პარასკევი, მაისი 16, 2025

“კატეგორიული მითითება იყო, თეა მაისურაძე მომეხსნა“ – ზურაბ პოლოლიკაშვილი კანდიდატურის მოხსნის ვერსიას ყვება

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) ქართველი ხელმძღვანელი, ზურაბ პოლოლიკაშვილი თავის ვერსიას ყვება, რატომ მოხსნა „ოცნებამ“ მისი კანდიდატურა აღნიშნულ თანამდებობაზე.

პოლოლიკაშვილმა “ფორმულას” ეთერში განაცხადა, რომ ამის მიზეზი თეა მაისურაძის თანამშრომლად აყვანა გახდა. საქმე ის არის, რომ თეა მაისურაძე ჩეხეთში საქართველოს ყოფილი ელჩი იყო, რომელმაც თანამდებობა გასული წლის დეკემბერში დატოვა.

როგორც პოლოლიკაშვილი ყვება, მაისურაძის მიერ ელჩის თანამდებობის დატოვების შემდეგ, გადაწყვიტა, იგი კამპანიაში დახმარების მიზნით, რამდენიმე თვით თანამშრომლად აეყვანა. პოლოლიკაშვილი ამბობს, რომ ეს ფაქტი “ოცნებას” არ მოეწონა და მათი მხრიდან კატეგორიული მითითება იყო, რომ თეა მაისურაძე სასწრაფოდ მოეხსნა თანამდებობიდან.

“ჩემი არჩევნებიდან გამომდინარე გადავწყვიტე, თეა მაისურაძე ხელშეკრულებით ამეყვანა, რომ კამპანიის პროცესში დამხმარებოდა. მდინარაძე რომ ამბობს სამი თხოვნაო, თხოვნა არ იყო კატეგორიული მითითება იყო რომ მე თეა სასწრაფოდ მომეხსნა თანამდებობიდან და წყნარად ავუხსენი რომ არ გამოვიდა ასე ამ ადამიანის მოხსნა. ამაზე ისეთი ისტერიკა ატყდა, როგორც დღეს დილით ატყდა და თეამ რომ დაინახა ასეთი პანიკა, თავისი ინიციატივით აღარ მუშაობდა ჩემთან”, – განაცხადა ზურაბ პოლოლიკაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

როგორი ამინდი იქნება 16 მაისს – პროგნოზი ქალაქების მიხედვით

16 მაისს მთელი საქართველოს მასშტაბით, სინოპტიკოსები მზიან ამინდს ვარაუდობენ.ამინდი ქალაქების მიხედვით:გაგრა +20 - უმეტესად მზიანისოხუმი +21 - მზიანიზუგდიდი +23 - მზიანიმესტია +14 - უმეტესად მზიანიფოთი +22 - მზიანიბათუმი +23 - უმეტესად მზიანიოზურგეთი +23 - უმეტესად მზიანიქუთაისი +23 - მზიანიამბროლაური +20 - უმეტესად ღრუბლიანიახალციხე +20 - უმეტესად ღრუბლიანიბორჯომი +16 - მზიანიბაკურიანი +13 - მზიანიგორი +21 - მზიანიცხინვალი +19 - უმეტესად ღრუბლიანისტეფანწმინდა +9 - თოვლიგუდაური +6 - უმეტესად ღრუბლიანითელავი +20 - უმეტესად ღრუბლიანირუსთავი +25 - მზიანითბილისი +23 - მზიანი

4 ორსიტყვიანი ლოცვა, რომელიც ყველა მორწმუნემ ხშირად უნდა იმეოროს

მამა გიორგი თევდორაშვილი გვასწვალის 4, ორსიტყვიან ლოცვას, რომელიც ყველა მორწმუნემ ხშირად უნდა იმეოროს მაშინ, როცა ძალიან გვეჩქარება, დაღლილები ვართ და გამოუვალი მდგომარეობაა: • ღმერთო, მაკურთხე; • უფალო, შეგვიწყალე (შეიწყალე); • ღმერთო, დამეხმარე; • მადლობა, შენდა ღმერთო; ვრცლად ↓

