეთ, რომ ამ ქსელის ოპერატორს მობილური ინტერნეტის ბაზარზე როდესაც სერვისს ახორციელებს, მისი ხარჯები რამდენია და არა ვთქვათ, ხმოვანი სერვისის. ეს აუცილებელი იმიტომაა, რომ ვირტუალური ოპერატორი ისე ვერ შემოვა, თუ ქსელის ოპერატორმა სწორი ფასი არ შესთავაზა თავის ქსელზე დაშვების. ამიტომ აუცილებელია განცალკევებული ხარჯთაღრიცხვა იმისთვის, რომ ჩვენ ვიცოდეთ თითოეულ ამ ბაზარზე ქსელის ოპერატორებს რა უჯდებათ, როგორც ავტორიზებული პირებისთვის, ასევე მომხმარებლებისთვის სერვისის მიწოდება. სხვანაირად ვირტუალურ ოპერატორებს ვერ დავუშვებთ, რადგან არ გვეცოდინება რა არის გონივრული ფასი, რა ფასიც ქსელის ოპერატორებმა მათ უნდა შესთავაზონ“- განაცხადა კახა ბექაურმა.

მისი თქმით, დღეს ჩაკეტილია სატელეკომუნიკაციო ბაზარები და კომუნიკაციების კომისია ევროპული კანონმდებლობის და პრაქტიკის დანერგვით სწორე მათ გასახსნელად ემზადება, რაც ბიზნეს დიდად არ მოწონს და პროტესტიც აქვთ.

„შესაბამისად ძალიან დიდი პროტესტი აქვს ამაზე სატელეკომუნიკაციო სექტორს, მაგრამ ესმით, რომ ეს გარდაუვალია, იმიტომ რომ ჩვენ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას მოვაწერეთ ხელი და შესაბამისად მათი საუკეთესო პრაქტიკა გადმოგვაქვს აქ, იმისთვის რომ ბაზარი გაიხსნას, კონკურენცია გაიზაროს და სერვისები გაუმჯობესდეს, “- განაცხადა კახა ბექაურმა

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ლიბანში გაერო-ს სამშვიდობოებს თავს დაესხნენ

ლიბანში გაერო-ს სამშვიდობოებს თავს დაესხნენ, – ამის შესახებ „ბიბისი“ გაერო-ზე დაყრდნობით იუწყება.მედიის ინფორმაციით, ლიბანში მშვიდობისმყოფელებს ცეცხლი სავარაუდოდ არასახელმწიფო შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა გაუხსნეს. ლიბანში გაერო-ს დროებითი ძალების (UNIFIL) ინფორმაციით, თავდასხმები გაერო-ს სამ სხვადასხვა ბაზაზე – იატარში, დეირ კიფასა და კალაკიაში განხორციელდა.მათივე ცნობით, გასროლა ერთ-ერთ ადგილას მშვიდობისმყოფელებისგან ხუთი მეტრის მოშორებით განხორციელდა, რის შედეგადაც არავინ დაშავებულა.UNIFIL არის სამშვიდობო მისია, რომელიც 1978 წელს შეიქმნა საომარი მოქმედებების მონიტორინგისა და მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების უზრუნველყოფის მიზნით.

დიდ ბრიტანეთში აცხადებენ, რომ ბრიტანეთი, მოკავშირეებთან ერთად, ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნაზე მუშაობს

დიდი ბრიტანეთი, მოკავშირეებთან ერთად, ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნაზე მუშაობს. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის ენერგეტიკის მდივანმა „სქაი ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.ედ მილიბენდმა აღნიშნა, რომ კონფლიქტის დეესკალაცია სრუტის ხელახლა გახსნის საუკეთესო გზაა და მისი ქვეყანა გააგრძელებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შენარჩუნებას.„სრუტის ხელახლა გახსნა ყველას ინტერესებშია. ასევე, ვიტყვი, რომ ჩვენც გვჭირდება ამ კრიზისის დეესკალაცია, რადგან სრუტის ხელახლა გახსნის საუკეთესო და ყველაზე დამაჯერებელი გზა ამ კონფლიქტის დასრულებაა. დიდი ბრიტანეთის თვალსაზრისით, ჩვენ კვლავაც ვინარჩუნებთ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს. ვფიქრობთ, წარმოუდგენლად მნიშვნელოვანია, რომ პუტინს ამ საკითხებთან დაკავშირებით მკაფიო გზავნილი გავუგზავნოთ. მაგრამ უფრო ფართო სურათი ის არის, რომ ჩვენ უნდა ვცადოთ ამ კონფლიქტის დასრულება, არავის ინტერესებშია, რომ ეს კონფლიქტი კვირების და თვეების განმავლობაში გაგრძელდეს“, – აღნიშნა დიდი ბრიტანეთის ენერგეტიკის მდივანმა.

