გავა თუ არა „გახარია საქართველოსთვის“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე-დიმიტრი ცქიტიშვილი ამბობს, რომ კატეგორიულად ვერ იტყვიან გავლენ, თუ არ გავლენ, რადგან ორივე შემთხვევაში არსებობს დიდი გამოწვევები.
გახარიას გუნდის წევრის განცხადებით, პარტიაში პოზიცია ერთგვაროვანი არ არის, თუმცა, პირადად ის აკეთებს დაშვებას, რომ ბოიკოტი იყოს.კატეგორიულად ვერ ვიტყვით, გავალთ თუ არ გავალთ, რადგან ორივე შემთხვევაში არსებობს დიდი გამოწვევები, რომლებიც გადაზღვეული უნდა იქნას, არა მხოლოდ ერთი პარტიის ფარგლებში, არამედ ურთიერთკორდინირებული მოქმედებებით, როგორც პოლიტიკური პარტიების, ისე საზოგადოებრივი ორგანიზაციების, პროტესტული ჯგუფების და ყველას მონაწილეობით. ჩანს, რომ პარტია ბოიკოტირებისკენ არ იხრება, თუმცა ჩემი პირადი პოზიცია უფრო მოზომილია და თავშეკავებული ვარ და კიდევ უფრო დაშვებას ვაკეთებ, რომ შესაძლოა, ბოიკოტი იყოს. პარტიაში პოზიცია ერთგვაროვანი არ არის. თუმცა გადაწყვეტილება მიღების და არ მიღების, მაშინ იქნება მიღებული, როცა კრიტიკულად უკვე მისული იქნება თავის დედლაინთან,-ამბობს ცქიტიშვილი გადაცემა “რეაქციაში“.
ცქიტიშვილი მიიჩნევს, რომ “ოცნებას“ ძირითადი პოლიტიკური პარტიების ბოიკოტირება ყველაზე მეტად აწყობს, რადგან ასეთ შემთხვევაში, შეძლებს, ჩაატაროს არჩევნები, რომელშიც გაყალბების გარეშე გაიმარჯვებს.
“ეს არის გზა ლეგიტიმაციის მიღების“,-ამბობს ის.