მარიამ შენგელიამ ევროვიზიაზე მონაწილეობა დაასრულა

ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენელი მარიამ შენგელია მეორე ნახევარფინალურ შოუზე მაყურებლის წინაშე წარდგა.საქართველოს წარმომადგენელი მე-10 ნომრად გამოვიდა და საკონკურსო სიმღერა Freedom შეასრულა.დღევანდელ შოუზე გამოვლინდება, რომელი ქვეყნების წარმომადგენლები გადავლენ ფინალში.კონკურსის წესების მიხედვით, ნახევარფინალიდან ფინალში გადასვლას მხოლოდ მაყურებელი წყვეტს და ხმის მიცემაში ჟიური არ მონაწილეობს.ევროვიზია 2025-ის ფინალურ კონკურსზე 26 ქვეყანა იმღერებს. აქედან პირველი ათი ქვეყანა – პირველი ნახევარფინალიდან, მეორე ათი ქვეყანა კი დღევანდელი კონცერტიდან გადავიდა ფინალში, ხოლო „დიდი ხუთეულის“ ქვეყნები და მასპინძელი ქვეყანა შვეიცარია ფინალში ავტომატურად გადავიდნენ.17 მაისს ევროვიზია 2025-ის ფინალის ტრანსლაციას საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ სტამბოლში რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის უკრაინის დელეგაციის შემადგენლობა დაამტკიცა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სტამბოლში რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის უკრაინის დელეგაციის შემადგენლობა დაამტკიცა.უკრაინის დელეგაციას უხელმძღვანელებს თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი. ასევე მის შემადგენლობაში შედიან: სერგეი კისლიცა – უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე; ალექსანდრე პოკლადი – უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თავმჯდომარის მოადგილე; ოლეგ ლუგოვსკოი – საგარეო დაზვერვის სამსახურის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; ალექსეი შევჩენკო – უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე; ვადიმ სკიბიცკი – თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსის მოადგილე; ევგენი შინკარიოვი – უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის შტაბის უფროსის მოადგილე; ალექსანდრე დიაკოვი – უკრაინის საზღვაო ძალების სარდლობის შტაბის უფროსის მოადგილე; ალექსეი მალოვაცკი – უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცენტრალური იურიდიული სამმართველოს საერთაშორისო და საოპერაციო სამართლის სამმართველოს უფროსი; ალექსანდრე შერიხოვი – უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი საოპერაციო სამმართველოს უფროსი ოფიცერი; გიორგი კუზმიჩევი – უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის აპარატის პროტოკოლის ოფიცერი; ალექსანდრე ბევზი – პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი.შეგახსენებთ, რომ სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის შეხვედრა 16 მაისს გაიმართება. რუსეთის დელეგაციაში კი იქნებიან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს უფროსი იგორ კოსტიუკოვი და თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსანდერ ფომინი.

BBC-23 წლის ბლოგერი TikTok-ზე პირდაპირი ეთერის დროს მოკლეს

მექსიკაში, 23 წლის ცნობილი ბლოგერი, TikTok-ზე პირდაპირი ეთერის დროს მოკლეს.ვალერია მარკესი გვადალახარაში, საკუთარ სილამაზის სალონში იყო, როდესაც მამაკაცი შენობაში შევიდა და მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა.თავდასხმის მოტივი  დადგენილი არ არის, თუმცა საქმეზე გამოძიება ფემიციდის მუხლით არის დაწყებული.ცნობისთვის, გენდერული ძალადობა მექსიკაში ფართოდ არის გავრცელებული, სადაც გაეროს მონაცემებით, ყოველდღიურად 10 ქალს ან გოგონას კლავენ პარტნიორები ან ოჯახის წევრები.

ბოლო სიახლეები