ინდოელი წინასწარმეტყველის, აბჰიგია ანანდის პროგნოზი 2026 წლისთვის

ინდოელი ასტროლოგისა და ვედური წინასწარმეტყველის, აბჰიგია ანანდის პროგნოზი 2026 წლის შესახებ ახალი ტალღით გავრცელდა სოციალური მედიისა და YouTube-ის არხებზე ბოლო თვეებში. მის მიხედვით, მომავალი წელი შეიძლება გახდეს მნიშვნელოვანი გარდამტეხი პერიოდი, როგორც გლობალურ, ისე რეგიონალურ დონეზე.ანანდი 2026 წელს ასტროლოგიური ნიშნების მიხედვით იმ პერიოდის მნიშვნელობას უსვამს ხაზს, რომელიც შეიძლება გამხდარიყო ოთხსაუკუნოვანი ციკლის გადამწყვეტი ეტაპი.მისი პროგნოზის თანახმად, ეს წელი კრიტიკული მოვლენების, სიფრთხილის საჭირო პერიოდებისა და გლობალური ცვლილებების წლისპირია.ვიდეოში, წინასწარმეტყველს დასახელებული აქვს ქვეყნები და თვეები, სადაც შესაძლო არასტაბილურობა უფრო მეტად გაიზრდება: მათ შორის ჩინეთი, ფილიპინები, ჩრდილოეთ კორეა და იაპონია.ხოლო ყველაზე ამაღელვებელ თვეებად — აპრილი, ივლისი და ნოემბერი დაასახელა.მისი ვარაუდით, ეს პერიოდები ასტროლოგიური გავლენებით განისაზღვრება და შეიძლება გამოიწვიოს:აპრილი — დაძაბულობის პიკი და კონფლიქტური სიტუაციების გაძლიერება;ივლისის ბოლო — სწრაფი ცვლილებები, როგორც სოციალურ, ისე ეკონომიკურ დარგში;ნოემბერი — სტრუქტურული და სტრატეგიული გადაწყვეტილებების პერიოდული ცვლილებები, რომელმაც შესაძლოა გრძელვადიანი შედეგები მოიტანოს.2026 წელი, ანანდის მიხედვით, შეიძლება გახდეს მნიშვნელოვანი პერიოდი მედიცინის განვითარებისთვის. განსაკუთრებით – დიაგნოსტიკის, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მიღწეულ პროგრესში.ასევე, მისი თქმით, არსებობს შესაძლებლობა, რომ ზოგიერთ დარგში — მათ შორის ფუნდამენტურ მეცნიერებებში — დაიწყოს მნიშვნელოვანი სიახლეები.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, სააგენტოს სპეციალისტები სოფელ კურსებში გააქტიურებული მეწყრის მონიტორინგს აგრძელებენ

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სპეციალისტები აგრძელებენ სოფელ კურსებში გააქტიურებული მეწყრის მონიტორინგს.მათივე ცნობით, დაზუსტდა მეწყრის გავრცელების კონტურები, სადაც დაფიქსირდა მეორადი გენერაციის, დაბალი დინამიკის რამდენიმე გააქტიურებული უბანი.„ამ დროისთვის მეწყრული სხეული სტაბილიზაციის ფაზაში გადადის“, – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

ირაკლი კუპრაძე – ყველა ოპოზიციურ პროექტს წარმატებას ვუსურვებთ, თუმცა ჩვენ დაინტერესებული ვართ მხოლოდ იმ ერთობით, რომელიც „ლელოსთვის“ იქნება ორგანული და ბუნებრივი

რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ალიანსის მიმართ ჩვენი დამოკიდებულება ძალიან მარტივია, ყველა ოპოზიციურ პროექტს ვუსურვებთ წარმატებას, ეს არის ცალსახა პოზიცია, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა.კუპრაძის თქმით, „ლელოს“ გადაწყვეტილებაა, რომ ვითარდება დამოუკიდებლად და ეს გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოს მხრიდან ერთხმადაა მიღებული.„პოზიცია ცალსახა და უცვლელია – „ლელო“ აგრძელებს დამოუკიდებელ განვითარებას, დღის ბოლოს ყველა მნიშვნელოვან პოლიტიკურ საკითხს შევაჯამებთ – ეს არის პროცესების მიმართ ჩვენი დამოკიდებულება. ყველა ოპოზიციურ პროექტს წარმატებას ვუსურვებთ, თუმცა ჩვენ დაინტერესებული ვართ მხოლოდ იმ ერთობით, რომელიც „ლელოსთვის“ იქნება ორგანული და ბუნებრივი. მათი კრიტიკა და მათთან არსებულ პრობლემებზე საუბარი ჩემს არც სურვილებში და არც ინტერესში არ შედის.მარტივი მოცემულობაა, ჩვენ ვეძებთ სხვა ბუნებრივ პარტნიორებს, რომლებიც ჩვენს სტრატეგიულ ხაზებსა და ჩვენი ამომრჩევლის ბუნებასთან თუ სურვილთან ახლოს არიან“, – აღნიშნა ირაკლი კუპრაძემ.კითხვაზე, – „რა ხაზები აქვთ ალიანსის წევრ პარტიებს, რაც თქვენთვის მიუღებელია?“ – კუპრაძემ ჟურნალისტებს უპასუხა, რომ ეს ოპოზიციური ალიანსის წევრ პარტიებს უნდა ჰკითხონ.

ბოლო სიახლეები